15 სახის საკვები, რომელიც ჯანსაღი კვების საფუძველია თირკმლის დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

15 სახის საკვები, რომელიც ჯანსაღი კვების საფუძველია თირკმლის დაავადებების დროს

მეცნიერები სულ უფრო ხშირად მიუთითებენ ქრონიკულ დაავადებებს, ანთებასა და სასარგებლო საკვებ პროდუქტებს შორის კავშირზე.

ამ პროდუქტებს შეუძლია თავიდან აგვაცილოს ცხიმოვანი მჟავების ჟანგვა ანუ ოქსიდაცია.

ჩვეულებრივ, ოქსიდაცია ნორმალური პროცესია, თუმცა ჭარბი ოქსიდაციისას წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, რომლებიც ორგანიზმის უჯრედების მემბრანებს, ცილებსა და ლიპიდებს აზიანებს. სწორედ ოქსიდაციური დაზიანებაა გულის დაავადებების, სიმსივნის, ალცჰაიმერის, პარკინსონიზმისა და სხვა ქრონიკული დაავადებების აღმოცენების ერთ-ერთი მიზეზი.

გაფრთხილებთ, რომ თირკმლის ქრონიკული დაავადების შორს წასულ სტადიაზე ნატრიუმის, კალიუმის, ფოსფორის ცვლა მკვეთრად ირღვევა, ამიტომ რეკომენდებული პროდუქტები ექიმმა უნდა შეარჩიოს და გადაწყვიტოს, რომლის შეზღუდვაა საჭირო და რომელი ელემენტის ჩართვა - აუცილებელი.

წითელი ბულგარული წიწაკა

1/2 ჭიქა შეიცავს 1 მგ ნატრიუმს, 88 მგ კალიუმს, 10 მგ ფოსფორს;

როგორც ვხედავთ, ის ღარიბია ნატრიუმით და აქვს კარგი საგემოვნო თვისებები, თუმცა ეს არ არის მიზეზი, რის გამოც ბულგარული თირკმლის დაავადებების დროს რეკომენდებულ საკვებად ითვლება. ასეთი პილპილი მდიდარია ც, ა, ბ6 ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავათი და ბოჭკოთი, ამავე დროს შეიცავს ლიკოპენს – ანტიოქსიდანტს, რომელიც გარკვეული სიმსივნეებისაგან გვიცავს.

კომბოსტო

1/2 ჭიქა შეიცავს 6 მგ ნატრიუმს, 60 მგ კალიუმს, 9 მგ ფოსფორს;

კომბოსტო არის მცენარეული ქიმიური ნივთიერებების წყარო. ეს ნივთიერებები შლიან თავისუფალ რადიკალებს, გვიცავენ სიმსივნისა და გულის დაავადებებისაგან. კომბოსტო მდიდარია კ, ც ვიტამინებით, ბოჭკოთი, ბ6 ვიტამინით, ფოლიუმის მჟავათი. ის ღარიბია ნატრიუმით და თანაც იაფია – ეს თვისებები კომბოსტოს კვების რაციონის განუყოფელ ნაწილად აქცევს.

ყვავილოვანი კომბოსტო

1/2 ჭიქა შეიცავს 9 მგ ნატრიუმს, 88 მგ კალიუმს, 20 მგ ფოსფორს;

ყვავილოვანი კომბოსტო არის ც ვიტამინის, ბოჭკოს და ფოლატების წყარო. მისი კომპონენტები ღვიძლს ეხმარება თავისუფალი რადიკალების განადგურებაში.

ნიორი

1 კბილი შეიცავს 1 მგ ნატრიუმს, 12 მგ კალიუმს, 4 მგ ფოსფორს;

ნიორი გვიცავს კბილებზე ნადებების ფორმირებისაგან, აქვეითებს ქოლესტეროლს, ამცირებს ანთებას.

ხახვი

1/2 ჭიქა შეიცავს 3 მგ ნატრიუმს, 116 მგ კალიუმს, 3 მგ ფოსფორს;

ხახვი მხოლოდ დიასახლისის ცრემლების მიზეზი როდია. ის მდიდარია ფლავონოიდებით, რაც მის ანტიოქსიდანტურ თვისებებს განაპირობებს. ხახვში დიდი რაოდენობითაა ქრომი – მიკროელემენტი, რომელიც აუცილებელია ნახშირწყლების, ცხიმისა და ცილის მეტაბოლიზმისათვის.

ვაშლი

1 საშუალო ზომის კანიანი ვაშლი შეიცავს 158 მგ კალიუმს, 10 მგ ფოსფორს, ნატრიუმი მასში არ არის;

ცნობილია, რომ ვაშლი აქვეითებს ქოლესტეროლს, თავიდან აგვაცილებს ყაბზობას, ამცირებს გულის დაავადებებისა და სიმსივნის რისკს. ბოჭკოთი და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებით მდიდარი ხილი მართლაც უნიკალურია.

შტოში

1/2 ჭიქა შტოშის წვენი შეიცავს 3 მგ ნატრიუმს, 22 მგ კალიუმს, 3 მგ ფოსფორს;

1/4 ჭიქა შტოშის პიურე შეიცავს 35 მგ ნატრიუმს, 17 მგ კალიუმს, 6 მგ ფოსფორს;

1/2 ჭიქა მშრალი შტოში შეიცავს 2 მგ ნატრიუმს, 24 მგ კალიუმს, 5 მგ ფოსფორს;

შტოში უმთავრესად ცნობილია როგორც საშარდე გზების, შარდის ბუშტის ინფექციებისგან დამცველი. ის ხელს უშლის ბაქტერიების შეღწევას შარდის ბუშტის კედელში. ანალოგიური მექანიზმით შტოშს აქვს კუჭ-ნაწლავის ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტიც. გარდა ამისა, შტოში გვიცავს სიმსივნისა და გულის დაავადებებისაგან.

მოცვი

1/2 ჭიქა ახალი მოცვი შეიცავს 4 მგ ნატრიუმს, 65 მგ კალიუმს, 7 მგ ფოსფორს;

მოცვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, კერძოდ, ანტოციანიდინით, რაც მას ლურჯ შეფერილობას აძლევს. მოცვი არის ც ვიტამინის, მაგნიუმისა და ბოჭკოს წყარო. გარდა ამისა, მოცვი იცავს ტვინს დაბერებასთან დაკავშირებული ცვლილებებისაგან. ექსპერიმენტული კვლევებით გამოვლინდა, რომ მოცვი, სხვა კენკროვნების მსგავსად, ამცირებს ძვლების ცვლილებებს, რაც ესტროგენების (ქალის ჰორმონები) დაქვეითებისას ვითარდება.

ჟოლო

1/2 ჭიქა ჟოლო შეიცავს 93 მგ კალიუმს, 7 მგ ფოსფორს, ის არ შეიცავს ნატრიუმს;

ჟოლოში არსებული ნივთიერებებიც გვეხმარება თავისუფალი რადიკალებისაგან უჯრედების დაცვაში. ჟოლო არის მაგნიუმის, ც ვიტამინის, ბოჭკოსა და ფოლატების, ბ ვიტამინის საუკეთესო წყარო.

მარწყვი

1/2 ჭიქა ახალი ან 5 საშუალო ზომის მარწყვი შეიცავს 1 მგ ნატრიუმს, 120 მგ კალიუმს, 13 მგ ფოსფორს;

მარწყვში არის ფენოლების ორი ტიპი. ერთი მათგანი ამ კენკრას წითელ ფერს აძლევს და გვიცავს უჯრედების ოქსიდაციური დაზიანებისაგან. მარწყვი ც ვიტამინის, მაგნიუმისა და ბოჭკოს წყაროა.

ალუბალი

1/2 ჭიქა ახალი ტკბილი ალუბალი შეიცავს 160 მგ კალიუმს, 15 მგ ფოსფორს, ის არ შეიცავს ნატრიუმს;

ყოველდღიური მიღებისას ალუბალი ამცირებს ანთებას, იცავს გულს.

წითელი ყურძენი

1/2 ჭიქა წითელი ყურძენი შეიცავს 1 მგ ნატრიუმს, 88 მგ კალიუმს, 4 მგ ფოსფორს;

წითელი ყურძენი შეიცავს ფლავონოიდებს, რაც მას შეფერილობას აძლევს. ფლავონოიდები აქვეითებენ ოქსიდაციას, იცავენ გულს, თავიდან გვაცილებენ თრომბის წარმოქმნას.

კვერცხის ცილა

2 კვერცხის ცილა შეიცავს 7 გრამ ცილას, 110 მგ ნატრიუმს, 108 მგ კალიუმს, 10 მგ ფოსფორს;

როგორც ცნობილია, კვერცხის ცილა მაღალხარისხიანი ცილის წყაროა და შეიცავს ორგანიზმისათვის აუცილებელ ამინომჟავებს. ცილის სხვა წყაროებისგან განსხვავებით, ის ღარიბია ფოსფორით.

თევზი

90 გრამი ორაგული შეიცავს 50 მგ ნატრიუმს, 368 მგ კალიუმს, 274 მგ ფოსფორს;

თევზი არის მაღალი ხარისხის ცილისა და ანთების საწინააღმდეგო ცხიმის – ომეგა-3-ის წყარო. მისი სარგებლობის შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

ზეითუნის ზეთი

1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი შეიცავს 1 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს, 1 მგ-ზე ნაკლებ კალიუმს, არ შეიცავს ფოსფორს;

ზეითუნის ზეთი არის ანტიანთებითი ნივთიერების - ოლეის მჟავას მნიშვნელოვანი წყარო. მასში არსებული მონოუჯერი ცხიმი გვიცავს ოქსიდაციისაგან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ზეითუნის ზეთში არსებული პოლიფენოლები.