ჭარბი წონის მიზეზები და პრობლემის გადაჭრის მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჭარბი წონის მიზეზები და პრობლემის გადაჭრის მეთოდები

ხშირად სიმსუქნის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი კვებითი ქცევის დარღვევაა. ჯანმრთელი ადამიანის ენერგეტიკული საჭიროება 2200-2600 კილოკალორიაა. თუ თქვენი რაციონი გაჯერებულია რაფინირებული პროდუქტებით (შაქარი, ცხიმი, ა.შ.) და მიიღებთ აღნიშნულზე მეტ კალორიას, მათი დიდი რაოდენობა თავდაპირველად გარდაიქმნება გლუკოზად და შემდეგ, როდესაც ორგანიზმი ვერ მოიხმარს მას ენერგიის სახით (ანუ არ ხდება ენერგიის დახარჯვა დაბალი ფიზიკური აქტივობის გამო) ჩალაგდება ცხიმოვან ქსოვილში.

ხშირია ასევე ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეული სიმსუქნე. ამ დროს სასქესო ჰორმონების გარდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციის განსაზღვრასაც, რადგან ისინი ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაზე, მათ შორის ცხიმების ცვლაზეც ზემოქმედებენ. ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობისას სუსტდება ნივთიერებათა ცვლა. შედეგად, სისხლის პლაზმაში ქოლესტერინისა და სხვა ლიპიდების რაოდენობა მატულობს.