"ფოსფორის, კალცის, ომეგა 3–ის საბადო, ეს არის მენდელეევის ტაბულა ერთ პროდუქტში" - რაზე საუბრობს ასე ესმა კუნჭულია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ფოსფორის, კალცის, ომეგა 3–ის საბადო, ეს არის მენდელეევის ტაბულა ერთ პროდუქტში" - რაზე საუბრობს ასე ესმა კუნჭულია

პროდუქტია ყველამ იცის, თუმცა თუ მაქსიმალურ სარგებელზე ვსაუბრობთ, მაშინ აუცილებლად უნდა მიირთვათ ნორვეგიული ორაგული. სასურველია, თუ მას კვირაში ერთხელ მიიღებთ.

ორაგული მრავლად შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რაც ორგანიზმისთვის ძალიან საჭიროა. ის მდიდარია ფოსფორითა და კალიუმით. მასში ბევრია აგრეთვე მაგნიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნიკელი, მოლიბდენი, A, B1, B2, C, E D და PP ვიტამინები. არანაკლებ სასარგებლოა ორაგულის ხიზილალა.

ორაგული ცხიმიანი თევზის კატეგორიას განეკუთვნება.თევზის ქონი კი ათხელებს სისხლს და ამით აფერხებს თრომბების წარმოქმნას. შესაბამისად, იცავს ორგანიზმს ინსულტისა და ინფარქტისგან. თევზის ქონი აქვეითებს სისხლში სახიფათო ცხიმების, ტრიგლიცერიდების, დონეს, ხელს უწყობს წნევის დაქვეითებას, ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს. ის სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის - ანიჭებს მათ დრეკადობასა და ელასტიკურობას. ეს უნიკალური საშუალება ბლოკავს ანთებით პროცესებს, გარკვეულწილად აფერხებს ართრიტის, ფსორიაზის, დიაბეტისა და სხვა დაავადებების, მათ შორის - სიმსივნურის, განვითარებას. მრავალწლიანი კვლევები მოწმობს, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც უხვადაა ორაგულში, აფერხებს ორგანიზმის ბიოლოგიურ დაბერებას.

mkurnali.ge

გარდა იმისა, რომ ნორვეგიული ორაგული ძალიან სასარგებლო პროდუქია, ის დიეტურიცაა. 100 გრამი ცოცხალი ორაგული საშუალოდ 201 კკალორიას შეიცავს.

,,პირველი კულინარის" მთავარი რედაქტორი ესმა კუნჭულია აღნიშნავს, რომ ის კვირაში ერთხელ აუცილებლად მიირთმევს ნორვეგიულ ორაგულს და უპირატესობას "ნიკორას" შვილობილი კომპანიის "ოკეანის" პროდუქციას ანიჭებს, რადგან მისთვის თევზის ხარისხი და წარმომავლობა უმნიშვნელოვანესია.

"ორაგული – ეს მენდელეევის ტაბულაა. ის შეიცავს თითქმის ყველა ვიტამინსა და მინერალს, რაც ადამიანისთვის საჭიროა. ფოსფორის, კალცის, ომეგა 3–ის საბადო – ეს არის მენდელეევის ტაბულა ერთ პროდუქტში. მე ვცდილობ, კვირაში ერთხელ მაინც მივირთვა ორაგული. ის რომ, ჯანმრთელი ვარ, ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოვიყურები, სულ პოზიტიური გუნება–განწყობა მაქვს, სწორედ ორაგულისა და ზოგადად, თევზის დამსახურებაცაა. ჩემი 14 წლის შვილიც ხშირად მიირთმევს ორაგულს. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ ყურადღება მიაქციეთ, თევზის წარმომავლობას. მხოლოდ ჩრდილოეთის ცივ, თავისუფალ წყლებში გაზრდილი ორაგული არის ყველა იმ სასარგებლო თვისების მატარებელი, რაც მას უნდა ჰქონდეს," – აღნიშნავს ესმა კუნჭულია.

აქვე გთავაზობთ რეცეპტს ესმა კუნჭულიასგან, რომელიც გასწავლით როგორ უნდა მოამზადოთ ორაგული ცოცხლად.

მოიმარაგეთ:

800 გრ. "ნიკორას" შვილობილი კომპანიის "ოკეანის" ნორვეგიული ორაგული , 2 სკ. იოდიზირებული მარილი, 1 სკ. შაქარი და შავი პილპილის მარცვლები.

მომზადება:

მაღალი ხარისხის ნორვეგიული ორაგული გაასუფთავეთ ძვლებისგან, გარეცხეთ და გაამშრალეთ სამზარეულოს ხელსახოცით. ერთიანი მასა გაყავით ორ ნაწილად. თასში აურიეთ ერთი სკ. შაქარი, 2სკ. მარილი და მოურიეთ. ამ ნაზავით დაამარილეთ თევზი - ბოლომდე დააყარეთ, არ გეგონოთ გადაამარილებთ - თევზი შეისრუტავს იმდენ მარილს, რამდენიც მას სჭირდება. მოათავსეთ თევზი იმავე ჭურჭელში, მოაყარეთ რამდენიმე მარცვალი შავი პილპილი. გადააკარით თევზიან ჭურჭელს სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში 24 საათი. 24 საათის შემდეგ გამოიღეთ და სამზარეულოს ხელსახოცით გაამშრალეთ თევზი. ჭურჭელში შეამჩნევთ ზედმეტ სითხეს და გადაღვარეთ. დაჭერით თხელ ნაჭრებად და გემრიელად მიირთვით.

როგორ მოვამზადოთ ნორვეგიული ორაგულის ნაკლებმარილიანი ცოცხალი კერძი - ნახეთ ვიდეოგაკვეთილი