როგორ მოვუაროთ ხერხემალს? - რა უყვარს და რომელი ვიტამინები არ უნდა მოვაკლოთ ჩვენს ძვლოვან სისტემას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

როგორ მოვუაროთ ხერხემალს? - რა უყვარს და რომელი ვიტამინები არ უნდა მოვაკლოთ ჩვენს ძვლოვან სისტემას

როგორ მოვუაროთ ხერხემალს? - რა უყვარს და რომელი ვიტამინები არ უნდა მოვაკლოთ ჩვენს ძვლოვან სისტემას
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ. შორს მავნე ჩვევები


სასურველია, საერთოდ დავანებოთ თავი მოწევას. ცნობილია, რომ ნიკოტინი სისხლძარღვებს ავიწროებს, ხერხემალი კი, ისევე როგორც ყველა სხვა ორგანო, სისხლძარღვების საშუალებით იკვებება. სისხლძარღვების შევიწროებისას მალათაშუა დისკები მოკლებულია სრულფასოვან საკვებს.


რევიზია მენიუში


თავდაპირველად ამოიღეთ რაციონიდან ყოველგვარი კონსერვი - მათ მხოლოდ ზიანი მოაქვთ. უმჯობესია, მათ ნაცვლად შევიძინოთ გაყინული პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს მარილსა და სხვა კონსერვანტებს.


დილით ფინჯანი ყავის ან მაგარი ჩაის ნაცვლად დალიეთ ხილის კისელი ან სამკურნალო ბალახებისგან
მომზადებული ჩაი. კარგია პიტნა, გვირილა, კატაბალახა, ორკბილა, კრაზანა, ასკილი - ვისაც რომელი მოეწონება.


ძვლოვან სისტემასა და კუნთოვან ქსოვილზე დამღუპველად მოქმედებს მარილი, შაქარი, ცხარე სანელებლები, ხორცის ნახარშის ბულიონი, შემწვარი კერძი, ყოველგვარი შებოლილი თუ დაშაშხული პროდუქტი.


ვეგეტარიანელების საყურადღებოდ


მალათაშუა დისკების ცენტრალური ბირთვი უპირატესად ცილოვანი ნივთიერებებისგან შედგება. მათ
უნარი შესწევთ, მყისიერად შეიკავშირონ და ასევე სწრაფად დაკარგონ სითხე. ეს თვისება აუცილებელია ხერხემლისთვის, რათა გაუძლოს დატვირთვას.

ამასთანავე, სრულფასოვანი ცილების სინთეზისთვის მხოლოდ ცხოველური ამინომჟავები გამოდგება. მათ შეიცავს საქონლისა და ფრინველის ხორცი, თევზი, რძე და რძის პროდუქტები.


ვეგეტარიანელები ცხოველურ სურსათს არ გეახლებიან. ისინი უპირატესად მცენარეულ საკვებს მიირთმევენ, რის გამოც ორგანიზმში სულ ცოტა ორი ამინომჟავას დეფიციტი იქმნება. ასე რომ, ცხოველურ საკვებზე უარის თქმით ვეგეტარიანელები თავიანთ ხერხემალს ესოდენ საჭირო ”აგურებს” ართმევენ.

რით მოვიკლათ წყურვილი
სვით ბევრი სითხე. ძალიან კარგია ხილის წვენი, განსაკუთრებით - ახალგამოწურული. სახსრებისა და ძვლოვანი სისტემისთვის მეტად სასარგებლოა ციტრუსების, უპირატესად გრეიპფრუტის წვენი.

ის ხელს უწყობს სითხის საჭირო რაოდენობის შენარჩუნებას ძვლებსა და სახსრებში. სვით ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.



საკვები მალათაშუა დისკებისთვის


ხერხემლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ცხიმები (მცირე რაოდენობით) და, რაღა თქმა უნდა, ვიტამინები, განსაკუთრებით - A, D, E და K, რომელთაც ორგანიზმი მხოლოდ ცხიმთან ერთად ითვისებს, ამიტომ მენიუში აუცილებლად უნდა შედიოდეს მცენარეული ზეთი და ნაღების კარაქი.


ხერხემალს ძალიან უყვარს ტკბილეული - ხილი, თაფლი... ეს პროდუქტები შეიცავს მარტივ ნახშირწყლებს, რომლებიც შეწოვის შემდეგ ენერგიის წყაროდ იქცევა. სწორედ ეს ენერგია სჭირდება დისკებს, რათა საკვებიდან მიღებული შეუცვლელი ამინომჟავები სწრაფად გარდაიქმნას ცილებად.


ჯანმრთელი ხერხემლის ძირითადი საკვებია მოხარშული ხორცი, ბოსტნეული, რძე და რძის ნაწარმი, ბურღულეული, ღერღილის პური, ხილი და კენკრა.


იცით თუ არა?


ძვლოვანი სისტემის, საზოგადოდ, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფორმირების პროცესი 18-20 წლისთვის სრულდება. რამდენად ხარისხიანი და სრულყოფილი იქნება ეს პროცესი, დამოკიდებულია როგორც ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, ასევე ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. მზარდი ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა ისევე უარყოფითად მოქმედებს, როგორც არარაციონალური კვება.
მალათაშუა დისკების ქსოვილი განუწყვეტლივ ახლდება. ამ პროცესს ხელს უწყობს მიკროელემენტები და B ჯგუფის ვიტამინები, უმთავრესად - B1, B2 და B12. ამიტომაც არის, რომ რადიკულიტის შეტევისა და ოსტეოქონდროზის გამწვავების დროს ამ ვიტამინების ინექცია ტკივილებს ასუსტებს.


ხერხემლისთვის სასარგებლოა წელიწადში 1-2-ჯერ, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ბალანსირებული ვიტამინომინერალური კომპლექსის კურსობრივი მიღება.
არანაკლები მნიშვნელობა აქვს საწოლს. ლეიბი არ უნდა იყოს მეტისმეტად რბილი, ხოლო ბალიში - მეტისმეტად მაღალი. უმჯობესია, გამოვიყენოთ ორთოპედიული ლეიბი, რომელიც იმეორებს ხერხემლის ფიზიოლოგიური ნადრეკების ფორმას.


არ შეიძლება საწოლიდან ერთბაშად წამოდგომა. ადექით ნელა, ჯერ ფეხები დადგით იატაკზე, შემდეგ კი გაიმართეთ წელში.


იატაკიდან ნივთის აღებისას ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობას - მოიხარეთ მუხლებში და ისე დასწვდით ნივთს, ადგომისას კი ხელებით სკამს ან მაგიდას დაეყრდენით.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
თუ უარს ვამბობთ ცომეულზე, ტკბილეულზე, მკაცრად ვზღუდავთ მიღებული კალორიების რაოდენობას,
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში შეისწავლეს კვების შეზღუდული რეჟიმის გრძელვადიანი ეფექტი შორეულ შთამომავლობაზე.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად