ჯანსაღი კვება იმუნიტეტის ასამაღლებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანსაღი კვება იმუნიტეტის ასამაღლებლად

ამით იმუნიტეტი მრავალი ავადმყოფობისგან გვიცავს. ხდება ისეც, რომ იმუნური სისტემა სუსტდება. ამას მრავალი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მათგანია ზამთარში ვიტამინების ნაკლებობა. ამ დროს უნდა მივიღოთ საკვები, რომელიც იმუნური ძალების მოძლიერებას შეუწყობს ხელს.

ასეთია:

უპირველესად, ხორცი - ცილოვანი საკვები, რომლის უკმარისობა ზიანს აყენებს იმუნურ სისტემას. ცილოვანი ნივთიერებები, იმუნოგლობულინები, ავადმყოფობისადმი ორგანიზმის გამძლეობას განაპირობებს, მათი სინთეზისთვის კი სწორედ ცილოვანი საკვებია აუცილებელი. მჭლე ხორცი შეიცავს თუთიას, ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების გამომუშავებას, რომლებიც ჯანმრთელ უჯრედებს ვირუსებისა და მიკრობებისაგან იცავს. ვეგეტარიანელებს, რომლებიც ხორცს არ მიირთმევენ, ურჩევენ ბურღულეულს, რძესა და მის ნაწარმს, სოკოს, ხამანწკებს - ისინი თუთიის წყაროს წარმოადგენენ.

რძის პროდუქტები. რძემჟავა ნაწარმი შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს, რომლებიც ებრძვიან მავნე ბაქტერიებს, ხელს უშლიან მათ ზრდასა და გამრავლებას. პრობიოტიკების რიცხვს, გარდა კეფირისა და იოგურტისა, მიეკუთვნება ანტისეპტიკები - მწვანე ხახვი, ნიორი, აგრეთვე - ბანანი.

ყვითელი ხილი და ბოსტნეული - ციტრუსები, გარგარი, სტაფილო... მათში ბევრია ბეტა-კაროტინი - ანტიოქსიდანტი, A ვიტამინის წინამორბედი, რომელსაც იმუნომასტიმულირებელი თვისებები აქვს.

მწვანე ჩაი - ისიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

იმუნიტეტის ასამაღლებლად სასარგებლოა ფლავონოიდებით მდიდარი საკვები. ფლავონოიდები აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს. მათ რიცხვს ეკუთვნის კვერციტინი (შეიცავს მწვანე ხახვი და ვაშლი), ლიკოპენი (ის უხვადაა პომიდორში) და ელაჰოფის მჟავა (შეიცავს კაკალი). ცნობილია, რომ წელიწადის ცივ დროს საჭიროა მივირთვათ ქონი, მკერდის ხორცი, ბეკონი, თირკმელები, წიწიბურა, ცერცვი, ლობიო, კატოფილი, ცხარე სანელებლები - ნიორი, წიწაკა, აჯიკა. მჟავე საკვები უსაფრთხოა, ტკბილეული კი ზამთარში მავნებელია, ამიტომ ნამცხვრებისა და კანფეტებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ზამთარში სასურველია ისეთი კერძების მიღება, რომლებიც ათბობს. ასეთია, მაგალითად, ცხარე კერძები, რომლებითაც გამოირჩევა მექსიკური სამზარეულო. კარტოფილი, პომიდორი, კაკალი, სტაფილო, გოგრა, ლობიო ძალიან უხდება ხორცს. თუ ჩამოთვლილი პროდუქტები გეკრძალებათ, სცადეთ სხვა სახის საკვები, რომელიც გაგათბობთ. მაგალითად, დილაობით მიირთვით 1 სუფრის კოვზ თაფლში გარეული ცოტაოდენი შავი წიწაკა და ვერავითარი სიცივე და მიკრობი ვერ მოგერევათ!

საკვები, გარდა ჯანმრთელობისა, გავლენას ახდენს ჩვენს განწყობილებაზე, გარეგნობაზე. დილაობით შვრიის ფაფა სასარგებლოა არა მარტო კუჭისთვის, არამედ კანისთვისაც - ზამთარში ხომ კანი გამომშრალია. შვრიის ბურღული შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, ამინმჟავებსა და H ვიტამინს (ბიოტინს), რომელიც ხელს უწყობს კანისა და თმის სილამაზეს. განწყობილება კი ჰორმონ სეროტონინზეა დამოკიდებული. გაზაფხულზე და ზაფხულში მისი დონის ასაწევად მზის სხივებიც საკმარისია, ზამთარში კი, როცა სინათლე ნაკლებია, კარგი განწყობილების დამატებითი წყაროები უნდა ვეძებოთ. მაგალითად, შავი შოკოლადი, ბანანი, შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ანტიოქსიდანტები - ცხიმიანი თევზი, ზეითუნის ზეთი. იმუნიტეტის ასამაღლებლად და ვირუსებისგან თავის დასაცავად გამოგვადგება ცისტეინის შემცველი პროდუქტები. ეს არის ნივთიერება, რომელიც ლორწოვან გარსებს გარეგანი გამღიზიანებლებისთვის შეუღწევადს ხდის. ცისტეინი ყველაზე მეტია თავზის, სოიის, ყველის, ინდაურის ხორცისა და მარცვლეულის შემადგენლობაში. ცნობილია, რომ გაციებას ძალიან უხდება ქათმის ბულიონი - ის ავადმყოფობის შემდეგ ძალ-ღონესაც აღადგენს. გარდა ამისა, ორგანიზმს გამუდმებით უნდა მივაწოდოთ ასკორბინის მჟავა - ჩ ვიტამინი. მისი ტრადიციული წყაროებია ციტრუსები, ასკილი, კომბოსტოს მწნილი, ლიმონი, შტოში. ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სისუსტე, მოთენთილობა და აპათია, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმუნური სისტემის სისუსტეს. საბოლოო დიაგნოზი ექიმმა იმუნოლოგმა უნდა დასვას. მაგრამ იმუნიტეტის დაქვეითებაზე შეიძლება მიგვანიშნოს:

  • ხშირმა (წელიწადში, სულ ცოტა, ოთხჯერ) გაციებამ;
  • გაჭიანურებულმა (2 კვირაზე მეტხანს გაგრძელებულმა) ავადმყოფობამ;
  • ქრონიკულმა ინფექციებმა (მაგალითად, ანგინამ, პნევმონიამ, ოტიტმა, ჰაიმორიტმა, ნაწლავურმა ინფექციებმა);
  • მუდმივმა სუბფებრილურმა (37-38 გრადუსამდე) ტემპერატურამ.

იმუნური სისტემის სტიმულირება შეიძლება აცრებით, მედიკამენტებით, ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებებით. იმუნომასტიმულირებელი პრეპარატების მისაღებად აუცილებელია კონკრეტული მონაცემები. არ შეიძლება ამის გაკეთება უკოტროლოდ! საჭიროა ექიმ იმუნოლოგის კონსულტაცია. დამოუკიდებლად შერჩეულმა ან რეკლამის გავლენით მიღებულმა წამალმა შესაძლოა ძლიერ ავნოს თქვენს ჯანმრთელობას.