"სიბერის საწინააღმდეგო ვიტამინი" - სიმინდი, სიმინდის ფქვილი და ზეთი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"სიბერის საწინააღმდეგო ვიტამინი" - სიმინდი, სიმინდის ფქვილი და ზეთი

სიმინდისგან იღებენ ფქვილს, ბურღულს, სილოსს, ხოლო ჩანასახისგან - საჭმელ ზეთს. სიმინდის მარცვალი შეიცავს წყალს, ცილოვან ნივთიერებებს, სახამებელს, ცხიმს, ნაცარს, ცხიმზეთს, ეთერზეთს, ქლოროფილს, K, B1, B2, B6, D და E ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას.

სიმინდის ღეროსა და ფოჩის პრეპარატებს იყენებენ შარდკენჭოვანი დაავადების, ნაღვლის სადინარებისა და ღვიძლის დაავადებების, ასევე - სისხლდენების დროს. მათი მიღებისას ძლიერდება ნაღვლის სეკრეცია, მცირდება მისი სიბლანტე, ბილირუბინის რაოდენობა, იმატებს პროთრომბინის დონე და სისხლის შედედების უნარი.

ჩინური მედიცინის მიხედვით, სიმინდი “ხსნის კუჭს” - აძლიერებს პერისტალტიკას, აჩქარებს მოუნელებელი საკვების გამოდევნას, რაც ხელს უშლის ყაბზობის ჩამოყალიბებას. სიმინდის კერძები სასარგებლოა კანის სიმშრალის დროს, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს ნერწყვდენას. ჩინელები სიმინდის სახამებლისაგან ამზადებენ საგოს, რომელიც მდიდარია ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლებით. საგო დიეტურ საკვებად მიიჩნევა და ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს. ქართულ კულინარიაში მას ღომი ცვლის.

სიმინდის შემადგენლობაში შედის გლუტამინის მჟავა, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და თავის ტვინში ნივთიერებათა ცვლას. სიმინდის ზეთი უხვად შეიცავს E ვიტამინს, რომელიც დიდ როლს ასრულებს სასქესო ჰორმონების ცვლაში. მას სიბერის საწინააღმდეგო ვიტამინსაც უწოდებენ.

სიმინდის ზეთს ხდიან მწიფე სიმინდის მარცვლების ჩანასახისგან - მარცვლის ყველაზე “ცოცხალი” ნაწილისგან. ეს არის ორგანიზმისთვის ადვილად ასათვისებელი და აუცილებელი უჯერი მჟავების წყარო.

მიიღება თითო სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ, საუზმისა და სამხრის წინ, 1 თვის განმავლობაში. ის იცავს ორგანიზმს ასთმისგან, შაკიკისგან, კანის დაავადებებისგან და სხვა. ის ათეროსკლროზის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა; თუ დღეში 75 გრამამდე მივიღებთ, დაიწევს სისხლში ქოლესტერინის დონე.

სიმინდის ფქვილის აბაზანა არბილებს გაუხეშებულ კანს, აცხრობს ანთებით კერებს, ხსნის ქავილს. სიმინდის ფქვილის ნიღაბი არაჩვეულებრივად წმენდს სახის კანს, ასუფთავებს ფორებს, არბილებს და სინაზეს ანიჭებს მას.