რომელი ვიტამინები და საკვები პროდუქტები უნდა მივიღოთ მენოპაუზის დროს? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

რომელი ვიტამინები და საკვები პროდუქტები უნდა მივიღოთ მენოპაუზის დროს?

რომელი ვიტამინები და საკვები პროდუქტები უნდა მივიღოთ მენოპაუზის დროს?
სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით: 1. ჰორმონების დეფიციტის შევსებით;


2. ჯანსაღი, ბალანსირებული კვებით;


3. საკმარისი ფიზიკური აქტივობით.



ჯანსაღი ბალანსირებული კვება ამ პერიოდში გულისხმობს კალციუმით მდიდარი საკვების მიღებას (თუმცა ესტროგენების ზემოქმედების გარეშე კალციუმი ძვლებში ვერ „დამაგრდება“), ცხოველური ცხიმისა და ცომეულის შეზღუდვას, ვიტამინებით მდიდარი მცენარეული საკვების მიღებას.



კვების რაციონი სიმსუქნის თავიდან აცილებას უნდა ისახავდეს მიზნად, ვინაიდან მუცელზე ჭარბი ცხიმი ზრდის მენჯის ფუძის კუნთების დატვირთვას და, შესაბამისად, ხელს უწყობს შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლას. რეგულარული ფიზიკური
ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ცვლას და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მქონე ორგანოთა კვებას.



შარდის ბუშტის ფუნქციის მოსაწესრიგებლად გამოიყენება მენჯის ფუძის კუნთის მიზანმიმართული ვარჯიშიც. კალციუმის ოპტიმალური სადღეღამისო ოდენობაა 1000-1500 მგ. ეს ელემენტი უხვად არის:


  • რძეში;

 

  • ყველში;

 

  • იოგურტში;

 

  • მწვანე ბოსტნეულში;

 

  • ორაგულში;

 

  • სოიაში.

კალციუმთან ერთად აუცილებელია ფოსფორის მიღებაც. ფოსფორით მდიდარია
თევზი.

D ვიტამინი არეგულირებს ძვლებში კალციუმის ცვლას და საკვებიდან ამ ელემენტის ათვისებაში მონაწილეობს.

ის ჩვენს ორგანიზმში სინთეზდება მზის სხივების ზემოქმედებით. ვიღებთ საკვებიდანაც.

დღეში 2-3-ჯერ 10-15 წუთით მზეზე ყოფნა საკმარისია, რომ ორგანიზმმა სათანადო ოდენობის D ვიტამინი გამოიმუშაოს.


D ვიტამინი მოიპოვება:

  • კვერცხის გულში;
  • ღვიძლში;
  • ორაგულში;
  • ქაშაყში.

მისი დღიური ნორმაა 400-800 ერთეული.

კვების ჰიგიენა კლიმაქსურ და კლიმაქსის შემდგომ პერიოდში ისევე აქტუალურია, როგორც სასქესო ორგანოთა და, საზოგადოდ, სხეულის ჰიგიენა. კვების რაციონალურ რეჟიმსა და რაციონის სრულყოფილებაზე დამოკიდებულია კლიმაქსური პერიოდის ნორმალური მიმდინარეობა და ორგანიზმის სიჯანსაღე ხანდაზმულ ასაკში. ორგანიზმისთვის აუცილებელია მაგნიუმი და სხვა მიკროელემენტებიც, ასევე - ვიტამინებიც.

ამ პერიოდში კვების რაციონი განსაკუთრებით მდიდარი უნდა იყოს რძის ნაწარმით (ყველი, ხაჭო, არაჟანი, იოგურტი), ხილითა და ბოსტნეულით, უჯრედისითა და ცხოველური ცილით.

უნდა შეიზღუდოს ცხოველური ცხიმისა და ძნელად მოსანელებელი კომპონენტების შემცველი პროდუქტები.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
თუ უარს ვამბობთ ცომეულზე, ტკბილეულზე, მკაცრად ვზღუდავთ მიღებული კალორიების რაოდენობას,
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში შეისწავლეს კვების შეზღუდული რეჟიმის გრძელვადიანი ეფექტი შორეულ შთამომავლობაზე.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად