კეტოგენური დიეტა - რაციონი, რომელიც ეპილეფსიური კრუნჩხვების პრევენციისთვის არის ეფექტური - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

კეტოგენური დიეტა - რაციონი, რომელიც ეპილეფსიური კრუნჩხვების პრევენციისთვის არის ეფექტური

კეტოგენური დიეტა - რაციონი, რომელიც ეპილეფსიური კრუნჩხვების პრევენციისთვის არის ეფექტური
1920-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც კეტოგენური დიეტა (კეტო დიეტა) შეიქმნა, ის ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის გამოიყენება. დიეტა კრუნჩხვების განვითარებას აფერხებს. იმ ბავშვების ნახევარს, რომლებიც ეპილეფსიის კრუნჩხვებით იტანჯებოდნენ, კეტო დიეტა დაეხმარა.

7-დან 1 ბავშვი სრულიად გათავისუფლდა კრუნჩხვებისგან.


ის ეხმარება სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის დროს.

ბავშვებს, რომლებიც კეტო დიეტას იცავენ, შეუძლიათ წამლების დოზა შეამცირონ.

2 წლის განმავლობაში დიეტის დაცვა კრუნჩხვებს აქრობს ან მნიშვნელოვნად ამცირებს. შედეგი იმ შემთხვევაშიც შენარჩუნდება, თუ ბავშვი ჩვეულებრივ კვებას უბრუნდება.

კეტოდიეტა აუმჯობესებს პაციენტის მეხსიერებას, ყურადღებას.

დიეტის დროს, კვების რაციონში 80%-90% კალორიებისა ცხიმზე
მოდის. დაავადებულმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით ცხიმები, ცოტა ცილები და ყველაზე ნაკლები რაოდენობით ნახშირწყლები.


ნახშირწყლების შემცველი საკვები, როგორიცაა პური, მაკარონი, ტკბილეული - არ უნდა შედიოდეს მათი კვების რაციონში.

კეტო
დიეტის არსი კეტოზის პროცესია. როდესაც ორგანიზმში ნახშირწყლები მცირდება, ენერგიის დასაწვავად ის ცხიმსა და ცილებს იყენებს.

აღნიშნული დიეტის დაცვა შეუძლიათ როგორც ბავშვებს, ასევე მოზარდებს. მსგავსი კვების რეჟიმზე გადასვლა ექიმის გარეშე დაუშვებელია.

მან უნდა აკონტროლოს შედეგები - რამდენად ეფექტურია ის კურნჩხვებისთვის.


არ არის რეკომენდებული ნახშირწყლების ერთიანად შეწყვეტა, აუცილებელია, ნელ-ნელა შემცირდეს მათი დღიური ნორმა, ექიმის მეთვალყურეობით და მითითებით.

დიეტის დროს ბევრი ვიტამინი შეიძლება დააკლდეს ორგანიზმს, ამიტომ შესაძლოა, საჭირო გახდეს კალციუმის, D ვიტამინის, რკინის, ფოლიუმის მჟავისა და სხვა დანამატების მიღება.


თუ ბავშვს უჭირს ნახშირწყლებზე უარის თქმა, შესაძლოა, ის მოდიფიცირდეს ატკინსის დიეტასთან, რომელიც დაბალნახშირწყლოვანია.


დიეტის გვერდითი მოვლენები


პაციენტმა შეიძლება დაღლილობა იგრძნოს დიეტის დაწყებისას.

ასევე დამახასიათებელი გვერდითი მოვლენებია:


• ყაბზობა

• თირკმელში კენჭები

ბავშვებში, ასევე:

• ნელი ზრდა

• ძვლების სისუსტე


მეცნიერებმა არ იციან ზუსტი მიზეზი - რა კავშირია კეტოგენურ დიეტასა და ეპილეფსიას შორის.

თუმცა, არაერთი კვლევა ადასტურებს მის ეფექტურობას.


ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად