რა განაპირობებს ბანანის სასარგებლო თვისებებს და რისგან გვიცავს ის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა განაპირობებს ბანანის სასარგებლო თვისებებს და რისგან გვიცავს ის

ვიცით, რომ დიდი რაოდენობით შაქარი ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის, ხოლო ბანანში ის უხვადაა. ამასთანავე, გვსმენია ისიც, რომ ის უამრავ საკვებ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ჯანმრთელ ორგანიზმს სჭირდება.

ბანანი მართლაც შეიცავს უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტებს, როგორებიცაა კალიუმი, მაგნიუმი, აგრეთვე შეიცავს ბოჭკოს და აშ.

ის იდეალური საკვები პროდუქტია მათთვის, ვინც რეგულარულად ვარჯიშობს, ან სპორტით არის დაკავებული.

ხილი ვარჯიშამდე ენერგიით უზრუნველყოფს ორგანიზმს, ხოლო ვარჯიშის შემდგომ კუნთის ქსოვილს აღდგენაში ეხმარება, ასევე სითხის შეკავებას აბალანსებს.

თუმცა, ზოგიერთი ადამიანისთვის ის ნაკლებად სასარგებლოა. ბანანი შედარებით დიდი რაოდენობით ნახშირწყლებსა და შაქარს შეიცავს, მასში პროტეინები თითქმის არ არის. შესაბამისად, ხილი სისხლში შაქრის დონეს ზრდის.

ამიტომ, ის პრედიაბეტის, დიაბეტის, ინსულინ-რეზისტენტობის დროს არ არის რეკომენდებული.

ბანანის სასარგებლო თვისებები

  • ზრდის ენერგიას

  • შეიცავს კალიუმს

კალიუმი მნიშვნელოვანი ნივთიერებაა ორგანიზმისთვის. ის, როგორც ელექტროლიტი ისე მოქმედებს. ორგანიზმში ჰიდრატაციის დონეს არეგულირებს, ასევე სისხლის მიმოქცევას.

კალიუმი სასარგებლოა მაღალი არტერიული წნევის პროფილაქტიკისთვის, რაც გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკს ამცირებს.

ის სასარგელოა მათთვის, ვინც ფიზიკური ტრავმა მიიღო, ვინაიდან კალიუმი კუნთების გაჯანსაღებასა და გაძლიერებას უწყობს ხელს.

ასევე, სასარგებლოა კუნთების კრუნჩხვისას.

  • აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას

თითო ბანანი 3 გრამ ბოჭკოს შეიცავს. მისი დახმარებით ყაბზობას, შებერილობას და საჭმლის მონელების პრობლემებით გამოწვეულ სიმპტომებს თავიდან აიცილებთ.

ბანანში შემავალი ბოჭკო ნაწლავის რეგულარული ფუნქციების შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებულ ნარჩენებსა და ტოქსინებს უკავშირდება და გვათავისუფლებს მათგან.

  • აუმჯობესებს განწყობას

ბანანი შეიცავს ამინომჟავა ტრიპტოფანს, რომელიც სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონის) გამომუშავებისთვის არის საჭირო.

სეროტონინის დონე განსაზღვრავს ჩვენს ენერგიულობას და განწყობას. შფოთვისა და სტრესის თავიდან აცილებაში ბანანი ნამდვილად დაგეხმარებათ.

მის შემადგენლობაში შედის ანტიოქსიდანტებიც, რომლებიც თავის ტვინში კიდევ ერთი განწყობის გამაძლიერებელი ჰორმონ დოფამინის გამოყოფას ასტიმულირებენ.

  • მაგნიუმის წყარო
ბანანი მაგნიუმის შესანიშნავი წყაროა.

მიკროელემენი გვჭირდება იმისათვის, რომ ჯანმრთელი კანი და ძლიერი ჩონჩხის სტურქტურა შევინარჩუნოთ. ის თავის ტვინის სწორ ფუნქციონირებას განაპირობებს, ასევე თავისუფალ რადიკალებს დაზიანებისგან იცავს.

კვლევებით დასტურდება, რომ მაგნიუმი თავის ტვინის ჯანმრთელ ფუქნციონირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს,ასევე მას პარკინსონის დაავადების და ეპილეფსიის პრევენციაც შეუძლია.

ზოგიერთი კვლევა იმასაც ადასტურებს, რომ მაგნიუმი ძვლის მინერალური სიმკვრივის გაზრდაში გვეხმარება, რაც ოსტეოპოროზის პრევენციაა.

მას ასევე ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, შედეგად ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების დაზიანებას და ჟანგვით სტრესს.

  • აუმჯობესებს თირკმელების ფუნქციას

კვლევის თანახმად, რეგულარულად ბანანის ჭამას შეუძლია თირკმელების ფუნქციის შენარჩუნება და თირკმლის დაავადებების თავიდან აცილება.

დიდი რაოდენობით ბანანით კვების რაციონის გამდიდრება თირკმელუჯრედოვანი კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთან ასოცირდება.

თუმცა, უკვე თუ გაქვთ თირკმლის დაავადება, ან ორგანიზმში კალიუმის მაღალი შემცველობა, თქვენთვის ბანანი საზიანოა.