როგორია ხილისა და ბოსტნეულის მიღების დღიური ოპტიმალური დოზა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

როგორია ხილისა და ბოსტნეულის მიღების დღიური ოპტიმალური დოზა

როგორია ხილისა და ბოსტნეულის მიღების დღიური ოპტიმალური დოზა
სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის აუცილებელია ორი ულუფა ხილისა და სამი ულუფა ბოსტნეულის მიღება. ამ დასკვნამდე მივიდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის (ა.შ.შ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მკვლევარები, რომელთა სტატიაც გამოქვეყნდა ჟურნალში Circulation.

მეცნიერებმა გაანალიზეს ორი მასშტაბური კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები. კვლევაში ჩართული იყო ასი ათასზე მეტი ზრდასრული ამერიკელი. მათ შესახებ ცნობები გროვდებოდა 30 წლის განმავლობაში. ყოველ 2-4 წელში კვლევის მონაწილეები წარადგენდნენ საკუთარი კვების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. ამას გარდა ანალიზი მოიცავდა კიდევ 26 კვლევის მონაწილის ხილისა და ბოსტნეულის მოხმარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. საერთო ჯამში აღნიშნული კვლევა შეეხო ევროპის,
აზიის, აფრიკის, ავსტრალიის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის 29 ქვეყანაში მცხოვრებ ორ მილიონზე მეტ ადამიანს.

როგორც გამოთვლებით დადგინდა, ნაადრევი სიკვდილის ყველაზე დაბალი რისკი უკავშირდებოდა დღეში დაახლოებით ხუთი ულუფა ხილისა და ბოსტნეულის მიღებას. ამ დოზის გაზრდა დამატებით უპირატესობას არ იძლეოდა. ამასთან ყველაზე ოპტიმალური, ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრებისათვის
იყო მცენრეული პროდუქტების თანაფარდობა: ორი ულუფა ხილი და სამი ულუფა ბოსტნეული.

როგორც მკვლევარებმა გამოარკვიეს, სიცოცხლის გახანგრძლივების თვალსაზრისით, ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული ერთნაირად სასარგებლო არ არის. ხილის წვენების, სახამებლის შემცველი ბოსტნეულის (როგორიცაა კარტოფილი, მწვანე ბარდა და სიმინდი) მოხმარება არ უკავშირდებოდა ნაადრევი სიკვდილის რისკის შემცირებას.

ამ თვალაზრისით, მაქსიმალურად სასარგებლოდაა მიჩნეული მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული: ისპანახი, კომბოსტო, ასევე С ვიტამინით მდიდარი ხილი და ბოსტნეული, როგორიცაა სტაფილო, ციტრუსები, კენკროვნები.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ხახვი გაჯერებულია ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ფიტონციდებით, რის შედეგადაც ის უნიკალური სასარგებლო პროდუქტი - სუპერფუდია.
წონაში მატება შეიძლება განპირობებული იყოს არა მარტო პროდუქტების ხარისხითა
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ:
პეგანური დიეტა ჰიბრიდული ტიპისაა, რომელიც პალეო და ვეგანურ დიეტას აერთიანებს.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
1920-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც კეტოგენური დიეტა (კეტო დიეტა) შეიქმნა, ის ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის გამოიყენება.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად