რა არის საჭირო მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

რა არის საჭირო მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად?

რა არის საჭირო მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად?
წონის კლებისათვის და ჯანმრთელი ორგანიზმის შესანარჩუნებლად მეტაბოლიზმის პროცესს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

მიირთვით იოდით მდიდარი საკვები


ფარისებრი ჯირკვალი მეტაბოლიზმის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ის კალორიების წვასა და მადის კონტროლში გვეხმარება. იმისათვის, რომ მან სრულყოფილად შეასრულოს თავისი ფუქცია, იოდის საკმარისი რაოდენობა სჭირდება. გამოიყენეთ იოდიზირებული მარილი.

ხშირად მიირთვით რძის პროდუქტები, კვერცხის გული და სხვ.



პარკოსნები



ლობიო, ბარდა, ოსპი - მდიდარია ბოჭკოთი. პარკოსნები „სისავსის“ შეგრძნებას გვანიჭებენ და მეტაბოლიზმს აუმჯობესებენ.

კვლევები ადასტურებს, რომ ოსპი წონის კლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.


ის მუცლის ცხიმს ებრძვის და წელის გარშემოწერილობას
შეგიმცირებთ.


ლობიო კი ე.წ "რეზისტენტულ სახამებელს“ შეიცავს.


წყალი


ის გვეხმარება:


• მივიღოთ ნაკლები კალორია

• აძლიერებს კალორიების წვას ( ჭარბწონიანობის შემთხვევაში)

• ეხმარება ორგანიზმს ცხიმის წვაში


ცივი, ყინულებიანი წყლის დალევა არის კიდევ ერთი ხრიკი, რომელიც უფრო მეტი კალორიების დაწვაში დაგეხმარებათ.


არ დაგავიწყდეთ კალციუმი


მხოლოდ ჯანმრთელი ძვლები არა, ჯანსაღი
მეტაბოლიზმიც მოიაზრება, როდესაც კალციუმზე გვაქვს საუბარი, ამიტომ მიირთვით უცხიმო რძე, ბროკოლი, ორაგული და სხვ.


დაბალი გლიკემიური ინდექსი


დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები ნახშირწყლების დაბალ რაოდენობას შეიცავენ.

ნახშირწყლების მონელება ორგანიზმს უჭირს. დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების მიღებისას კი სისხლში შაქრის დონე არ იმატებს.

მიირთვით მწვანე ბოსტნეული, წიწუბურა, ხილი, ლობიო, ქატო.

დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუტქების დიეტა დიაბეტის, გულის დაავადებებისა და ზოგიერთი სახის სიმსივნის განვითარებისგან გვიცავს.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
თუ უარს ვამბობთ ცომეულზე, ტკბილეულზე, მკაცრად ვზღუდავთ მიღებული კალორიების რაოდენობას,
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში შეისწავლეს კვების შეზღუდული რეჟიმის გრძელვადიანი ეფექტი შორეულ შთამომავლობაზე.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად