ოთხი მიზეზი - რატომ არ უნდა ვთქვათ ყავაზე უარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოთხი მიზეზი - რატომ არ უნდა ვთქვათ ყავაზე უარი

ყავის მავნებლობასთან დაკავშირებული მითები ძირითადად გამოწვეულია კონკრეტული ნივთიერებით კოფეინითა და მისი მასტიმულირებელი მოქმედებით. მაგრამ ყავაში კოფეინის შემცველობა საერთო შემადგენლობის 0,6-0,7%, გაცილებით ნაკლები, ვიდრე ჩაიში. ამასთან ის შედის როგორც შავი, ისე მწვანე ჩაის, კაკაოს, ენერგეტიკული სასმელების, ბად-ების შემადგენლობაში. გონივრული რაოდენიბით კი კოფეინი სასარგებლოცაა ორგანიზმისთვის. ის ხსნის თავის ტკივილს, ასტიმულირებს გულის მუშაობას და სუნთქვას, ხნის ძილიანობას, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარს. სწორედ ამიტომ მოსწონს ორგანიზმს ყავა.

თანამედროვე სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, რომ ყავის ზომიერი მოხმარება, ამცირებს ალცჰაიმერის, პარკინსონის, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და გულსისხლძარღვთა დაავადებების, უფრო მეტიც ღვიძლის, პროსტატისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს.

№ 2. ყავა სილამაზისთვის

კოსმეტოლოგებს უყვართ ყავა. ის გემრიელია და ებრძვის სიბერეს. კოფეინთან ერთად ყავის მარცვალი შეიცავს "ახალგაზრდობის პაკეტს": ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ანეიტრალებენ ორგანიზმის დაბერების პროცესის გამშვებ თავისუფალ რადიკალებს. თავისუფალ რადიკალებს კი ვიღებთ მძიმე ეკოლოგიური გარემოდან, ცხოვრებისა და კვების წესიდან. სწორედ თავისუფალი რადიკალები აჩერებენ კოლაგენის გამომუშავებას. ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ანტიოქსიდანტები, რომელთაც დიდი რაოდენობით შეიცავენ ყავის მარცვლები. კოსმეტოლოგიის თვალსაზრისით ყავა სასარგებლოა, რადგანაც:

1. ააქტიურებს სისხლის მიკროცირკულაციას- კანის კვებას, რაც წარმოადგენს ნაადრევი დაბერების პროფილაქტიკას.

2. ასტიმულირებს ლიმფის მიმოქცევას. ანუ ებრძვის შეშუპებას, რაც ასევე ხელს უშლის ნაოჭების გაჩენასა და დაბერებას.

3. მოქმედებს განსაკუთრებულ, კანის მარეგენერირებელ ფერმენტებზე, რითაც ამუხრუჭებს მის მოდუნებას.

4. შლის ცხიმებს, რაც მნიშვნელოვანია ლოკალური ცხიმოვან გროვებთან საბრძოლველად.

5. ლინოლენის მჟავას შემცველობის ხარჯზე, ხელს უწყობს კანის ლიპიდური ბარიერის ფორმირებას, ზრდის მის ელასტიურობასა და ამუხრუჭებს კანის დაბერებას.

6. მიკროელემენტებისა და ვიტამინების შემცველობის ხარჯზე ეხმარება კანს სწორად მუშაობაში.

№ 3. ყავა მათთვის, ვისაც დაბალი წნევა აქვს.

ყავამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება, ამიტომ ჰიპერტონული დაავადების მქონე პირებმა ის სიფრთხილით უნდა მიიღონ.

№ 4. ყავა სიამოვნებისათვის

ტრადიციულად ითვლება, რომ ნეგატიური შედეგების გარეშე, შეიძლება მივიღოთ 1-2 ფინჯანი ყავა დღეში, მაგრამ ყველაფერი ინდივიდუალურია. მნიშვნელოვანია ყავის სახეობა. ორი გავრცელებული ვარიანტიდან, რობუსტა და არაბიკა, პირველი მდიდარია კოფეინით, მეორე- არომატული თვისებებით. ამდენად უფრო სასარგებლო იქნება არაბიკა.