კუჭის წყლულის მომატებული რისკი, დაზიანებული თირკმელები და ღვიძლი - რატომ უნდა ვთქვათ "ფასტ ფუდზე" უარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუჭის წყლულის მომატებული რისკი, დაზიანებული თირკმელები და ღვიძლი - რატომ უნდა ვთქვათ "ფასტ ფუდზე" უარი

სწრაფი კვება, კუჭი და თირკმელი

დასამალი არ არის, რომ სწრაფი კვების ობიექტების კერძთა დიდი ნაწილი შეიცავს სხვადასხვა ტოქსიკურ ელემენტს, ქიმიურ კონსერვანტებსა და ნატრიუმის (მათ შორის - სუფრის მარილში არსებულს) დიდ რაოდენობას. ეს კომპონენტები ზრდიან მუცლის შებერვის, ჭარბი აირების დაგროვების, კუჭის წყლულისა და ხშირი მიღებისას კუჭის კიბოს რისკს.

დიდი რაოდენობით ნატრიუმის მოხმარება აძლიერებს წყურვილს, წყლის ჭარბად მიღება კი მუცელს ბერავს, გაზებს აგროვებს, კუჭის არეში იწვევს დისკომფორტს. ნატრიუმით დატვირთვა არ არის სასურველი თირკმლისათვის, მით უფრო, თუ ადამიანს ეს ორგანო ჯანმრთელი არ აქვს. აღარაფერს ვამბობთ იმ საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტზე, რომ ჭარბი ნატრიუმი არტერიული წნევის მატების, გულის უკმარისობისას პაციენტის მდგომარეობის გაუარესებისა და ამ მდგომარეობათა მკურნალობის ეფექტიანობის დაქვეითების მიზეზია.

სწრაფი კვება ყაბზობის მიზეზია

ალბათ კარგად გახსოვთ, რომ ნაწლავების ბუნებრივი მოტორული (სამოძრაო) აქტივობის ანუ პერისტალტიკის შენარჩუნებისათვის აუცილებელია ადამიანი ყოველდღიურად იღებდეს გარკვეული რაოდენობით საკვებ ბოჭკოს, რომლითაც მდიდარია ხილი, ბოსტნეული (გარდა კარტოფილისა), მარცვლეული, დაუმუშავებელი ხორბალი, თხილეული. ბოჭკოთი მდიდარი საკვები ეხმარება ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და იქ დაგროვილი გადამუშვებული პროდუქტების გამოყოფას - ნაწლავების ნორმალურ მოქმედებას.

როცა შიმშილის გრძნობის დასაკმაყოფილებლად ხშირად ვირჩევთ სწრაფი კვების ობიექტებს და საჭმელს, რომელიც ბოჭკოს მინიმალურ რაოდენობას შეიცავს, ვითარდება ყაბზობა, ანუ შეკრულობა. მიზეზი მარტივია - ნაკლები ბოჭკო საკვებში ნიშნავს ნაწლავების ნაკლებ მოძრაობას (პერისტალტიკას), სითხის ნაკლებ მიზიდვას ნაწლავში არსებული მასების მიერ და მკვრივი მასების ჩამოყალიბებას, რომლებიც ძნელად გადაადგილდება. ამ ყველაფერს თან ახლავს მუცლის შებერვის, გაზების დაგროვების, ზოგჯერ ტკივილის შეგრძნება.

პეპტიკური წყლული

თუ საჭმლის მიღების ადგილად ადამიანი სწრაფი კვების ობოექტს ძალიან ხშირად ირჩევს, იზრდება წყლულის რისკიც. ასაკის მატებასთან ერთად ჭარბი სანელებლებით გაჯერებული საკვები, ალკოჰოლი, კოფეინიანი სასმელები, სხვა ფაქტორებთან ერთად, წყლულის სიხშირეს მკვეთრად ზრდიან. ბოლო დროს სულ უფრო მეტი იწერება სწრაფი კვების ობიექტებზე კვებასა და წყლულს შორის კავშირზე.

ღვიძლის დაავადებები

ღვიძლი არის ერთ-ერთი იმ უმთავრეს ორგანოთაგანი, რომელიც სწრაფი კვების დამზიანებელი ზემოქმედების სამიზნეა. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ ღვიძლის გადატვირთვა სწრაფი კვების ობიექტების კერძებში არსებული კონსერვანტებისა თუ ცხიმების გამო ადამიანისათვის შეუმჩნეველი დარჩება, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. ღვიძლის დაავადებას ან ღვიძლის ნებისმიერი სახის დაზიანებას შეიძლება თან ახლდეს მუცლის შებერვა, არასასიამოვნო შეგრძნება საკვების მიღების შემდეგ. ღვიძლის დაავადებათა შორსწასულ შემთხვევებში ვლინდება სისხლდენა საყლაპავის ვენების გაგანიერების გამო.

მეტეორიზმი

„ფასტ ფუდის“ მიღებას ხშირად თან ახლავს გაზების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით დაგროვება, შემაწუხებელი მეტეორიზმი. აღნიშნულს კი მრავალი განსხვავებული მიზეზი აქვს. მეტეორიზმი შეიძლება გამოიწვიოს საკვებში არსებულმა ცხიმებმა და ნახშირწყლებმა. მას ხელს უწყობს სწრაფად ჭამის დროს ჰაერის ჩაყლაპვაც. მნიშვნელოვანი ფაქტორია სასმელი, რომელსაც ადამიანი სწრაფი კვების ობიექტში იღებს - ტკბილი გაზიანი სითხეები, რომლებიც მეტეორიზმს აძლიერებენ გაზის გამოყოფისა და მათში არსებული ნახშირწყლების მონელებისას აირების წარმოქმნის გამო.

გულძმარვა

მსგავსად მეტეორიზმისა, გულძმარვასაც მრავალი მიზეზი აქვს. უპირველესად, ეს არის მიღებული საკვების ხასიათი. ცნობილია, რომ გულძმარვას აძლიერებს კეტჩუპი, მყარ ცხიმებზე მომზადებული საკვები, ფენოვანი ცომი, ყავა, კოლა, გაზიანი სასმელი. გარდა ამისა, გულძმარვა ძლიერდება სითხის ჭარბი მიღების და საკვებით კუჭის გადატვირთვის გამო.