რომელი პროდუქტები უნდა მიირთვათ სტრესის დროს და რატომ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი პროდუქტები უნდა მიირთვათ სტრესის დროს და რატომ

და შავი შოკოლადის მიღებას.

მედიკოსების აზრით, ძლიერი სტრესის ფონზე, ჯანმრთელ ადამიანებშიდაც კი მნიშვნელოვნად იზრდება გულისცემის სიხშირე, დროებით ირღვევა სისხლძარღვების ფუნქცია და მატულობს არტერიული წნევა.

ეს კი ზრდის ინფარქტის, ინსულტის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა გადახრების რისკს.

თავის მხრივ, ფლავანოლები (მცენარეული ნაერთები, რომლებიც ხილსა და ბოსტნეულს მკვეთრ შეფერილობას ანიჭებს) დადებითად მოქმედებს სისხლძარღვების შიგნითა ზედაპირის ამომფენი ენდოთელიუმის მუშაობაზე.

ამგვარად, აღნიშნული ნაერთები აწესრიგებენ წნევას. ფლავანოლები ბევრია კაკაოში, მწარე შოკოლადში, მწვანე ჩაიში, ყურძენში, წითელ ღვინოში, მაყვალში, ალუბალში, ჟოლოში.

მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს 30 ჯანმრთელი მოხალისეს მონაწილეობით, რომელთაც შესთავაზეს კაკაოს ან კაკაოს არომატისა და გემოს პლაცებოს დალევა.

1,5 საათის შემდეგ ყველა მონაწილეს შესთავაზეს 8 წუთის განმავლობაში რთული დავალების შესრულება, რომელიც იწვევდა სტრესს. პარალელურად მეცნიერები აკვირდებოდნენ სისხლძარღვებს.

იმ მოხალისეების, რომელთაც მიღებული ჰქონდათ კაკაო, ენდოთელიუმის ფუნქცია და ზოგადად, სისხლის მიმოქცევა სტრესის შედეგად, გაცილებით ნაკლებად დაზარალდა, დანარჩენებთან შედარებით.