საკვები და მხედველობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვები და მხედველობა

მხედველობის ორგანოს ფუნქციის მასტიმულებელ პროდუქტთა რიცხვი საკმაოდ დიდია, თუმცა ლიდერობას შავ მოცხარს ვერავინ შეეცილება. ჩვენც სწორედ ამით დავიწყებთ.

mkurnali.geშავი მოცხარი

შავი მოცხარი საგრძნობლად რომ აუმჯობესებდა სიბნელეში ხედვას, აძლიერებდა მხედველობის სიმახვილეს, ზრდიდა მხედველობის ველს და ამცირებდა თვალების გადაღლას, ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქის მეცნიერებმა პლინიუსმა და დიოსკორიდემ იცოდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისელი მფრინავები ღამით მხედველობის გასაუმჯობესებლად ყოველი აფრენის წინ მიირთმევდნენ შავ მოცხარს ან მის მურაბას. იტალიის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებმა ექსპერიმენტულად დაამტკიცეს, რომ შავი მოცხარი ერთიათად აჩქარებს აღდგენით პროცესებს ბადურაში და ამით საგრძნობლად ამცირებს ახლომხედველობას. დღეს ეს გემრიელი კენკრა კოსმონავტების სავალდებულო მენიუში შედის. ბიოფლავონოიდების ჯგუფის ანტიოქსიდანტებით მდიდარი მოცხარი აუმჯობესებს ღამის მხედველობას, უჯრედული მემბრანების მდგომარეობას, აღადგენს მხედველობის ორგანოში დარღვეულ მიკროცირკულაციას სხვადასხვა დაავადების, მათ შორის - ათეროსკლეროზისა და დიაბეტის დროს.

შავი მოცხარის ფლავონოიდები ბადურას კაპილარებს უფრო მედეგსა და ამტანს ხდის, ვინაიდან ასტიმულირებს თვალის პიგმენტის როდოფსინის რეგენერაციას, რომელიც უზრუნველყოფს მხედველობას მცირე განათებისას ან სიბნელეში.

ვიტამინები

თვალისთვის სასარგებლო დიეტის შედგენისას არ უნდა გამოგვრჩეს ვიტამინები. მხედველობადაქვეითებულებმა რაც შეიძლება მეტი უნდა მიირთვან მოწითალო-ნარინჯისფერი ხილი, კენკრა და ბოსტნეული. ასეთი ფერის საკვები ხელს უწყობს თვალის სისხლმომარაგებას.

C, A, E ვიტამინებისა და თუთიის შემცველი პროდუქტების გამოყენება ხანდაზმულებს საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილონ ბადურას ასაკობრივი დისტროფიით გამოწვეული დაავადება და მისი თანმხლები მხედველობის დაქვეითება. ყველაზე ხელმისაწვდომი და ამავდროულად A ვიტამინით მდიდარი პროდუქტია სტაფილო, რომელიც კვებავს და ამაგრებს თვალს. ყველა ხანში შესულმა წელიწადში ერთხელ 1 თვის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა სვას 1 ჭიქა ახალგამოწურული სტაფილოს წვენი. A ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს პომიდორი, ღვიძლი, წიწიბურა, წიწაკა, ხენდრო, მარწყვი, ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, გარგარი, ნესვი. ვიტამინების უხვი შემცველობის გამო თვალის დიეტაში საპატიო ადგილი უკავია ყვავილოვან კომბოსტოს, მწვანე წიწაკას, ისპანახს, მჟაუნას, მწვანე ხახვს, კამას, სალათს, ახალ მწვანე ბარდას, წითელ მოცხარს, მარწყვს, თხილს, არაქისს, გოგრას, ასკილს, კუნელს, სიმინდსა და ბრინჯს.

mkurnali.geთევზი - თვალების საყვარელი საკვები

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ზღვის ნობათი, განსაკუთრებით - ცხიმიანი თევზი, თვალების საყვარელი საკვებია. მას უნარი შესწევს, თავიდან აგაცილოთ ყველაზე გავრცელებული მიზეზებით გამოწვეული მხედველობის დაქვეითება.

კვირაში ორჯერ თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტების მიღება 40%-ით ამცირებს მაკულას დისტროფიით გამოწვეულ მხედველობის დაქვეითებას.

თევზეული, ცხიმოვანი მჟავების გარდა, D ვიტამინის უხვი შემცველობის გამოც არის სასარგებლო. თევზეულის გარდა ამ ვიტამინს დიდი ოდენობით შეიცავს ნაღების კარაქი, კვერცხის გული, ასე რომ, ნუ იტყვით მათზე უარს, კვირაში ორჯერ მაინც მიირთვით.

ახლომხედველთა რაციონი განსაკუთრებით მდიდარი უნდა იყოს ვირთევზას ღვიძლით.

ბოსტნეულის წვენი

ბოსტნეულიდან განსაკუთრებით სასარგებლოა ოხრახუშის წვენი - ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის აღდგენას და ამაგრებს თვალის სისხლძარღვებს.

კარგი იქნება, თუ პატარებს წვნიან კერძს ყოველთვის ოხრახუშმოყრილს აჭმევთ.

თვალებს ძლიერ უხდება ჭარხლის წვენიც.