ზუსტი რეკომენდაციები - როგორი უნდა იყოს ჩვენი კვების რაციონი გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის დროს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

ზუსტი რეკომენდაციები - როგორი უნდა იყოს ჩვენი კვების რაციონი გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის დროს

ზუსტი რეკომენდაციები - როგორი უნდა იყოს ჩვენი კვების რაციონი გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის დროს
რა მივირთვათ და რა არ მივირთვათ კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს? ხორცი

რეკომენდებულია: საქონლის, ხბოს, ქათმის, კურდღლის, ინდაურის მჭლე, მოხარშული, ხორცსაკეპში გატარებული ხორცი მყესების, ფასციის, კანის გარეშე, ორთქლზე მომზადებული კატლეტი, მოხარშული ხორცის პაშტეტი.


არ არის რეკომენდებული: საქონლის, ცხვრის, იხვის, ბატის ცხიმიანი, შემწვარი და შებოლილი ხორცი, ძეხვეული, კონსერვები.

თევზი

რეკომენდებულია: მოხარშული უცხიმო ჯიშები: ვირთევზა, ქორჭილა, ქარიყლაპია, კობრი, ფარგა; ხიზილალა (კვირაში 1-2-ჯერ არა უმეტეს 20 გრამისა).

არ არის რეკომენდებული: ცხიმიანი ჯიშები, თევზის მსუყე ბულიონი, შებოლილი თევზი, თევზის კონსერვი.


რძის ნაწარმი

რეკომენდებულია: მოუხდელი რძე, რძის ფხვნილი,
ნადუღი, ახალი ხაჭო, მაწონი (გაწურული), ნაკლებცხიმიანი ყველი.

არ არის რეკომენდებული: შებოლილი ყველი, მომჟავო არაჟანი ან მაწონი, ნაყინი, შოკოლადი.


წვნიანი კერძები

რეკომენდებულია: მაწვნის სუპი, ბურღულის (მანანის, ბრინჯის, ქერის, შვრიის, წიწიბურას) სუპი, ბოსტნეულის სუპ-პიურე, სუპი ვერმიშელით ან მაკარონით.

არ არის რეკომენდებული: ხორცის, თევზის, სოკოს, ბოსტნეულის (განსაკუთრებით -
კომბოსტოს) ნახარში და მსუყე ბულიონი, ბორშჩი, საწებელი (სოუსი).


კვერცხი

რეკომენდებულია: დღეში არა უმეტეს ორი ცალისა, თოხლოდ მოხარშული, ორთქლზე მომზადებული ომლეტი ან სუფლე, ათქვეფილი ცილის კერძები.

არ არის რეკომენდებული: მაგრად მოხარშული კვერცხი, კვერცხის ტაფამწვარი.


პურ-ფუნთუშეული, ბურღულეული

რეკომენდებულია: თეთრი მშრალი (წინა დღის გამომცხვარი) პური, თეთრი ორცხობილა, წყალზე მომზადებული ფაფები (მანანის, ბრინჯის, ქერის, წიწიბურას, შვრიის), მოხარშული ვერმიშელი ან წვრილად დაკეპილი მაკარონი.

არ არის რეკომენდებული: შავი პური, თეთრი ახალგამომცხვარი პური, ნაზუქი, ღვეზელი, ბლინი, საკონდიტრო ნაწარმი.


ბოსტნეული

რეკომენდებულია: კარტოფილი, სტაფილო, კიტრი, ჭარხალი, ადრეული გოგრა, ყაბაყი, სალათის ფურცლები, მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული პუდინგი ან პიურე, წვრილად დაკეპილი კამა.

არ არის რეკომენდებული: უმი ბოსტნეული, ხახვი, ნიორი, ბოლოკი, თალგამი, მჟაუნა, ისპანახი, კონსერვები, მწნილეული, ცხარე სანელებლები: წიწაკა, მდოგვი, პირშუშხა, ძმარი.


ხილი, კენკრა

რეკომენდებულია: მწიფე, ტკბილი ჯიშები, გახეხილი, მოხარშული, ჟელე, მუსი

არ არის რეკომენდებული: ფორთოხალი, საზამთრო, ყურძენი, ბროწეული, გრეიპფრუტი, შინდი, ლიმონი, ქლიავი.


სასმელები

რეკომენდებულია: სუსტი ჩაი რძით ან ნაღებით, ასკილის ნახარში, ხილის, კენკრისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენები, გახეხილი ხილი და კენკრა (ტკბილი ჯიშები), კომპოტები, კისელი.


არ არის რეკომენდებული: შავი ყავა, გაზიანი სასმელები, ბურახი.


იკრძალება: ღვინო, სპირტიანი და ძალიან ცივი სასმელები.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.
მამაკაცთა სიმსივნურ დაავადებებს შორის პროსტატის კიბოს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია.
გსურთ, ყოველდღე კარგად გამოიყურებოდეთ? ამაზე ადვილი არაფერია - ყოველი დღე შვრიის ფაფით დაიწყეთ.
რკინით მდიდარი საკვები რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, მაგრამ როცა უკვე ანემიაა განვი-თარებული, რაციონის რკინით გამდიდრება საკ-მარისი არ არის.
წონის კლებისათვის და ჯანმრთელი ორგანიზმის შესანარჩუნებლად მეტაბოლიზმის პროცესს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად