ცხიმიანი თევზი ცალსახად სასარგებლოა გულით დაავადებულთათვის
(დაახლოებით 52000 ადამიანს აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები) ანალიზს, აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ცხიმიანი თევზის რეგულარული მიღება.
მაკმასტერის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, ცხიმიანი თევზი ახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ პირებში.
ამ ჯგუფში შედის მაგალითად, პირები, რომელთაც აღენიშნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ან გადატანილი აქვთ ინსულტი.
ცხიმიანი თევზის უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3-ია. როგორც მკვლევარების ანალიზმა აჩვენა, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების მოხმარებისას ქვეითდებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული გადახრების რისკი, მათ შორის, გულის შეტევისა და ინსულტის.
მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი პირებში, ვინც კვირაში ორ ულუფა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარ თევზს მიირთმევდა, რისკი ქვეითდებოდა 20%-ით. თუმცა მათთან, ვისაც არ აღენიშნებოდა გულის დაავადებები ან გადატანილი ინსულტი, თევზის მიღებით სარგებელი დადგენილი ვერ იქნა.