ხილი იცავს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებისაგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხილი იცავს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებისაგან

რომელთა სტატიაც გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of Clinical Endocrinology & Metabolism.

იმის დასადგენად, თუ როგორ მოქმედებს ხილი და ხილის წვენი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკზე, მეცნიერებმა გაანალიზეს 7500 ავსტრალიელის მონაცემები. კვლევის მონაწილეთა საშუალო ასაკი კვლევის დაწყებისას იყო 54 წელი.

კვლევის დაწყებიდან 5 და 12 წლის შემდეგ მონაწილეებს სთხოვეს შეეფასებინათ განვლილი წლის განმავლობაში მიღებული ხილისა და ხილის წვენების სახეობები და რაოდენობა. ამას გარდა მონაწილეებს ჩაუტარდათ სამედიცინო გამოკვლევები ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის შესაფასებლად.

მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ დღეში 2 ულუფა ხილს (დაახლოებით 220გ), ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში 36%-ით დაბალი იყო, მათთან შედარებით, რომლებიც ჩვეულებრივ მიირთმევდნენ ნახევარ ულუფაზე ნაკლებ ხილს.

ამასთან, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა ვაშლი. ხილის წვენებთან დაკავშირებით ამგვარი დამოკიდებულება ვერ აღმოაჩინეს.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ხილის მიღებისას, ორგანიზმს ნაკლები ინსულინის გამომუშავება სჭირდება სისხლში გლუკოზის კონტროლისათვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც სისხლში ინსულინის მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების დაზიანება და ხელი შეუწყოს არა მარტო დიაბეტის, არამედ ჰიპერტონიის, სიმსუქნისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებას.