კეტოგენური დიეტა - რაციონი, რომელიც ეპილეფსიური კრუნჩხვების პრევენციისთვის არის ეფექტური - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კეტოგენური დიეტა - რაციონი, რომელიც ეპილეფსიური კრუნჩხვების პრევენციისთვის არის ეფექტური

დიეტა კრუნჩხვების განვითარებას აფერხებს. იმ ბავშვების ნახევარს, რომლებიც ეპილეფსიის კრუნჩხვებით იტანჯებოდნენ, კეტო დიეტა დაეხმარა.

7-დან 1 ბავშვი სრულიად გათავისუფლდა კრუნჩხვებისგან.

ის ეხმარება სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის დროს.

ბავშვებს, რომლებიც კეტო დიეტას იცავენ, შეუძლიათ წამლების დოზა შეამცირონ.

2 წლის განმავლობაში დიეტის დაცვა კრუნჩხვებს აქრობს ან მნიშვნელოვნად ამცირებს. შედეგი იმ შემთხვევაშიც შენარჩუნდება, თუ ბავშვი ჩვეულებრივ კვებას უბრუნდება.

კეტოდიეტა აუმჯობესებს პაციენტის მეხსიერებას, ყურადღებას.

დიეტის დროს, კვების რაციონში 80%-90% კალორიებისა ცხიმზე მოდის. დაავადებულმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით ცხიმები, ცოტა ცილები და ყველაზე ნაკლები რაოდენობით ნახშირწყლები.

ნახშირწყლების შემცველი საკვები, როგორიცაა პური, მაკარონი, ტკბილეული - არ უნდა შედიოდეს მათი კვების რაციონში.

კეტო დიეტის არსი კეტოზის პროცესია. როდესაც ორგანიზმში ნახშირწყლები მცირდება, ენერგიის დასაწვავად ის ცხიმსა და ცილებს იყენებს.

აღნიშნული დიეტის დაცვა შეუძლიათ როგორც ბავშვებს, ასევე მოზარდებს. მსგავსი კვების რეჟიმზე გადასვლა ექიმის გარეშე დაუშვებელია.

მან უნდა აკონტროლოს შედეგები - რამდენად ეფექტურია ის კურნჩხვებისთვის.

არ არის რეკომენდებული ნახშირწყლების ერთიანად შეწყვეტა, აუცილებელია, ნელ-ნელა შემცირდეს მათი დღიური ნორმა, ექიმის მეთვალყურეობით და მითითებით.

დიეტის დროს ბევრი ვიტამინი შეიძლება დააკლდეს ორგანიზმს, ამიტომ შესაძლოა, საჭირო გახდეს კალციუმის, D ვიტამინის, რკინის, ფოლიუმის მჟავისა და სხვა დანამატების მიღება.

თუ ბავშვს უჭირს ნახშირწყლებზე უარის თქმა, შესაძლოა, ის მოდიფიცირდეს ატკინსის დიეტასთან, რომელიც დაბალნახშირწყლოვანია.

დიეტის გვერდითი მოვლენები

პაციენტმა შეიძლება დაღლილობა იგრძნოს დიეტის დაწყებისას.

ასევე დამახასიათებელი გვერდითი მოვლენებია:

• ყაბზობა

• თირკმელში კენჭები

ბავშვებში, ასევე:

• ნელი ზრდა

• ძვლების სისუსტე

მეცნიერებმა არ იციან ზუსტი მიზეზი - რა კავშირია კეტოგენურ დიეტასა და ეპილეფსიას შორის.

თუმცა, არაერთი კვლევა ადასტურებს მის ეფექტურობას.