ყავა მეტაბოლიზმს 3%-11%-ით ზრდის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

ყავა მეტაბოლიზმს 3%-11%-ით ზრდის

ბოლოდროინდელი კვლევებით კი, დიდი დოზით ყავის მიღებაც კი შესაძლოა აღმოჩნდეს ეფექტური.
ყველასათვის საყვარელ სასმელზე არაერთი ცრუ თუ რეალური ისტორია გვსმენია, ზოგი მკვლევარი ამბობს, რომ ის სასარგებლოა, ზოგიც გვიკრძალას ჭარბი რაოდენობით მის მიღებას.

რისი უნდა გვჯეროდეს?

ზომიერი მოხმარება დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ის ახანგრძლივებს სიცოცხლეს და გულ-სისხლძარღვთა სისტემას იცავს. ეფექტურია პარკინსონის დაავადებისგან თავდაცვისთვის. მის შემცველობაში არსებული მაგნიუმი კი ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს.

ამერიკელი მეცნიერების თქმით, ბევრი ყავაც სასარგებლო ყოფილა. ყავის მოყვარულებში დაქვეითებულია სიკვდილის რისკი მათთან შედარებით, ვინც ყავას არ სვამს.

თუმცა,
უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხსნადი ყავისგან გამოხატული ეფექტი უფრო ძლიერია.

ყველა თანხმდება, რომ ყავის სასარგებლო თვისებებს, რაც ორგანიზმე დადებითად აისახება, არა თუ კოფეინი, არამედ მის შემცველობაში არსებული პოლიფენოლები განაპირობებენ.

ადამიანის ორგანიზმში დილაობით ბუნებრივად გამომუშავდება ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც სიფხიზლეს, სიმხნევესა და სიჯანსაღის შეგრძნებას განაპირობებს, სწორედ ამიტომ, დილით
ყავის დალევა 9-10 საათის შემდეგაა რეკომენდებული - მას შემდეგ, რაც კორტიზოლის დონე სისხლში დაქვეითდება.

ბევრ ქვეყანაში ფინჯან ყავასთან ერთად ჭიქა წყალს მიირთმევენ.

აღიარებულია, რომ შარდმდენი თვისების გამო, ყავა ორგანიზმს ტენიანობას აკლებს და მის გაუწყლოებას განაპირობებს, განსაკუთრებით ზაფხულობით.

გაუწყლოებით კი ტვინი და გული ზარალდება. ეს ინფორმაციაც, როგორც ბევრი მითი ყავის შესახებ, დღეს უკვე სხვაგვარად ჟღერს, თუ თქვენ დღეში 2 ფინჯანზე მეტ ყავას არ მიირთმევთ, ნეგატიურ შედეგებს არ უნდა ელოდოთ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყავა ანტიოქსიდანტებით არის მდიდარი და აქტიურად ებრძის თავისუფალ მავნე რადიკალებს.

სწორედ, ამიტომაა, რომ პარკინსონის, დიაბეტისა, თუ გულის დაავადებების განვითარების რისკი დაბალია, იმ ადამიანებში, ვინც რეგულარულად მიირთმავს მას.

ერთი ფინჯანი ყავა შეიცავს ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების დღიური ნორმის დიდ პროცენტულობას.
მასში რიბოფლავინი B2 ვიტამინი, ვიტამინი B5, მანგანუმი, კალიუმი, მაგნიუმი და ნიაცინია.

კიდევ ერთი ფაქტი, რომელსაც ყავის შესახებ ამბობენ, არის ის, რომ ის ეხმარება ცხიმების წვას.

დიახ, კოფეინი მეტაბოლიზმს 3-დან 11%-ით ზრდს. კოფეინი ნამდვილად ეხმარება ორგანიზმს ჭარბ წონასთან ბრძოლაში. ვინც დღეში 2-3 ჭიქა ყავას მიირთმევს ღვიძლის ციროზის განვითარების რისკი 80%-ით აქვს შემცირებული. კოფეინი ზრდის სისხლში ადრენალინის დონეს, ცხიმოვანი ქსოვილებიდან ათავისუფლებს ცხიმოვან მჟავებს, შესაბამისად ვარჯიშის დაწყებამდე ყავის მირთმევა, შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.

რომელი ყავა უნდა მივირთვათ - ცივი თუ ცხელი?

როგორც ირკვევა, ცხელ ყავაში გაცილებით მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ცივში.

ცხელ ყავაში არის გარკვეული მჟავები, რომლებიც სხეულის ქსოვილების ჟანგბადით გაჯერებას უწყობენ ხელს.

ყავის ბევრ სასარგებლო თვისებაზე ვისაუბრეთ, თუმცა ეს მხოლოდ ნატურალური ყავის შესაძლებლობაა.
მხოლოდ ასეთი ყავა გაგიუმჯობესებთ განწყობას, ის არეგულირებს ცირკადულ რითმებს, ხოლო ყავის ხელოვნური შემცვლელები,

როგორებიცაა ჰერბიციდები, პესტიციდები და მეთილენქლორიდები, ისინი საშიში, ტოქსიკური ნივთიერებებია.

დაბოლოს, ყავა ნამდვილად ჰგავს ნარკოტიკულ ნივთიერებას, ააქტიურებს ნერვულ სისტემას და იწვევს მიჩვევას.


ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ხახვი გაჯერებულია ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ფიტონციდებით, რის შედეგადაც ის უნიკალური სასარგებლო პროდუქტი - სუპერფუდია.
წონაში მატება შეიძლება განპირობებული იყოს არა მარტო პროდუქტების ხარისხითა
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ:
პეგანური დიეტა ჰიბრიდული ტიპისაა, რომელიც პალეო და ვეგანურ დიეტას აერთიანებს.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
1920-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც კეტოგენური დიეტა (კეტო დიეტა) შეიქმნა, ის ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის გამოიყენება.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად