საუკეთესო ანტიდეპრესანტი-რატომ არ უნდა ვთქვათ ზაფხულის ცხელ დღეებში ნაყინზე უარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საუკეთესო ანტიდეპრესანტი-რატომ არ უნდა ვთქვათ ზაფხულის ცხელ დღეებში ნაყინზე უარი

  • პლომბირი;

  • ნაღებისა და რძის ნაყინი;

  • მცენარეული ცხიმით (ნაწილობრივ ან მთლიანად) მომზადებული ნაყინი;

  • ნაყინი შაქრის სიროფით (ურძეოდ);

  • ნაყინი ხილითა და კენკრით.

ბოლო ორ ჯგუფს ხშირად მსუბუქსაც უწოდებენ. პლომბირი გამორჩეულად მაღალი ცხიმიანობის ნაყინია. მასში რძის ცხიმის შემცველობა 12-15 პროცენტამდეა.

ეს ნაყინის ყველაზე კალორიული და მრავალ ქვეყანაში ძალიან პოპულარული სახეობაა. ნაღების ნაყინი მთლიანად ნაღებისგან არ არის დამზადებული, როგორც სახელწოდებამ შეიძლება გვაფიქრებინოს; უბრალოდ,მასში რძის ცხიმის შემცველობა, ისევე როგორც ნაღებში, 8-10%-ია.

რძის ნაყინი შეიცავს მხოლოდ 3,5% ცხიმს, როგორც სტანდარტული რძე. მსუბუქ ნაყინში რძის ცხიმის შემცველობა მინიმალურია, ხოლო ზოგიერთ სახეობაში (მაგალითად, ხილის ყინულში) ცხიმი საერთოდ არ არის ან მხოლოდ მცენარეულია, ჩვეულებრივ, ქოქოსისა.

ხილის ნაყინი უფრო ტკბილია, ვიდრე რძისა ან ნაღებისა - ის შეიცავს 30%-მდე შაქარს (ნაყინი, რომელიც რძეზეა დამზადებული, 12-20%-მდე შაქარს შეიცავს). მრავალ ქვეყანაში ნაყინს მხოლოდ ნატურალურ ხილს, კენკრას და ნატურალურ ან ნატურალურის იდენტურ არომატიზატორებსა და საღებავებს ამატებენ.

ნაყინი, ისევე როგორც ყველა სხვა რძის პროდუქტი, ორგანიზმს ამარაგებს რძის ყველა კომპონენტით - ცილით, ამინმჟავებით, ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით.

რძის ყველა კომპონენტი ნაყინში ჰომოგენიზებული ფორმითაა (ცხიმოვანი ბურთულების ზომა მასში არ აღემატება 2 მიკრონს), რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ადვილი ასათვისებელია, უფრო ადვილი, ვიდრე ყველი და ნაღების კარაქი.

ნაყინი, განურჩევლად დანამატებისა (თხილი, კაკალი, ხილი, თაფლი და ა.შ.), ორგანიზმს აწვდის სასარგებლო ნივთიერებათა მთელ სპექტრს.

ზაფხულში, როცა რძის პროდუქტების ვარგისობა საეჭვოა, ნაყინს შეიძლება ვენდოთ, რადგან შენახვის ცუდ პირობებს ის ვერ ეგუება.

სიტკბო ასტიმულირებს სეროტონინის გამომუშავებას და ამაღლებს განწყობილებას. უხეშად რომ ვთქვათ, ნაყინი გემრიელი ანტიდეპრესანტია.

ნაყინის ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები საუკეთესო საკვებია ტვინისთვის. მათ გარეშე სათანადო გონებრივ აქტივობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ასე რომ, ნაყინი მოსწავლეებისა და სტუდენტების საუკეთესო მეგობარია.

ნაყინი მაღალკალორიული პროდუქტია, რომელსაც სწრაფად ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ იდეალური საშუალებაა შიმშილის მოსაკლავად.