რომელი პროდუქტები უნდა მივირთვათ აკნეს დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი პროდუქტები უნდა მივირთვათ აკნეს დროს

კვება. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მოზარდობის პერიოდში, როდესაც ორგანიზმი მერ ხდება ჰორმონის ე.წ. ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის 1 (IGF-1) ჭარბი გამომუშავება.

ტეხასის ბეილორის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებმა გამოარკვიეს რომ ეს ჰორმონი ზრდის კანის ცხიმის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს აკნეს განვიარებას. ამ ჰორმონის დონეს ზრდის ასევე ზოგიერთი პროდუქტი. ამდენად, მათი მიღების შეზღუდვით შევამცირებთ აკნეს განვითარების რისკს. უნდა შევამციროთ პროდუქტები მაღალი გლიკემიური ინდექსით. მათ მიეკუთვნება: ტკბილეული, ცომეული, კარტოფილი, საკონდიტრო ნაწარმი, თეთრი ბრინჯი. ვარშავის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ეს პროდუქტები ახდენენ ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის გამომუშავების სტიმულაციას.

ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის მონაცემებით, რამოდენიმე მცირე კვლევამ დაადასტურა, რომ დაბალი გლიკემიური ინდექსის დიეტით შესაძლებელი გახდა გამონაყარის შემცირება. ეს ხდება სისხლში შაქრის დონის რყევების შემცირების ხარჯზე. გლუკოზის მკვეთრი მატება ხელს უწყობს ანთებით პროცესებს და ზრდის კანის ცხიმის გამოყოფას, რის შედეგადაც ვითარდება აკნე.

მიუხედავად ამისა, არსებობს სხვა კვლევები, რომლებმაც არ დაადასტურეს მაღალი გლიკემიური ინდექსის დიეტასა და აკნეს შორის კავშირი.

რამოდენიმე კლევამ აჩვენა, რომ ძროხის რძე ზრდის აკნეს განვითარების რისკს. მკვლევარებმა გამოარკვიეს, რომ რძის პროდუქტები ზრდიან ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის დონეს. ისინი თვლიან, რომ გამონაყარის განვითარებას ხელს უწყობს ტესტოსტერონის წინამორბედი ჰორმონები, რომლებსაც შეიცავს რძე. თუმცა ყველა შემთხვევაში ასე არ ხდება- ზოგჯერ რძის მიღება არ უკავშირდება გამონაყარის განვითარებას.

რაც შეეხება შოკოლადს, არსებობს მოსაზრება, რომ ეს ინდივიდუალურია. ზოგ შემთხვევაში ის იწვევს გამონაყარის განვითარებას, ზოგჯერ არა.

ზოგიერთი კვლევის თანახმად, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი დიეტა ამცირებს ანთებას, რის შედეგადაც აკნეს სიმპტომები ნაკლებად გამოხატულია. ასევე ომეგა-3 აქვეითებს ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის დონეს, რომელიც ხელს უწყობს გამონაყრის გამოვლენას. ომეგა- 3 ცხიმოვანი მჟავების შემცველი პროდუქტებია:

· ცხიმიანი თევზი - ორაგული, სკუმბრია, სარდინი;

· სოიოს პროდუქტები;

· კაკალი, სელის თესლი;

აკნეს დროს ქვეითდება ანტიოქსიდანტების, მაგალითად სელენის დონე. ამიტომ სასარგებლოა სელენის შემცველი ზღვის პროდუქტების, ძროხის, ინდაურის ხორცის, ფოთლოვანი ბოსტნეულის, წითელი კომბოსტოსა და მწვანე ჩაის მიღება.