როგორია ხილისა და ბოსტნეულის მიღების დღიური ოპტიმალური დოზა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორია ხილისა და ბოსტნეულის მიღების დღიური ოპტიმალური დოზა

ამ დასკვნამდე მივიდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის (ა.შ.შ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მკვლევარები, რომელთა სტატიაც გამოქვეყნდა ჟურნალში Circulation.

მეცნიერებმა გაანალიზეს ორი მასშტაბური კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები. კვლევაში ჩართული იყო ასი ათასზე მეტი ზრდასრული ამერიკელი. მათ შესახებ ცნობები გროვდებოდა 30 წლის განმავლობაში. ყოველ 2-4 წელში კვლევის მონაწილეები წარადგენდნენ საკუთარი კვების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. ამას გარდა ანალიზი მოიცავდა კიდევ 26 კვლევის მონაწილის ხილისა და ბოსტნეულის მოხმარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. საერთო ჯამში აღნიშნული კვლევა შეეხო ევროპის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის 29 ქვეყანაში მცხოვრებ ორ მილიონზე მეტ ადამიანს.

როგორც გამოთვლებით დადგინდა, ნაადრევი სიკვდილის ყველაზე დაბალი რისკი უკავშირდებოდა დღეში დაახლოებით ხუთი ულუფა ხილისა და ბოსტნეულის მიღებას. ამ დოზის გაზრდა დამატებით უპირატესობას არ იძლეოდა. ამასთან ყველაზე ოპტიმალური, ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრებისათვის იყო მცენრეული პროდუქტების თანაფარდობა: ორი ულუფა ხილი და სამი ულუფა ბოსტნეული.

როგორც მკვლევარებმა გამოარკვიეს, სიცოცხლის გახანგრძლივების თვალსაზრისით, ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული ერთნაირად სასარგებლო არ არის. ხილის წვენების, სახამებლის შემცველი ბოსტნეულის (როგორიცაა კარტოფილი, მწვანე ბარდა და სიმინდი) მოხმარება არ უკავშირდებოდა ნაადრევი სიკვდილის რისკის შემცირებას.

ამ თვალაზრისით, მაქსიმალურად სასარგებლოდაა მიჩნეული მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული: ისპანახი, კომბოსტო, ასევე С ვიტამინით მდიდარი ხილი და ბოსტნეული, როგორიცაა სტაფილო, ციტრუსები, კენკროვნები.