როგორ შევუწყოთ ხელი საჭმლის მომნელებელ სისტემას ჯანმრთელობის და სასურველი წონის შესანარჩუნებლად - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

როგორ შევუწყოთ ხელი საჭმლის მომნელებელ სისტემას ჯანმრთელობის და სასურველი წონის შესანარჩუნებლად

როგორ შევუწყოთ ხელი საჭმლის მომნელებელ სისტემას ჯანმრთელობის და სასურველი წონის შესანარჩუნებლად
თუ თქვენ იწყებთ სწორ და ჯანსაღ კვებას, მაგრამ თქვენი სხეული ამისთვის არ არის მზად, არც თქვენი იმუნური სისტემა, წარმოიდგინეთ თუ რამდენად კარგად იმუშავებს თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა. საერთაშორისო კომპანია Herbalife Nutrition-ის ექსპერტი ანასტასია კურგინინა განმარტავს, თუ რატომ არის კარგად ფუნქციონირებადი საჭმლის მომნელებელი სისტემა ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ჯანსაღი დიეტა. პირის ღრუ, კბილები, ეზოფაგები, წვრილი, მსხვილი და სწორი ნაწლავი არის სისტემის ნაწილი სადაც ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი და პანკრეასი იწყებს და ასრულებს საჭმლის მონელებას - სასარგებლოდ გადამუშავებული საკვები აითვისება ორგანიზმის მიერ, ხოლო მოუნელებელი და
ტოქსიკური ნაწილები გამოიდევნება.


ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა საკვებს შლის მცირე მოლეკულებად, რომლებიც შემდეგ ორგანიზმის უჯრედების მიერ გამოიყენება. საჭმლის მონელება იწყება პირის ღრუში, საკვების ღეჭვასთან ერთად.


Herbalife Nutrition-ის ექსპერტი კვების საკითხებში ანასტასია კურგინიანი აღნიშნავს, რომ ფუნქციონალური პროდუქტები, გამდიდრებული ვიტამინებით და მინერალებით ძალიან მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმაული
ფუნქციონირებისთვის.


„ცხოვრების გემო“ იწყება კარგი მადით. ადამიანის ჯანმრთლობის რომელ ასპექტსაც არ უნდა შევეხოთ: იქნება ეს ოპტიმალური წონა, ენერგიულობა თუ იმუნიტეტი - ჩვენი სამუშაო ორიენტირებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის ხელშეწყობაზე და სრულფასოვან დიეტაზე. რაციონში ფუნქციონალური პროდუქტების ჩართვა, რომლებიც მდიდარია უჯრედისით, ალოეს ექსტრაქტით, ვიტამინებით და მინერალებით - დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებაზე,“ აღნიშნავს ანასტასია.


იმისთვის, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციონირება ვუზრუნველყოთ - საჭიროა რამდენიმე წესის დაცვა. მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად მივიღოთ საკვები ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები. ესენია: მწვანილი და ბაღჩეული, პარკოსნები, ხილი, ბოსტნეული, სრულმარცვლოვანი ბურღულეული. ასევე მიირთვით ყოველდღიურად ფერმენტირებული საკვები, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი ნაწლავური ბაქტერიების ზრდისთვის. ისეთი ფერმენტირებული პროდუქტების მიღება, როგორიცაა იოგურტი, კეფირი, ნატურალური ხაჭო ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებული სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და მათი ბალანსის შენარჩუნებას. მეორეს მხრივ, აუცილებელია მოვერიდოთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც აღიზიანებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას.

მაგალითად გადამუშავებული საკვები, სანელებლები, შემწვარი პროდუქტები, მჟავე პროდუქტები, დამატკბობელები (ფრუქტოზა), ალკოჰოლი, კოფეინი.
ამ რჩევების გათვალისწინებთ შესაძლებელია ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნება. თუმცა უკეთესი შედეგების მისაღწევად საჭიროა, რომ პერიოდულად ყურადღება მიექცეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და რომელიმე ჯანსაღ პროგრამაში ჩართვას. ერთ-ერთი მათგანია Herbalife Nutrition-ის მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამა, რომლის მიზანია საჭმლის მომნელებელი სისტემის ხელშეწყობა, ჯანსაღი ნაწლავური მიკროფლორის შენარჩუენება და ორგანიზმის მიერ საკვების უკეთ ათვისების უზრუნველყოფა. პროგრამის ძირითადი შემადგენელი ელემენტები შემდეგია:


mkurnali.ge



● პროტეინების კოქტეილი ფორმულა 1 შეიცავს იოლად ასათვისებელ პროტეინს, რომელიც უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნებას დიდი ხნის განმავლობაში. იგი არის უჯრედების საშენი მასალა საჭმლის მომნელებე სისტემაში და უზრუნველყოფს მათ განახლებას.


● ბალახეულის სასმელი შეიცავს შავი და მწვანე ჩაის ექსტრაქტებს, ასევე ვიტამინებს და მინერალებს საჭმლის მონელების პროცესის ხელშესაწყობად.


● შვრიის და ვაშლი სასმელი. მასში შემავალი ხსნადი და არახსნადი საკვები ბოჭკოები ხელს უწყობს კომფორტულ საჭმლის მონელებას და ნაწლავების მოტორულ ფუნქციას.

● პროტეინების ნაზავი ფორმულა 3. დამატებითი ცილების მნიშნველოვანი წყარო ზედმეტი კალორიების გარეშე. დაამატეთ იგი პროტეინების ფორმულა 1-ს ან სხვა რომელიმე სასმელს.

● ვიტამინების და მინერალების კომპლექსი ფორმულა 2 ავსებს ორგანიზმში ამ ელემენტების დეფიციტს.

არსებობს პროგრამის სამი ვერსია: საბაზისო, გაუმჯობესებული და გაძლიერებული, რომლების შეგიძლით თქვენი ინტერესების და მიზნების მიხედვით აირჩიოთ.


ზოგადად, მოწესრიგებული და კარგად ფუნქციონირებადი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ადამიანის ჯანმრთელობის ერთი-ერთი მთავარი და აუცილებელი წინაპირობაა. მას ‘მეორე ტვინს’ უწოდებენ, რადგან იგი საკვებს გარდაქმნის ენერგიად, ან ‘საწვავად’ მთელი ორგანიზმისთვის. სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა არ აქცევს ყურადღებას საკუთარ საჭმლის მომნელებელ სისტემას და მის ნორმაში შენარჩუნებას, მანამ, სანამ პრობლემა არ შეექმნებათ. აუცილებელია პრეცენციული ზომების მიღება იმისთვის რომ მოხდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ესაა ჯანმრთელობის, მაღალი შრომისუნარიანობის, ენერგიულობის, ეფექტურობის და დადებითი განწყობის წინაპირობა.


*ნებისმიერი მტკიცებულება წონის კონტროლთან მიმართებაში უკავშირდება Herbalife Nutrition-ის წონის კონტროლის პროგრამას, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად მოიცავს დაბალანსებულ დიეტას, სისტემატიურ ფიზიკურ ვარჯიშს, აუცილებელი რაოდენობით სითხის ყოველდღიურ მიღებას, საჭიროების შემთხვევაში ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღებას და საკმარის დასვენებას. ყველა შედეგი ინდივიდუალურია და შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს.






ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
მწვანე ვაშლის ჭამა არაა რეკომენდებული მათთვის, ვისაც აქვს პანკრეატიტი ან ნაღვლის გამომტანი გზების დისკინეზია,
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად