„ყველა მეუბნება: მოზარდია და ნუ უშლი, წამოიზრდება და დაიკლებსო“ - როგორი უნდა იყოს ჭარბწონიანი ბავშვის დიეტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ყველა მეუბნება: მოზარდია და ნუ უშლი, წამოიზრდება და დაიკლებსო“ - როგორი უნდა იყოს ჭარბწონიანი ბავშვის დიეტა

დიდების გარდა, ჭარბი წონა პატარებსაც აწუხებთ. მშობლები ორმაგად ღელავენ - შვილების ჭარბი წონა აწუხებთ, მაგრამ არ უნდათ, ბავშვს ვიტამინები მოაკლდეს, ამიტომ ვერ უშლიან მათ სურვილისამებრ კვებას.

გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ დაიკლონ თქვენმა პატარებმა ისე, რომ ორგანიზმი არ დაუზიანდეთ.

• ბავშვი უნდა იკვებოს ხშირად, მცირე ულუფებით, ასეთი კვების რეჟიმი თრგუნავს შიმშილს და აცხრობს მადას. ორგანიზმი უკეთ ინელებს საკვებს, ქსოვილებშიც ცხიმი აღარ ლაგდება.

• მიაჩვიეთ თქვენი პატარა ნელა ჭამას, სწრაფი ჭამის დროს ვერ გრძნობს ადამიანი დანაყრებას და საჭიროზე მეტს მიირთმევს.

• ბავშვმა მთავარი ულუფა დღის პირველ ნახევარში უნდა მიიღოს და დაძინებამდე 2-3 საათით ადრე ივახშმოს.

• მან უნდა მიიღოს ნაკლებად მარილიანი საკვები, ვინაიდან სიმსუქნისაკენ მიდრეკილ ბავშვებს ორგანიზმში სითხის შეკავება ახასიათებთ.

შეზღუდეთ დღის განმავლობაში მისაღები სითხის ოდენობაც.

• ცხიმის რაოდენობა რაციონში 15-30%-ით შეზღუდეთ. გამორიცხეთ მაკარონი, ღორის, ცხვრის, ძროხის ქონი, ნაღების კარაქრი, რათა ცხიმის ორგანიზმში მარტივ დაგროვებას აარიდოთ თავი. გამოიყენეთ ნაკლებად ცხიმიანი კარაქი, ან მცენარეული ზეთი.

• რაციონიდან ამოიღეთ შებოლილი ხორცი, თევზი და ყველი, ასევე - მლაშე, სანელებლებით შეკაზმული. შემწვარი და ჩაშუშული ხორცის ნაცვლად, ბავშვმა მოხარშული უნდა მიირთვას.

• სკოლამდელმა ბავშვებმა დღეში 100-120გ ხორცი უნდა მიიღონ.

• სკოლის ასაკისამ 150-200 გრამი. უმი ბოსტნეულის სალათებთან ერთად.

• ნახშირწყლების დღიური რაოდენობა 25-50 %-ით უნდა შეზღუდოთ. თქვით უარი შაქარზე, საკონდიტრო ნაწარმზე, ცომეულსა და მაკარონზე.

ასევე, თეთრი პური შეამცირეთ.

• ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ ტკბილეული, რაც ჭარბ წონას უწყობს ხელს. ეცადეთ მათთან ეს სიტკბო ბუნებრივი გლუკოზით ჩაანაცვლოთ, მიეცით მას ხილი, ტკბილეული კი იშვიათად.

• უარი თქვით კისელზე, დაკონსერვებულ კომპოტზე, კარგია ცოცხალი ხილის პიურე და წვენი. ბავშვს უნდა მოუმზადოთ ყოველდღე მომჟავო-მოტკბო ხილისა და კენკრის უშაქრო კომპოტი, ბოსტნეულის წვენი.

• ბავშვმა კვირაში 500 გრამზე მეტი არ უნდა დაიკლოს - წონის კლების სასურველი დინამიკა ასეთია, რა წონის მატარებელიც არ უნდა იყოს ის.

შეგიძლიათ, შემდეგნაირი განტვირთვის დღეები მოუწყოთ თქვენს პატარებს:

• ხორცი-რძე-ხილი

• რძე-ხაჭო-ვაშლი

დიეტა N 1

• 9 სთ - 200მლ ასკილის ნაყენი

• 12 სთ- 100 გ ხორცი, 100გ წვრილად დაჭრილი უმი კომბოსტო

• 15სთ- 100 გ მოხარშული ხორცი, 100გ ჩაშუშლი კომბოსტო, 100 გ ვაშლი

• 18სთ- 100 გ ხაჭო, 200გ მაწონი

• 21 სთ- 100გ მაწონი, 100გ ვაშლი

N 2 დიეტა

• 9სთ-200მლ ასკილის ნაყენი

• 12სთ - 200გ მაწონი

• 15სთ-100 გ ხაჭო, 200გ მაწონი, 100გ ვაშლი

• 18სთ- 100გ ხაჭო, 200გ მაწონი

• 21სთ-100გ ვაშლი