რჩევები ათეროსკლეროზის საპროფილაქტიკოდ და დიეტა, რომელიც დაავადების დროს უნდა დაიცვათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები ათეროსკლეროზის საპროფილაქტიკოდ და დიეტა, რომელიც დაავადების დროს უნდა დაიცვათ

ეს არის არტერიის კედლის დაზიანება, მისი გასქელება და ელასტიკურობის დაკარგვა. გარდა ამისა, ათეროსკლეროზისათვის დამახასიათებელია არტერიის კედლის შიგნითა ზედაპირზე ქოლესტერინის, პროთრომბინისა და კალციუმის დაგროვება. პირველად აღმოცენებულ სიმპტომებს იშვიათად თუ აქცევს ვინმე ყურადღებას, არადა, ეს შეიძლება ინფარქტით ან ინსულტით დასრულდეს.

ათეროსკლეროზის პერსპექტივა საკმაოდ მძიმეა, ამიტომ კი არ უნდა დაველოდოთ სისხლძარღვებზე პრობლემების გაჩენას, არამედ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მის პროფილაქტიკას.

როგორია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა?

ათეროსკლეროზის განვითარების თავიდან ასაცილებელი მთავარი და ეფექტური ღონისძიებაა: ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაკაჟება, მავნე ჩვევების დავიწყება, ემოციის კონტროლი და შრომისა და დასვენების ნორმალური რეჟიმის დაცვა.

ერთი შეხედვით მარტივი ნაბიჯებია: სუფთა ჰაერზე სეირნობა (ექსპერტები გვიმტკიცებენ, რომ ადამიანმა ბუნებაში უნდა გაატაროს წელიწადში 200 საათი მაინც), მარტივი ფიზიკური ვარჯიში, ძილის სწორი რეჟიმი (ტემპერატურა საძინებელში არ უნდა აღემატებოდეს 16 გრადუსს და უნდა გვეძინოს არანაკლებ 7 საათისა) და ჯანსაღი კვება, მაგრამ შეუდარებელი ეფექტი აქვს.

დიეტა ათეროსკლეროზის დროს

კვება - ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აუცილებლად უნდა გადახედოთ კვების რაციონს და გაამდიდროთ სასარგებლო ანუ ანტისკლეროზული თვისებების პროდუქტებით. ეს არის სხვადასხვა სახის ბოსტნეული, განსაკუთრებით ნიორი, ბადრიჯანი, სტაფილო, ხახვი, ლობიო, ზღვის მცენარეები და სხვა. სხვათა შორის, თუ ზღვის კომბოსტოს დავამატებთ სხვადასხვა კერძს, ეს საშუალებას მოგვცემს მარილზე ვთქვათ უარი. ეს უკანასკნელი არასასურველი პროდუქტია ათეროსკლეროზის თვალსაზრისით.

კარგი იქნება, თუ კვების რაციონიდან ამოიღებთ ცხოველურ ცხიმს და ხორცს ნელ-ნელა ჩაანაცვლებთ თევზით და ზღვის პროდუქტებით.

ათეროსკლეროზის ძალიან ადრეულ ეტაპზე კვების რაციონიდან სრულად უნდა ამოიღოთ ცხიმიანი ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი), თევზი და ფრინველი, ასევე, ტვინი, ღვიძლი, თირკმელები. უარი უნდა თქვათ ხიზილალაზე, სალაზე, ბეკონზე, ცხარე და მარილიან საჭმელზე, ხორცისა და თევზის კონსერვზე, ბისკვიტის ცომისგან მომზადებულ პროდუქტებზე, ბარდაზე, ლობიოზე, ნაყინზე, კაკაოსა და შოკოლადზე. ყავა და ჩაი საკმაოდ სუსტი უნდა იყოს, უმჯობესია დაუმატოთ რძე.

სასარგებლოა ვეგეტარიანული სუპები (ბოსტნეულის, მარცვლეულის, ხილის, რძის). უცხიმო ხორცის ბულიონის მიღება კვირაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება. ხორცი დასაშვებია მცირე რაოდენობით, მჭლე ან ძეხვი „საექიმო“. არსებობს შეზღუდვები რძის პროდუქტების მოხმარების მხრივაც: დასაშვებია უცხიმო რძე, უცხიმო ხაჭო, იოგურტი, მაწონი, კეფირი. მაგრამ არაჟანი უნდა შეიზღუდოს 1 ჩაის კოვზამდე დღეში სუპებსა და სალათებზე, კარაქი კი დღეში მხოლოდ 25 გრამამდეა შესაძლებელი.

ათეროსკლეროზის დროს ყველაზე სასარგებლოა - თევზი, თევზის ცხიმი, ზღვის პროდუქტები, წითელი პალმის ზეთი და ნიორი. იმ ქვეყნებში, სადაც კვების რაციონი მდიდარია დასახელებული პროდუქტებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი და დაბალია ათეროსკლეროზით გამოწვეული სიკვდილიანობა.

არ უნდა დაივიწყოთ თევზის ქონიც. ადრე ექიმები მშობლებს ურჩევდნენ, ბავშვებისთვის აუცილებლად მიეცათ ის. ახლაც ძალაში რჩება ეს რეკომენდაცია, რადგან თევზის ქონი უნიკალური პროდუქტია, მას სისხლძარღვების დაცვა შეუძლია.

სწორი კვებითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დიდხანს შეუნარჩუნებთ სისხლძარღვებს ჯანმრთელობას. ეს კი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული!