გსურთ ჯანსაღი კანი, თმა, ფრჩხილები... - საკვები ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმის ჰიდრატაციაში დაგეხამრებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გსურთ ჯანსაღი კანი, თმა, ფრჩხილები... - საკვები ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმის ჰიდრატაციაში დაგეხამრებათ

გამომშრალი სახის კანი, ჩაშავებული თვალები, დაზიანებული თმის ბოლოები და სხვ. არასაკმარისი რაოდენობის სითხის მიღებისას თითქმის ყველა ორგანო გამოდის მწყობრიდან, რაც ჩვენს სასიცოცხლო ძალებზეც აისახება.

წყლის დალევა არ არის ერთადერთი გზა ორგანიზმის ჰიდრატაციისთვის.

დღის განმავლობაში სითხის 20%-ს საკვების მეშვეობით ვღებულობთ.

ზოგიერთი პროდუქტი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, რაც ორგანიზმისთვის სასარგებლოა.

ასეთი პროდუქტებიდან წყლის ათვისება უფრო ნელა ხდება, ასე მათგან მეტ საკვებ ნივთიერებებსაც ვღებულობთ.

კიტრი

mkurnali.ge

95% წყალია და ის ძალიან დაბალკალორიულია. კიტრი ორგანიზმში ანთებას ებრძვის და დაბერების პროცესს ანელებს.

სტაფილო

mkurnali.ge

გაგიკვირდათ? მართალია სტაფილო ხრაშუნა და მკვრივია, თუმცა მისი შემცველობის 90% წყალია.

ბეტა-კაროტინი და მასში შემავალი უამრავი ანტიოქსიდანტი სიმსივნისაგან და გულის დაავადებებისგან გვიცავს.

ყვავილოვანი კომბოსტო

mkurnali.ge

C და K ვიტამინებით მდიდარი ყვავილოვანი კომბოსტო 92% წყალს შეიცავს.

გვიცავს სხვადასხვა სახეობის სიმსივნისგან და ასევე, ქოლესტერინის დონეს არეგულირებს.

პომიდორი

mkurnali.ge

95% წყალს შეიცავს, ამასთანავე მის შემადგენლობაში შედის ლიკოპენი. ნივთიერება, რომელიც სიმსივნის განვითარებას უშლის ხელს.

პომიდორი ჯანმრთელ გულს შეგინარჩუნებთ, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს.

საზამთრო

mkurnali.ge

ცხელ ზაფხულში რომ გაგრილდე და ორგანიზმი ჰიდრატირებული იყოს, აუცილებელია საზამთრო. ის 91% წყალს შეიცავს.

პომიდვრის მსგავსად, მის შემადგენლობაშია ლიკოპენი და უამრავი ანტიოქსიდანტი. ის კანის უჯრედებს მზის დაზიანებებისგან იცავს.

მარწყვი

mkurnali.ge

მარწყვი 91% წყალია და უამრავ ფლავანოიდს შეიცავს, რაც თავის ტვინის ჯანსაღ ფუნქციონირებას განაპირობებს.

შვრია

mkurnali.ge

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, შვრია ორგანიზმის ჰიდრატაციას უზრუნველჰყოფს.

ის ძუძუს კიბოს რისკს საგრძნობლად ამცირებს, ქოლესტერინის დონეს შეგიმცირებთ, ასევე გვიცავს შაქრიანი დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარებისაგან.