თქვენ არ ხართ მხოლოდ ის, რასაც ჭამთ, არამედ - ის, რაც ბავშვობაში მიირთვით - უახლესი კვლევა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

თქვენ არ ხართ მხოლოდ ის, რასაც ჭამთ, არამედ - ის, რაც ბავშვობაში მიირთვით - უახლესი კვლევა

თქვენ არ ხართ მხოლოდ ის, რასაც ჭამთ, არამედ - ის, რაც ბავშვობაში მიირთვით - უახლესი კვლევა
თუ პატარებს თავიდანვე შეაჩვევთ სწორ და ჯანსაღ კვებას, ეს მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება.
უახლესი კვლევებით, რომელიც კალიფორნიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩატარდა, არაჯანსაღი კვებითი ჩვევა, რომელიც ბავშვს აქვს, მიჰყვება მოზრდილ ასაკშიც. როდესაც, პატარა იკვებება ბევრი ცხიმისა და შაქრის შემცველი საკვებით, ეს ცვლის მის მიკრობიომს მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაშინაც კი, თუ მოგვიანებით ისწავლის სწორ კვებას.

კვლევები ჩატარდა ვირთხებზე, თუმცა ის იდენტურ შედეგს იძლევა ადამიანის შემთხვევაშიც. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მნიშნელოვნად შემცირდა ნაწლავის ბაქტერიების რაოდენობა და მრავალფეროვნება, იმ მოზრდილ ვირთხებში, რომლებიც მოუმწიფებელ პერიოდამდე იკვებებოდნენ არაჯანსაღად.

ბავშვებს, რომლებსაც "ფასტ-ფუდით", დიდი რაოდენობით მშრალი საკვებით, ცხიმიანი და მაღალი შაქრის შემცველობის მქონე ნუგბარით ანებივრებთ, უზიანდებათ ნაწლავური მიკროფლორა, მიკრობიომი, რაც სქესობრივი მომწიფებიდან ექვსი წლის შემდეგაც ინარჩუნებს მსგავს მდგომარეობას.

მიკრობიომში მოიაზრება ყველა ბაქტერია, სოკო,პარაზიტი
და ვირუსი, რომლიც ორგანიზმში ცხოვრობს.ნაწლავებში მრავალი მიკროორგანიზმი არის, მათი გარკვეული ნაწილი ეხმარება და ასტიმულირებს იმუნურ სისტემას. ისინი შლიან საკვებს და მონაწილეობენ ძირითადი ვიტამინების სინთეზში. ჯანმრთელ სხეულში დაბალანსებულია პათოგენური და სასარგებლო მიკროორგანიზმები.

თუ დაირღვევა ეს ბალანსი ანტიბიოტიკების გამოყენებით, დაავადების შედეგად, ან არაჯანსაღი კვებით სხეული შესაძლოა გახდეს დაავადების მიმართ მგრძნობიარე.

კვლევის დროს ვირთხები დაყოფილნი იყვნენ ორ ჯგუფად, ერთი ნაწილი იკვებებოდა ჯანსაღად, მეორე - არა.

3 კვირის შემდეგ ორივე ჯგუფმა სწორი კვება განაგრძო, 14 კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნაწლავებისთვის სასარგებლო ბაქტერიები საგრძნობლად შემცირებული იყო მათთან, ვინც თავიდანვე არასწორად იკვებებოდა. ეს ეფექტი გაგრძელდა იმაზე მეტხანს, ვიდრე ვარაუდობდნენ.

მკვლევარების თქმით, თქვენ არ ხართ მხოლოდ ის, რასაც ჭამთ, არამედ ის რაც ბავშვობაში მიირთვით.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ხახვი გაჯერებულია ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ფიტონციდებით, რის შედეგადაც ის უნიკალური სასარგებლო პროდუქტი - სუპერფუდია.
წონაში მატება შეიძლება განპირობებული იყოს არა მარტო პროდუქტების ხარისხითა
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ:
პეგანური დიეტა ჰიბრიდული ტიპისაა, რომელიც პალეო და ვეგანურ დიეტას აერთიანებს.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
1920-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც კეტოგენური დიეტა (კეტო დიეტა) შეიქმნა, ის ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის გამოიყენება.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად