დაკლებული კილოგრამები, დაქვეთებული ქოლესტერინი - პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ მოვაწყოთ განტვირთვის დღე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაკლებული კილოგრამები, დაქვეთებული ქოლესტერინი - პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ მოვაწყოთ განტვირთვის დღე

პირველი ვარიანტი: დაგჭირდებათ 1,5კგ ვაშლი. მოშუშეთ და გაყავით 5-6 ულუფად.

მეორე ვარიანტი: აიღეთ 1,5-2კგ მომჟავო-მოტკბო ვაშლი, გაყავით 8 ულუფად და გაუფცქვნელად მიირთვით.

გარდა ამისა, დალიეთ დღის განმავლობაში 4 ჭიქა ახალგამოწურული ვაშლის წვენი. მესამე ვარიანტი: თუ მთელი დღე მხოლოდ ვაშლის ჭამა გიჭირთ და შიმშილი გაწუხებთ, ვაშლისა და ხაჭოს დღე მოიწყვეთ.

ამისთვის საჭიროა 750გ ვაშლი და 150გ უცხიმო ხაჭო. გაყავით ვაშლი და ხაჭო სამ ულუფად და მორიგეობით მიირთვით. სულ 6 ჭამა გამოგივათ. პლუსები: ვაშლი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და წმენდს ორგანიზმს. მოშუშული ვაშლი პექტინის წყაროა.

მინუსები: კუჭის მომატებული მჟავიანობის შემთხვევაში, განსაკუთრებით - თუ ვაშლი თავადაც მჟავეა, შესაძლოა გულძმარვა გამოწვიოს. ამ შემთხვევაში ვაშლით განტვირთვის დღის მოწყობა უკუნაჩვენებია.

თევზისა და ბოსტნეულის დღე - გავსებთ ენერგიითა და სიმსუბუქის შეგრძნებით

პირველი ვარიანტი: უმარილოდ მოხარშეთ 400 გ თევზი, გაყავით 4 ულუფად. აიღეთ 4 ძირი ნიახური და 4 კიტრი და ასევე 4 ულუფად გაყავით. თევზი და ბოსტნეული მიირთვით მონაცვლეობით. სულ 8 ტრაპეზი გამოგივათ.

გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში უნდა დალიოთ არანაკლებ 1,5ლ წყალი.

მეორე ვარიანტი: აიღეთ 400გ თევზის ფილე, დაჭერით, მოხარშეთ უმარილოდ და მოათავსეთ თეფშზე.

2 საშუალო ზომის სტაფილო გახეხეთ, დაჭერით 2 პომიდორი, ეს ყველაფერი დაამატეთ თევზს. შეაზავეთ მწვანილით. სალათა გაყავით 4 ულუფად და ოთხ ჯერზე მიირთვით.

დღის განმავლობაში დალიეთ 1,5-2 ლ წყალი. პლუსები: თევზი დაბალკალორიული საკვებია. ცხიმიანი თევზიც კი, თუ გრილზე მოვამზადებთ, მხოლოდ 250კკალ-ს შეიცავს (100გ-ზე).

ამასთანავე, ის ორგანიზმს ვიტამინებითა და საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს.

მინუსები: თევზი ალერგიული პროდუქტია, ამიტომ ალერგიულმა ადამიანმა ის ფრთხილად უნდა მოიხმაროს.

ბრინჯის დღე წმენდს ორგანიზმს

პირველი ვარიანტი: 1 ჭიქა ბრინჯს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ხარშეთ ერთი წუთი. შემდეგ წყალი გადაღვარეთ და ბრინჯი 2 ჭიქა წყალთან ერთად ხარშეთ მომზადებამდე. გაყავით 3 ულუფად.

მეორე ვარიანტი: საღამოს 250გ ბრინჯი ცივ წყალში დაალბეთ, დილით გარეცხეთ, დაასხით მდუღარე წყალი და 15 წუთი ადუღეთ. გაყავით 6 ულუფად. მიირთვით სიამოვნებით, აუჩქარებლად. შეეცადეთ, დღის განმავლობაში დალიოთ 1,5 ლ წყალი და 1 ლ ასკილის ნაყენი. შეგიძლიათ, მიირთვათ 3 ჩაის კოვზი თაფლიც, ოღონდ ნელა, წუწვნით, სიამოვნების გახანგრძლივებით.

ბრინჯსა და თაფლს ერთმანეთში ნუ აურევთ! პლუსები: ბრინჯს ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი წყალი, წმენდს ლიმფურ სისტემას, გამოდევნის წიდასა და ტოქსინებს. ბრინჯით განტვირთვის დღის შემდეგ მცირდება შეშუპება, უმჯობესდება სახის ფერი.

მინუსი: ასეთ მენიუს ნაკლი პრაქტიკულად არ გააჩნია. არასასურველია მხოლოდ მაშინ, თუ ყაბზობა გაწუხებთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ განსატვირთვად წიწიბურა გამოიყენოთ.

წიწიბურას დღე - აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

პირველი ვარიანტი: 250გ წიწიბურა კარგად გარეცხეთ, დაასხით 2 ჭიქა წყალი, წამოადუღეთ და ძალიან ნელ ცეცხლზე თავდახურული 5-10 წუთი დატოვეთ. მოხარშული წიწიბურა გაყავით 5 ულუფად.დღის განმავლობაში დალიეთ 1,5 ლ უგაზო მინერალური წყალი.

მეორე ვარიანტი: საღმოს 1 ჭიქა წიწიბურას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და თბილად შეფუთეთ. დილით მზად იქნება უგემრიელესი ფაფა, რომელიც ყველა მიკრო და მაკროელემენტს შეინარჩუნებს. გაყავით 3 ულუფად. წიწიბურასთან ერთად ამ დღეს უნდა მიიღოთ 1 ლიტრი 1%-იანი კეფირი ან მაწონი. შეგიძლიათ, წიწიბურას მოასხათ და ისე მიირთვათ. მთელი დღის განმავლობაში სვით პიტნის ჩაი.

მესამე ვარიანტი: ორთლქსახარშში მოხარშეთ 1 ჭიქა წიწიბურა და 200გ ბროკოლი. გაყავით 3-3 ულუფად და მონაცვლეობით მიირთვით (ანუ ფაფა და ბროკოლი - ცალ-ცალკე). საღამოს დალიეთ 200მლ გვირილის ან პიტნის ჩაი.

პლუსები: წიწიბურა ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების ნამდვილი საბადოა. ის მდიდარია უჯრედისით, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სჭირდება ძალების სწრაფად აღდგენა დიდი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

მინუსი: ნახშირწყლები, რომლებსაც წიწიბურა შეიცავს, რთული ნახშირწყლებია, ამიტომ ორგანიზმი მათ ძნელად ითვისებს. გარდა ამისა, წიწიბურას ფაფა აუცილებლად უმარილოდ, უცხიმოდ და უსაწებლოდ უნდა მიირთვათ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კერძი საკმაოდ მშრალი და უგემურია.

კეფირის, მაწვნისა და ხაჭოს დღე - არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას

პირველი ვარიანტი: დაგჭირდებათ 1,5ლ უცხიმო კეფირი ან მაწონი, რომელიც 5 ულუფად უნდა გაყოთ. კეფირთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ 50გ უცხიმო ხაჭო.

მეორე ვარიანტი: 400გ უცხიმო ხაჭო და 1ლ 1%-იანი კეფირი - ასეთია თქვენი დღიური რაციონი. ხაჭო უნდა გაყოთ 4 ულუფად და მიირთვათ საუზმეზე, სადილად, სამხრად და ვახშმად. ყოველი ულუფა კეფირთან ერთად უნდა მიიღოთ, არა ერთბაშად, არამედ ნელ-ნელა.

პლუსები: კეფირი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, მის ასათვისებლად ორგანიზმს 1 საათი ჰყოფნის. ხაჭო დანაყრების შეგრძნებას აჩენს და აუმჯობესებს სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას.

მინუსი: ზოგიერთი ადამიანი ვერ იტანს რძისა და რძემჟავა პროდუქტებს. მათ ამ დიეტამ შეიძლება კუჭში სიმძიმის შეგრძნება გაუჩინოს. ხაჭო და კეფირი მდიდარია კალციუმით და შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს.