კვების რაციონი შარდის ბუშტის ანთების დროს - რა არის ნებადართული და რაზე მოგვიწევს უარის თქმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვების რაციონი შარდის ბუშტის ანთების დროს - რა არის ნებადართული და რაზე მოგვიწევს უარის თქმა

ნებადართულია: რძის ნაწარმი, ბურღულეული, გახეხილი ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული მჭლე ხორცი და თევზი, კისელი, კომპოტი, ხილის წვენები. დიდი რაოდენობით ინიშნება ვიტამინები, განსაკუთრებით - ასკორბინის მჟავა. კვება უნდა იყოს წილადობრივი.

სუფრის მარილი იზღუდება ზომიერად. თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებითი და კენჭოვანი დაავადებების დროს სამკურნალოდ გამოიყენება ლობიოს პარკი და საგდულები, რომლებსაც ათავისუფლებენ ლებნებისგან და აშრობენ მზეზე.

შეიცავს არგინინს, რომელიც ეფექტური შარდმდენი საშუალებაა. სამკურნალო დიეტა შეიცავს შტოშს, მაყვალს, ოხრახუშს, ნიახურს, ვაშლის წვენს, საზამთროს, ჭარხალს.

  • შტოში ყველაზე ფასეული მცენარეა ცისტიტის დროს.მისი წვენი წარმოქმნის ჰიპურის მჟავას, რომელიც ზრდის შარდის მჟავიანობას და თრგუნავს პათოგენურ ბაქტერიებს. შტოშის სხვა კომპონენტები იცავს შარდის ბუშტის კედლებს ბაქტერიების მიწებებისგან. სასურველია, ყოველდღიურად მიიღოთ 1 ჭიქა შტოშის წვენი - სუფთა და დაუტკბობელი. თუ შტოშის ცოცხალ ნაყოფზე ხელი არ მიგიწვდებათ, მიიღეთ გამომშრალი შტოშის კაფსულები.

  • ოხრახუში მდიდარია კალიუმით, რომელსაც აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, ეთერზეთებით. ოხრახუშის წვენი ძალიან კარგია თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს.უნდა მივიღოთ 1-2 ჩ/კ 0,5 ჭიქა რძესთან ან 1-2 კოვზ არაჟანთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

  • ჭარხალი უხვად შეიცავს ვიტამინებსა და მინერალურ მარილებს. აქვს ძვირფასი დიეტური და სამკურნალო თვისებები. მისგან მზადდება წვნიანები, სალათები, შეიძლება მოშუშვაც. 1-2 კოვზი ჭარხლის წვენისა და სხვა ბოსტნეულის წვენების ნარევი წარმატებით გამოიყენება საშარდე სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.

 

  • ძალზე ფასეული სამკურნალო თვისებები აქვს ნიახურის ფოთლებსა და თესლსაც. ეს მცენარე მდიდარია ნახშირწყლებით, კალიუმის, მაგნიუმის, რკინის მარილებით, ეთერზეთებით, ფიტონციდებით, ვიტამინებით. ძალიან უხდება შარდგამომყოფ სისტემას. ნიახურის ნაყენი უნდა მივიღოთ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე, თითო ჩაის კოვზი (2 სუფრის კოვზ გახეხილ ფესვს ასხამენ 1 ჭიქა ცივ წყალს, 2 საათით აყენებენ და წურავენ).

 

  • კარგია ნიორიც ანტიმიკრობული და იმუნიტეტის გამააქტიურებელი თვისებების გამო. აუცილებელია საათში 1 ჭიქა სითხის მიღება.

იკრძალება: ალკოჰოლი, კოფეინი, შოკოლადი, რაფინირებული და ტექნოლოგიურად გადამუშავებული პროდუქტები (შაქარი), ცხარე სანელებლები, ქიმიური დანამატები და გაზიანი სასმელები. ერიდეთ ციტრუსებს - ისინი ატუტიანებენ შარდს, რაც ხელს უწყობს მიკროორგანიზმების გამრავლებას.