"არაფერს ვჭამ, მაგრამ მაინც ვსუქდები"- ფაქტორები, რომლებიც სიმსუქნეს განაპირობებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"არაფერს ვჭამ, მაგრამ მაინც ვსუქდები"- ფაქტორები, რომლებიც სიმსუქნეს განაპირობებენ

ამ საკითხზე საუბარი უნდა დავიწყოთ ტრივიალური ფრაზით: ადამიანის წონა მიღებული კალორიებისა და დახარჯული ენერგიის ბალანსზეა დამოკიდებული. როცა ადამიანი კვებისას იღებს იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე ხარჯავს, ზედმეტ ენერგიას ორგანიზმი ცხიმად აქცევს და მარაგად ინახავს.

აქედან გამომდინარე, სიმსუქნის მთავარი მიზეზი მაინც ჭარბი კალორიების მიღება და ჰიპოდინამიაა. გარდა ამისა, ცნობილია მრავალი ფაქტორი, რომლებიც ხელს უწყობს სიმსუქნეს.

ზოგიერთი მათგანი გენეტიკურია. დადგენილია, რომ ადამიანს, რომლის ერთი ან ორივე მშობელიც მსუქანია, სიმსუქნის განვითარების რისკი უფრო მეტი აქვს. გენეტიკური ფაქტორები გავლენას ახდენს იმ ჰორმონებზე, რომლებიც ცხიმოვანი ცვლის რეგულაციაში მონაწილეობს.

მნიშვნელოვანი ფაქტორია საკვების ჭარბი მიღებაც. საყოველთოდ ცნობილია, რომ ჭარბი კვება წონის მატებას იწვევს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკვები მდიდარია ცხიმითა და შაქრით, უფრო ზუსტად, მარტივი ნახშირწყლებით. მართალია, ამ უკანასკნელთა როლი ბოლომდე დაზუსტებული არ არის, მაგრამ მათი ზემოქმედების მექანიზმი დაახლოებით ასე შეიძლება აღვწეროთ: ნახშირწყლების მიღებისას იზრდება სისხლში გლუკოზის შემცველობა, რაც პანკრეასის მიერ ინსულინის პროდუქციას ასტიმულირებს, ინსულინი კი, თავის მხრივ, იწვევს ცხიმოვანი ქსოვილის ზრდას და წონის მატებას.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მარტივი ნახშირწყლები (შაქარი, ფრუქტოზა, ტკბილეული, ტკბილი სასმელები, ლუდი, ღვინო) იმით არის საშიში, რომ სისხლში უფრო ადვილად იწოვება, ვიდრე რთული ნახშირწყლები (მარცვლეული, ბოსტნეული, ცოცხალი ხილი და ასე შემდეგ) და, შესაბამისად, ინსულინის უფრო ინტენსიურ გამოყოფას იწვევს, ვიდრე რთული ნახშირწყლები, ინსულინის მაღალი დონე კი წონის მატებას განაპირობებს. როგორც თავად აღნიშნეთ, მსუქანი ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ცოტას ჭამენ.

სინამდვილეში ისინი გულისხმობენ იშვიათად კვებას. დადგენილია, რომ კვების სიხშირესა და წონას შორის უკუპროპორციული დამოკიდებულებაა. მრავალი გამოკვლევა ადასტურებს, რომ მსუქნები უფრო იშვიათად ჭამენ, ვიდრე ისინი, ვისაც სხეულის ნორმალური მასა აქვს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მას, ვინც მიირთმევს მცირე ულუფებით და დღეში 4-5-ჯერ, ქოლესტერინის უფრო დაბალი დონე და სისხლში შაქრის უფრო სტაბილური და დაბალი შემცველობა აქვს, ვიდრე მას, ვინც დღეში 2-3-ჯერ დიდ ულუფას იღებს. ამ კანონზომიერების ერთ-ერთი ახსნა ისიც არის, რომ ხშირი წილადობრივი კვების დროს სისხლში ინსულინის დონე უფრო სტაბილურია, ხოლო დიდი ოდენობის საკვების იშვიათი მიღება ჭამის შემდეგ ინსულინის შემცველობის მკვეთრ პიკებს იწვევს. წონის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია მეტაბოლიზმის სისწრაფე.

ცნობილია, რომ ქალებს კუნთოვანი მასა უფრო ნაკლებად აქვთ განვითარებული, ვიდრე მამაკაცებს, კუნთოვანი ქსოვილი კი მეტ კალორიას წვავს, ვიდრე სხვა ქსოვილები. ამის გამო ქალებს უფრო ნელი მეტაბოლიზმი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, გასუქებისკენ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი და წონის დაკლებაც უფრო მეტად უჭირთ. აღსანიშნავია, რომ ქალები ხშირად იმატებენ წონას ორსულობისას და მენოპაუზის პერიოდში. ასაკის მატებასთან ერთად კუნთოვანი ქსოვილის მასა მცირდება, ხოლო მეტაბოლიზმი ნელდება.

ამიტომ არის, რომ ხანშიშესული ადამიანი ადვილად იმატებს წონას, თუ მიღებული საკვების კალორაჟი არ შეამცირა. სიმსუქნის აღმოცენებას ხელს უწყობს ფიზიკური აქტიურობის სიმცირე. დადგენილია, რომ ჰიპოდინამია ორივე სქესის პირებში მჭიდროდ უკავშირდება ჭარბ წონას. არ შეიძლება, ყურადღება არ გავამახვილოთ ფსიქოლოგიური ფაქტორების როლზე. დადგენილია, რომ მრავალ ადამიანს ემოციური სტრესის ფონზე მკვეთრად ეცვლება საკვების მიღების რეჟიმი.

იმ პაციენტთა 30%-ს, ვინც ექიმს სიმსუქნის გამო მიმართავს, სტრესის დროს უზომოდ ჭამის მოთხოვნილება უჩნდება. მნიშვნელოვანია ძილის დარღვევაც. დადგენილია, რომ როცა ადამიანს ღამით 7 საათზე ნაკლები სძინავს, ორგანიზმში მადის გამაძლიერებელი ჰორმონების შემცველობა იცვლება. გარდა ამისა, უძილობა მაღალკალორიული და ნახშირწყლებით მდიდარი საკვებისადმი სწრაფვას იწვევს. ზოგჯერ სიმსუქნის მიზეზი განსაზღვრული სახის მედიკამენტების მიღებაა.

ასეთია ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი, დიაბეტისას გამოსაყენებელი საშუალებები (ინსულინი, სულფოშარდოვანას პრეპარატები, თიაზოლიდინდიონები), ზოგიერთი ჰორმონული პრეპარატი, მათ შორის - ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და პრედნიზოლონი, თუმცა თანამედროვე კონტრაცეპტივები ესტროგენების მცირე დოზას შეიცავს, რის წყალობითაც აღნიშნული ეფექტის რისკიც მცირდება. წონის მატება აღინიშნება არტერიული წნევის სამკურნალო ზოგიერთი საშუალებისა და ზოგიერთი აჰტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპარატის მიღებისას.

სიმსუქნის აღმოცენების ასაკსა და პროგრესირების სისწრაფეზე გავლენას ახდენს ეთნიკური ფაქტორიც. დადგენილია, რომ აფროამერიკელი და ესპანელი ქალები წონას უფრო ადრე იმატებენ, ვიდრე კავკასიელები და აზიელები, ესპანელ მამაკაცებს კი სიმსუქნე უფრო ადრე ეწყებათ, ვიდრე აფროამერიკელებსა და კავკასიელებს.

მოზრდილ ასაკში სიმსუქნის განვითარებაზე გავლენას ახდენს ბავშვობის წონაც. როცა ადამიანს 20 წლისთვის ჭარბი წონა აქვს, მოსალოდნელია, 35 წლისთვის გასუქდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობლებიც სიმსუქნეს უჩივიან. არის შემთხვევები, როცა სიმსუქნე ენდოკრინული დაავადების სიმპტომია. ასეთი გახლავთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებები, კუშინგის სინდრომი, საკვერცხის პოლიკისტოზი, თუმცა ამ დაავადებების დროს სიმსუქნესთან ერთად ყურადღებას სხვა სიმპტომებიც იპყრობს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცველობის დაქვეითებას, რომელიც სიმსუქნეს მეტაბოლიზმის ინტენსივობის მკვეთრი დაქვეითების გამო იწვევს, სიმსუქნესთან ერთად ახასიათებს ზოგადი სისუსტე, მცივანობა, შეშუპებისკენ მიდრეკილება, თმის ცვენა, კანის სიმშრალე და სხვა.

კუშინგის სინდრომის დროს სიმსუქნე უპირატესად ტორსზეა ლოკალიზებული, კიდურები შედარებით გამხდარია, მთვარისებური, სახე - მოწითალო, ტანზე ჩნდება ვარდისფერი სტრიები. ამ სიმპტომების არსებობისას პაციენტის კვლევასა და მკურნალობას ენდოკრინოლოგები ატარებენ.

საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომის დროს სიმსუქნესთან ერთად ყურადღებას იპყრობს ჭარბთმიანობა, რეპროდუქციული პრობლემები და ანდროგენების სხვა ეფექტები.