ჯანსაღი კვება დაიწყეთ, თუმცა პირველივე დღეს თავს შეუძლოთ გრძნობთ, რატომ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანსაღი კვება დაიწყეთ, თუმცა პირველივე დღეს თავს შეუძლოთ გრძნობთ, რატომ?

ბევრი ხილი და ბოსტნეული უნდა მიირთვათ, ასე თავს უფრო ენერგიულად და ჯანსაღად იგრძნობთ. თუმცა ადამიანები, რომლებიც კვების რაციონის ჯანსაღი პროდუქტებით ჩანაცვლებას იწყებენ, თავს ბედნიერად ნამდვილად არ გრძნობენ. ისინი გაღიზიანებული და დეპრესიულები არიან, რატომ ხდება ასე?

ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და ის განცდები, რომელსაც სწორი კვება გპირდებათ, გარკვეული დროის შემდეგ, თქვენს სხეულსა და გონებას ნამდვილად მოიცავს. აღნიშნული დისკომფორტი კვების ცვლილებას მოსდევს და მცირე დროში გაივლის.

თუ თქვენ მუდამ იკვებებოდით ტკბილეულით, დიდი რაოდენობით შაქარი, მარილი და კოფეინი თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და უეცრად შეწყვიტეთ მათი მიღება, ამ ყველაფერზე ორგანიზმი პროტესტს გამოხატავს, ამიტომაა, რომ მას ბოსტნეული არ მოსწონს და თავს უგუნებოდ გრძნობთ - გეხვევათ თავბრუ, გაწუხებთ თავის ტკივილი, შეშუპება და ზოგადი სისუსტე.

მიზეზი არ არის ის, რომ თქვენი ორგანიზმი მინარევებისგან თავისუფლდება. ბევრი ამბობს, რომ ეს ორგანიზმის დეტოქსის შედეგად გაჩენილი, სიმპტომებია, თუმცა ასე არ არის.

ჯანსაღი კვების დაწყებისას თქვენი ტვინი დოფამინის მიმართ სურვილს გამოხატავს. შაქრის, მარილისა და ცხიმიანი საკვების მიღებისას ნერვულ სისტემაში დოფამინი გამოიყოფა, ამიტომ არის მათი მიღება სასიამოვნო.

თქვენი ორგანიზმი მიჩვეულია დამუშავებულ საკვებს. იმისათვის, რომ მას გადაეჩვიოთ და არ გქონდეთ სისუსტე, დილა ბოჭკოს მაღალი შემცველობის პროდუქტებით დაიწყეთ, რომელიც პროტეინის წყაროა. წაიხემსეთ ვაშლით, ან ბანანით.

მხედველობის არედან ტკბილეულობა გააქრეთ, ხილით ჩაანაცვლეთ. მხედველობას ძალიან დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია სურვილზე.

ასევე, თქვენს კუჭ-ნაწლავს დრო სჭირდება შეგუებისთვის.

ერთდროულად ბევრი ბოჭკოს მიღებაც არ არის სასარგებლო, ის ყაბზობას გამოიწვევს. შესაძლოა, ნაწლავებიც გაგიღიზიანდეთ.

ცვლილებები აისახება თქვენს ნაწლავურ ფლორაზეც, იქ არსებულ ბაქტერიებზე. როდესაც შაქრის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებით იკვებებოდით, ის ნაწლავებში სხვა კატეგორიის ბაქტერიების გამრავლებას იწვევდა, ხილ-ბოსტნეული კი სხვა მიკრობებს ამრავლებს.

უეცრად, ლობიოს და ოსპის ჭამა, შეშუპებასა და გაზებს იწვევს. თუ მცირე რაოდენობით და ნელ-ნელა შეაჩვევთ კუჭს ამ საკვებს, ასეთი პრობლემაც აღარ გექნებათ.

მიზეზი შეიძლება თქვენი ახალი დიეტის ექსტრემალური ფორმაც იყოს. ერთმანეთისგან დიეტა და სწორი კვება უნდა განასხვაოთ.

ჯანმრთელი დიეტის დროს, არც ერთი სიმპტომი: თავის ტკივილი, გაღიზიანება, დაღლილობა და შიმშილი არ იჩენს თავს. ეს მაშინ ხდება, როდესაც ნახშირწყლების ან კალორიების რაოდენობას რადიკალურად ამცირებთ.

ეს იწვევს კეტოზს, ამ დროს საკმარისი რაოდენობის ნახშირწყლები არ არის თქვენს ორგანიზმში და ის იყენებს გლიკოგენის მარაგს. შემდგომ, იწყებს საკუთარი შაქრის გამომუშავებას, ქმნის კეტონებს, ცხიმის დაწვით.

კეტოზის მდგომარეობა იწვევს "კეტო გრიპს", რასაც ახასიათებს ზოგადი სისუსტე, გონების დაბინდვა, გულისრევა, დაღლილობა. აღნიშნული სიმპტომები რამდენიმე კვირას გასტანს.

მიზეზი თავად შიმშილიც შეიძლება იყოს. თქვენი კუჭი შეიძლება იყოს სავსე, მაგრამ საკმარისი კალორაჟი არ გქონდეთ მიღებული, სწორედ ამიტომ, ჯანსაღი კვება ნელ-ნელა უნდა დაიწყოთ. მცირე ცვლილებებით გრძელვადიან და სასიამოვნო შედეგებს მიიღებთ.