შავი შოკოლადი მხედველობას აუმჯობესებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შავი შოკოლადი მხედველობას აუმჯობესებს

ჩვენ დიდ დროს ვატარებთ კომპიუტერის და მობილური ტელეფონების ეკრანებთან, რაც მხედველობის გაუარესებას იწვევს.

ცნობილია, რომ სტაფილო ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომელიც ჯანმრთელი თვალების შენარჩუნებაში გვეხმარება. თუმცა, ის ბევრ ადამიანს არ უყვარს.

ახალი კვლევის თანახმად, სტაფილოს „გემრიელი შემცვლელი“ გამოუჩნდა, როგორც აღმოჩნდა, შავ შოკოლადს შეუძლია მხედველობის პრობლემები აგვარიდოს თავიდან.

უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ შოკოლადი გულსა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, მაგრამ აქვს მას რაიმე სარგებელი ჩვენი თვალებისთვის?

სწორედ ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებდათ მკვლევარებს.

მონაწილეებმა კვლევის მიზანი არ იცოდნენ, მათ ჯერ რძის შოკოლადი გადაეცათ, რამდენიმე დღის შემდეგ კი შავი შოკოლადი.

თითოეული სახეობის შოკოლადის ჭამის შემდეგ, მონაწილეებმა მხედველობის ტესტი გაიარეს. შავი შოკოლადის მირთმევიდან 2 საათში მათ მცირე ასოების მიმართ კონტრასტული მგრძნობელობა განუვითარდათ.

მხედველობის გაუმჯობესება დაახლოებით 40% იყო (ორივე თვალში).

კვლევის ავტორების განცხადებით, მათ არ იციან რამდენად გრძელვადიანად მოქმედებს შავი შოკოლადი, თუმცა ის მცირე ხნით მხედველობის სიმახვილეს ნამდვილად აუმჯობესებს.

შავი შოკოლადი სტრესის გამკლავებაში და ანთების შემცირებაშიც გვეხმარება.

თუ ჯანსაღ, დაბალანსებულ კვების რაციონს დაუმატებთ შავ შოკოლადს, ურიგო არ იქნება. ფლავანოიდებით მდიდარი პროდუქტი თავის ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ.