/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

დედა და მამა ბავშვებს ლაპარაკს სხვადასხვანაირად ასწავლიან

დედა და მამა ბავშვებს ლაპარაკს სხვადასხვანაირად ასწავლიან
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დღის განმავლობაში ბავშვებთან მშობლების საუბარი ჩაიწერეს და კომპიუტერული პროგრამით შეადარეს, როგორ საუბრობდნენ დედა და მამა ბავშვებთან და მოზრდილებთან. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დედები ბავშვებთან ბავშვის ხმით საუბრობდნენ.

ამ დროს ქალის ხმა ხდებოდა მაღალი. გარდა ამისა, დედების ხმის სიმაღლე უფრო ხშირად იცვლებოდა, ვიდრე ზრდასრულ ადამიანთან საუბრისას.

მამების ინტონაცია ბავშვებთან საუბრისას არ განსხვავდებოდა მოზრდილებთან ლაპარაკისგან. მამები ეხმარებიან ბავშვებს ნორმალური მეტყველების ჩამოყალიბებაში. მათი დახმარებით, პატარები სწავლობენ გაიგონ არა მხოლოდ დედის ნელი და შეცვლილი მეტყველება. როგორც ჩანს, მამები სხვანაირად აიოლებენ მეტყველებას ბავშვებთან საუბრისას, იყენებენ რა მარტივ სიტყვებს.

ორივე მშობელი ხელს უწყობს ბავშვის მეტყველების განვითარებას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

პომიდორი პროსტატის კიბოს განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს - როგორი უნდა იყოს საპროფილაქტიკო კვების რაციონი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პომიდორი პროსტატის კიბოს განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს - როგორი უნდა იყოს საპროფილაქტიკო კვების რაციონი?

ბოლო ხანს სპეციალისტთა ყურადღება მიიპყრო კვების თავისებურებასა და კიბოს წარმოშობასა თუ მის პროფილაქტიკას შორის არსებულმა ურთიერთდამოკიდებულებამ. დადგენილ იქნა, რომ სწორი კვება წინამდებარე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.

რას მივირთმევთ

მთელი მსოფლიო უპირატესობას ანიჭებს ქათმის მკერდს - თეთრ ხორცს, ჩვენ კი რას მივირთმევთ? - ქათმის ბარკლებს... უფრო კონკრეტულად, საშიშია წითელი - ძროხის, ღორის, ცხვრის - ხორცი. ცხადია, გადაჭარბებულ მიღებას ვგულისხმობთ, თორემ ზომიერად ხორცი სასარგებლოა, ვინაიდან დიდი რაოდენობით შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს,მათ შორის - შეუცვლელ ამინომჟავებს, რომლებიც საჭიროა ახალგაზრდა ორგანიზმისთვის, თუმცა როცა პროსტატის კიბოზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ 40-50 წლის მამაკაცებს, რომლებიც ნაკლებად არიან დაკავებულნი მძიმე ფიზიკური შრომით.

კიბოს მსოფლიო ფონდის ექსპერტები, რომლებიც უკვე მრავალი წელია შეისწავლიან კვების გავლენას ონკოლოგიურ დაავადებებზე და პროპაგანდას უწევენ ჯანსაღ კვებას, ხორცის მოყვარულებს ურჩევენ:

ხორცი მიირთვან დღეში არა უმეტეს 80 გრამისა. ეს შეესაბამება საშუალო სისქის ორ ნაჭერ ღორის, სამ ნაჭერ ცხვრის ან ერთ ნაჭერ ძროხის მოხარშულ ხორცს, რაც დაახლოებით 130გ უმი ხორცის ეკვივალენტურია. ამასთანავე, უნდა შეარჩიოთ მჭლე ხორცი ან მომზადებისას მაქსიმალურად მოაცილოთ ცხიმი.

ერიდეთ დამარილებული, შებოლილი ხორცის პროდუქტებს, მათ შორის - ძეხვს. ეს უკანასკნელი, საერთოდ, ცალკე საუბრის თემაა. იგი ფარული ცხიმის წყაროდ ითვლება. არასასურველია ხაჭო, არაჟანი, ნაღები, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმიც.

რა მივირთვათ წითელი ხორცის ნაცვლად?

რეკომენდებულია თევზი და შინაური ფრინველის ხორცი. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ ცხიმი შინაური ფრინველის კანშია თავმოყრილი, ამიტომ მიზანშეწონილია მისი მოცილება. ცხიმს პრაქტიკულად არ შეიცავს თეთრი ხორცი. განვითარებულ ქვეყნებში უმეტესად სწორედ მას მიირთმევენ.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია თევზი. ის, გარდა იმისა, რომ ადვილად ასათვისებელი, შეუცვლელი ამინომჟავების წყაროდ ითვლება, შეიცავს ომეგა-3 ცხიმიან მჟავებსაც, რომლებიც ამცირებს პროსტატის კიბოს წარმოქმნის საფრთხეს.

ქართული სამზარეულო უპირატესობას შემწვარ ხორცსა და თევზს ანიჭებს, სწორი კვების ექსპერტები კი კატეგორიულად გვირჩევენ, მივირთვათ მხოლოდ მოხარშული ხორცი და თევზი ან მათი წვნიანი. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემწვარი ხორცი საერთოდ ავიკრძალოთ. ბოლოს და ბოლოს, მწვადი ქართული სუფრის სავიზიტო ბარათია.

შემწვარი ხორცისა და თევზის ცხიმს მეორედ ნუ გამოიყენებთ. იდეალურ შემთხვევაში ყოველი ნაჭრის შეწვის შემდეგ ცხიმი უნდა გადაასხათ, ტაფა კარგად გარეცხოთ და ცხიმის ახალი ულუფა დაასხათ.

არ დაივიწყოთ ხილი და ბოსტნეული

ხილ-ბოსტნეული კიბოს პროფილაქტიკაში დიდ როლს ასრულებს. დადგენილია, რომ ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი დიეტა ამცირებს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს.

რაციონალური კვების სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ მოზრდილი ადამიანისთვის რეკომენდებულია დღე-ღამეში 450 გ ბოსტნეული, 220 გ ხილი და კენკრა.

მიზანშეწონილია მოხარშული და ჩაშუშული ბოსტნეული. უმი ბოსტნეულის სალათი, ხილი, კენკრა და მათი წვენი მიიღეთ არა ერთბაშად, არამედ 3-4 ულუფად. არ დაივიწყოთ ჩირი.

პროსტატის კიბოსგან დამცავი თვისებებით გამოირჩევა კომბოსტო (ყველა სახეობა) და ყვითელ-ნარინჯისფერი ბოსტნეული (განსაკუთრებით - სტაფილო).

ამერიკელ მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცებს, რომლებიც ხშირად მიირთმევენ პომიდორს, მის წვენს და სოუსს, პროსტატის კიბოს რისკი მინიმალური აქვთ.

ამრიგად:

ნაკლებად მიირთვით წითელი ხორცი. შეცვალეთ იგი თევზით და ფრინველით.

იშვიათად გამოიყენეთ ცხოველური ცხიმი, მის ნაცვლად ისარგებლეთ მცენარეული, არარაფინირებული ცხიმით.

მეტი მიირთვით ხილი, ბოსტნეული და კენკრა, უმჯობესია, უმი, ვინაიდან თერმული დამუშავებისას მცირდება მათი სასარგებლო თვისებები.

დაფქულის ნაცვლად მიირთვით დაცეხვილი მარცვლეულის პროდუქტი.

ყოველდღიურად მიირთვით რძემჟავა პროდუქტები (მაწონი, იოგურტი, უცხიმო ხაჭო, კეფირი).

ეს რეკომენდაციები სასარგებლოა ყველა მამაკაცისათვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც მემკვიდრეობითი განწყობა აქვს ამ დაავადების მიმართ, ასევე მათთვის, ვისაც აღენიშნება ცხიმის მუცლის არეში დაგროვება - ეს ნიშანი პროსტატის კიბოს რისკის ინდიკატორად ითვლება.