თქვენ არ ხართ მხოლოდ ის, რასაც ჭამთ, არამედ - ის, რაც ბავშვობაში მიირთვით - უახლესი კვლევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თქვენ არ ხართ მხოლოდ ის, რასაც ჭამთ, არამედ - ის, რაც ბავშვობაში მიირთვით - უახლესი კვლევა

უახლესი კვლევებით, რომელიც კალიფორნიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩატარდა, არაჯანსაღი კვებითი ჩვევა, რომელიც ბავშვს აქვს, მიჰყვება მოზრდილ ასაკშიც. როდესაც, პატარა იკვებება ბევრი ცხიმისა და შაქრის შემცველი საკვებით, ეს ცვლის მის მიკრობიომს მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაშინაც კი, თუ მოგვიანებით ისწავლის სწორ კვებას.

კვლევები ჩატარდა ვირთხებზე, თუმცა ის იდენტურ შედეგს იძლევა ადამიანის შემთხვევაშიც. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მნიშნელოვნად შემცირდა ნაწლავის ბაქტერიების რაოდენობა და მრავალფეროვნება, იმ მოზრდილ ვირთხებში, რომლებიც მოუმწიფებელ პერიოდამდე იკვებებოდნენ არაჯანსაღად.

ბავშვებს, რომლებსაც "ფასტ-ფუდით", დიდი რაოდენობით მშრალი საკვებით, ცხიმიანი და მაღალი შაქრის შემცველობის მქონე ნუგბარით ანებივრებთ, უზიანდებათ ნაწლავური მიკროფლორა, მიკრობიომი, რაც სქესობრივი მომწიფებიდან ექვსი წლის შემდეგაც ინარჩუნებს მსგავს მდგომარეობას.

მიკრობიომში მოიაზრება ყველა ბაქტერია, სოკო,პარაზიტი და ვირუსი, რომლიც ორგანიზმში ცხოვრობს.ნაწლავებში მრავალი მიკროორგანიზმი არის, მათი გარკვეული ნაწილი ეხმარება და ასტიმულირებს იმუნურ სისტემას. ისინი შლიან საკვებს და მონაწილეობენ ძირითადი ვიტამინების სინთეზში. ჯანმრთელ სხეულში დაბალანსებულია პათოგენური და სასარგებლო მიკროორგანიზმები.

თუ დაირღვევა ეს ბალანსი ანტიბიოტიკების გამოყენებით, დაავადების შედეგად, ან არაჯანსაღი კვებით სხეული შესაძლოა გახდეს დაავადების მიმართ მგრძნობიარე.

კვლევის დროს ვირთხები დაყოფილნი იყვნენ ორ ჯგუფად, ერთი ნაწილი იკვებებოდა ჯანსაღად, მეორე - არა.

3 კვირის შემდეგ ორივე ჯგუფმა სწორი კვება განაგრძო, 14 კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნაწლავებისთვის სასარგებლო ბაქტერიები საგრძნობლად შემცირებული იყო მათთან, ვინც თავიდანვე არასწორად იკვებებოდა. ეს ეფექტი გაგრძელდა იმაზე მეტხანს, ვიდრე ვარაუდობდნენ.

მკვლევარების თქმით, თქვენ არ ხართ მხოლოდ ის, რასაც ჭამთ, არამედ ის რაც ბავშვობაში მიირთვით.