როგორ ვიკვებოთ, რომ მიოკარდიუმის ინფარქტი ავიცილოთ თავიდან? - კვების რაციონი სტენოკარდიული სიმპტომების შესამსუბუქებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვიკვებოთ, რომ მიოკარდიუმის ინფარქტი ავიცილოთ თავიდან? - კვების რაციონი სტენოკარდიული სიმპტომების შესამსუბუქებლად

სტენოკარდიული შეტევა მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი წინა მოვლენაა. სისხლძარღვის სრული დახშობისას კი მიოკარდიუმის ინფარქტი ვითარდება.

სტაბილური სტენოკარდიის მკურნალობა მიზნად ისახავს სტენოკარდიული სიმპტომების შემსუბუქებას, მიოკარდიუმის ინფარქტისა და სიკვდილის პრევენციას, საბოლოოდ კი მიმართულია ცხოვრების ხარისხის ამაღლებისკენ. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია კვების რეჟიმის დაცვა და სწორი რაციონის შერჩევა.

კვება საჭიროა დღეში 4-5-ჯერ მცირე ულუფებით, სუფრის მარილის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 5

გრამს. კერძი უმარილოდ უნდა მომზადდეს. შეგიძლიათ ცოტაოდენი (5გ) მარილი უშუალოდ ჭამის წინ მოაყაროთ.

უნდა შეიზღუდოს ცხიმიანი საკვები, შებოლილი პროდუქტები საერთოდ უნდა ამოიღოთ რაციონიდან.

ხილი, ბოსტნეული - უხვად უნდა მიირთვათ.

ისინი აუმჯობესებს ნაწლავის მოტორულ ფუნქციას, რაც ქოლესტერინისა და მისი ცვლის პროდუქტების ორგანიზმიდან გამოყოფას უწყობს ხელს.

იზღუდებამხოლოდ კარტოფილი - ის სახამებლის შემცველობის გამო კალორიულია და სხეულის მასას ზრდის.

ბურღულეული - კარგია წიწიბურა, ჰერკულესი, ხორბალი, ისინი ქოლესტერინის გამოყოფას უზრუნველყოფენ.

პური - უმჯობესია თეთრი, ნამცხვრებს ერიდეთ.

ცხიმი - მხოლოდ მცენარეული.

ხორცის ნაწარმი - ნებადართულია ფრინველის თეთრი (მისი მიღება შეიძლება კვირაში 2-3-ჯერ), საქონლის მოხარშული მჭლე ხორცი. ქოლესტერინს დიდი რაოდენობით შეიცავს ტვინი, ღვიძლი, თირკმელები, ამიტომ მათი მიღება დაუშვებელია.

კვერცხი - ის ქოლესტერინს შეიცავს. კვირაში მხოლოდ 1 ცალია ნებადართული. იზღუდება ხიზილალაც.

თევზი - შეგიძლიათ უხვად მიირთვათ, ცხიმიანიც კი, მოხარშული ან ჩაშუშული.

რძის ნაწარმი - რძე, კეფირი, იოგურტი, მაწონი, ხაჭო. არაჟანს, როგორც ცხიმიან პროდუქტს, არ გირჩევთ. ყველიც - შეზღუდული რაოდენობით, ისიც მხოლოდ დღის პირველ ნახევარში.

კვების რეჟიმი და რაციონი მიოკარდიუმის ინფარქტის დროს

  • სადღეღამისო კალორაჟი შეადგენს 1000 ან 1500 კკალ-ს;

 

  • საკვები პაციენტს ეძლევა მცირე ულუფებით და ხშირად (5-6-ჯერ დღეში);

 

  • საკვები ადვილად ასათვისებელია, არ შეიცავს ქოლესტერინსა და ცხოველურ ცხიმებს;

 

  • მარილის სადღეღამისო ოდენობა არ აღემატება 4-5 გრამს, ხოლო წყლისა - 1 ლ-ს, ზოგჯერ უფრო მეტადაც იზღუდება;

 

  • სასურველია საკვები არ იწვევდეს კუჭ-ნაწლავის შებერილობას.

მიოკარდიუმის ინფარქტის პირველ დღეებში პაციენტმა შეიძლება მიიღოს დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები (მაწონი, ხაჭო), ორცხობილა, მინერალური წყალი, ხილის წვენები, ჩირი, შავი ქლიავი, მცენარეული ზეთი. პოსტინფარქტულ პერიოდში აკრძალვებსა და შეზღუდვებს ენაცვლება რაციონალური კვების პრინციპები.

წაიკითხეთ სრულად