ჰიპერტენზიისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკს ზრდის. ახალი კვლევით ისიც დადგინდა, რომ მარილის ჭარბად მოხმარება მნიშვნელოვნად აზიანებს ღვიძლს. აღსანიშნავია, რომ ცვლილებებს განიცდის არა მარტო მოზრდილი ადამიანის, მუცლადმყოფი ნაყოფის ღვიძლიც კი.
ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) რეკომენდაციით, ორგანიზმისთვის საჭირო ნატრიუმის რაოდენობა დღეში 2,300 მგ-ს (დაახლოებით ერთი ჩაის კოვზი) არ აღემატება. ნატრიუმის იონები მართალია საჭიროა სხეულში არსებული წყლის ცირკულაციისა და ნერვული იმპულსების გადასაცემად, მაგრამ ბევრი ადამიანი მარილს საჭიროზე გაცილებით მეტი ოდენობით მოიხმარს.
ამერიკელმა სპეციალისტებმა მარილის