რომელი პროდუქტები აუმჯობესებენ ლიბიდოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი პროდუქტები აუმჯობესებენ ლიბიდოს

არსებობს პროდუქტები, რომლებიც ასტიმულირებენ სასქესო ორგანოებში სისხლის მიმოქცევას, რითაც ზრდიან ლიბიდოს. ქალის სექსუალურობა შესაძლებელია გაძლიერდეს ავოკადოს საშუალებით. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო მიკროელემენტებს: ომეგა-3, ფოლის მავა, კალიუმი, А, К, С, Е ვიტამინები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალის სასქესო ჰორმონების გამომუშავებას.

ამას გარდა, ავოკადო მდიდარია ფიტოსტეროლებით (ნივთიერებები, რომლებიც ასტიმულირებენ სექსუალურ აქტივობას). რეკომენდებული დღიური დოზაა ნახევარი ავოკადო.

ზღვის პროდუქტები ასევე ძალიან სასარგებლოა ლიბიდოსათვის, განსაკუთრებით ხამანწკები. მოლუსკები მდიდარია სელენით, რომელიც ზრდის სისხლში ესტროგენების დონეს. ცხობისას ან ხორციანი კერძების და სალათების მომზადებისას, გამოიყენეთ მუსკატი.

ნუში კიდევ ერთი პროდუქტია, რომელიც ახდენს ლიბიდოს მომატებას მასში დიდი რაოდენობით მაგნიუმის შემცველობის გამო. მაგნიუმი ხელს უწყობს სტრესის დონის დაქვეითებას და ზრდის ტვინის აქტივობას, რაც განაპირობებს სექსუალურ ლტოლვას.

სოკო ტრუფელი- მძლავრი აფროდიზიაკია. სოკო გამოჰყოფს ფერომონებს, რომლებიც ააქტიურებს თავის ტვინის ემოციურობასა და მგრძნობელობაზე პასუხისმგებელი უბნის მუშაობას.

თაფლი და ალოე ხელს უწყობს ქალებში სექსუალურ ლტოლვის გაზრდას.

მამაკაცის პოტენციისთვის სასარგებლოა ზღვის პროდუქტები, განსაკუთრებით ცხიმიანი თევზის სახეობები (ორაგული, კალმახი, სკუმბრია, ქაშაყი), კრევეტები და მიდიები. ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავენ ამინომჟავებსა და მიკროელემენტებს, რომლებიც აუმჯობესებენ სისხლის შემადგენლობას და ერექციურ ფუნქციას.

ქათმისა და მწყერის კვერცხი დადებითად მოქმედებს სექსუალურ აქტივობაზე, აჩქარებს მამაკაცის სასქესო ჰორმონების გამომუშავებას და ახდენს აღმგზნებ მოქმედებას.

სასარგებლოა ნოგოზი, თხილი. ისინი შეიცავენ Е ვიტამინს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცის სასქესო სიტემისათვის.

ბანანი კალიუმისა და B ჯგუფის ვიტამინების წყაროა, რომელიც დადებითად მოქმედებს პოტენციაზე.

ნიორი შეიცავს ალიცინს, რომელიც ზრდის სასქესო ორგანოებისკენ სისხლის მოდინებას.