პაპაიას ნაყოფი ფიბრინოგენს შეიცავს, რომელიც სისხლის კოლტების წარმოქმნას უშლის ხელს - ხილის სამკურნალო თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პაპაიას ნაყოფი ფიბრინოგენს შეიცავს, რომელიც სისხლის კოლტების წარმოქმნას უშლის ხელს - ხილის სამკურნალო თვისებები

ამცირებს ანთებით პროცესს ორგანიზმში

პაპაიას ნაყოფი ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ფერმენტებს, A, C ვიტამინებსა და კაროტინს შეიცავს. ეს ყველაფერი ორგანიზმს რევმატოიდული ართრიტისაგან იცავს და ამცირებს ანთებით პროცესს.

აღადგენს კუჭ-ნაწლავის ბალანსს

ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება ნაწლავებში სასიცოცხლო ბაქტერიებს ანადგურებს. პაპაიას წვენი კუჭ-ნაწლავის დარღვეულ

ბალანსს აღადგენს და მონელებას ეხმარება.

ამცირებს გულისრევას

აუმჯობესებს მხედველობას

პაპაია A ვიტამინსა და ბეტა-კაროტინს შეიცავს, რომელიც მხედველობას აუმჯობესებს.

ხსნის დაძაბულობას

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ C ვიტამინი ჰორმონების გამოყოფას არეგულირებს. პაპაიას ნაყოფის მიღება სტრესული სიტუაციის ან დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად საუკეთესო საშუალებაა.

აყუჩებს მენსტრუალურ ტკივილს

მენსტრუალური ტკივილის გასაყუჩებლად საუკეთესო საშუალება პაპაიას ფოთლისა და თამარინდის (ინდური ფინიკი) ნახარშის მიღებაა.

კიბოს საწინააღმდეგო საშუალება

პაპაიას მიღება იმუნურ სისტემას აუმჯობესებს. ნაყოფი პაპაინს შეიცავს, რომელიც კიბოს სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად გამოიყენება. ამ მცენარის ფოთლები ეფექტური საშუალებაა საშვილოსნოს ყელის, სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, ფილტვებისა და პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად.

ამ აღმოჩენით შესაძლებელია შემუშავდეს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალი თერაპიული მეთოდი, რომელიც გულისხმობს იმუნური სისტემის გამოყენებას კიბოს წინააღმდეგ.

ეწინააღმდეგება სისხლის კოლტების წარმოქმნას

მწეველთა ორაგანიზმში სისხლის კოლტების წარმოქმნის დიდი რისკი არსებობს. პაპაიას ნაყოფი ფიბრინოგენს შეიცავს, რომელიც სისხლის კოლტების წარმოქმნას უშლის ხელს.

ანელებს კანის დაბერებას

ეს ხილი განსაკუთრებით მდიდარია ალფა-ჰიდროქსომჟავით, რომელიც კანის დაბერების წინააღმდეგ გამოიყენება. იგი ასევე სავსეა ჩ ვიტამინითა და ბეტა-კაროტინით, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ეხმარება კანს ელასტიკურობის აღდგენაში.

თირკმელები

პაპაია თირკმლის გამწმენდიც არის, ის თირკმელს ყველაფრის გაადამუშავებასა და წყლის შეკავებაში ეხმარება.

ღვიძლი

პაპაია ღვიძლს ტოქსინების განეიტრალებაში ეხმარება. მისი თერაპია მოიცავს 30-დღიან კურსს, რომლის შედეგებით ექიმებიც აღფრთოვანებულნი რჩებიან.

ანთების საწინააღმდეგო თვისებები

პაპაიას თესლი ძალიან ეფექტურია ანთების საწინააღმდეგოდ.

მოხმარების წესი:

არსებობს პაპაიას თესლის მოხმარების უამრავი ხერხი - ისინი შეიძლება შეიჭამოს, როგორც ნედლად, ისე შერეულად - სალათში, თაფლში ან რძეში.