ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტი "აგრო ფუდ ტრეიდისაგან" - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტი "აგრო ფუდ ტრეიდისაგან"

ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტი "აგრო ფუდ ტრეიდისაგან"
კომპანია "აგრო ფუდ ტრეიდი" გვთავაზობს ყველასათვის საყვარელი და პოპულარული ქართული ბრენდის "აგროფაის" ასორტიმენტიდან "სასარგებლო პროდუქტის" ხაზს, რომელშიც გაერთიანებული სახეობების მოხმარების შედეგად გავიძლიერებთ იმუნიტეტს, მივიღებთ აუცილებელი ვიტამინების და მინერალების საჭირო რაოდენობას, დავიცავთ თავს სხვადასხვა დაავადებებისაგან და გავაძლიერებთ ორგანიზმს მათთან ბრძოლაში.

mkurnali.ge

ჩიას თესლი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს და ამავე დროს ძალიან მცირე ოდენობით კალორიებს. მის შემადგენლობაში შედის ცილები, მცენარეული ცხიმები, ნახშირწყლები, ომეგა-3, A1, B1, B2, B3, PP, K ვიტამინები, მიკრო
და მაკრო ელემენტები. ჩიას თესლი ანტიოქსიდატნების წყაროა, რაც აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ჩიას თესლი ხელს უწყობს წონაში კლებას, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის სწორ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ამაგრებს კბილებსა და ძვლებს, ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას, აგრეთვე აბალანსებს სისხლში შაქრის დონეს, არეგულირებს სისხლის სიბლანტეს და ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს.

mkurnali.ge

გოჯი ბერი უძველესი კენკრაა, მისი ისტორია 4000
წელს ითვლის. გოჯი ბერის 40-მდე სახეობა არსებობს, აქედან მხოლოდ ორს: ჩინურს და ტიბეტურს აქვს მაღალი კვებითი და სამკურნალო ღირებულება. გოჯი ბერი მდიდარია მიკრო და მაკრო ელემენტებით, ამინომჟავით, B1, B2, B6, E, C ვიტამინით..

გოჯი ბერი უზრუნველყოფს: ნივთიერებათა ცვლის პროცესის აღდგენას, კანის გაახალგაზრდავებას, ნერვული სისტემის მოწესრიგებას, სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას, მხედველობის გაუმჯობესებას, წონაში კლებას, ასევე გულსისხლძარღვთა, სიმსივნური და ალცჰაიმერის დაავადებებისაგან განკურნების პროცესის დახმარებას.

mkurnali.ge

კუსკუსი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში და მედიცინაში, იგი ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტია, რომელიც შეიცავს დიდი რეოდენობით ცილას, მაგნიუმს და ნაკლებ ნახშირწყალებს. კუსკუსი ამცირებს შაკიკის რისკს.

mkurnali.ge

ვარდისფერი იგივე ჰიმალაის მარილი გაჯერებულია საუკეთესო თვისებებით, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. იგი თეთრი მარილისაგან გასხვავებით ბევრად სასარგებლოა ორგანიზმისათვის, შეიცავს 84 სახის მინერალს და არის იოდიზირებული. ჰიმალაის მარილი აბალანსებს წყლის დონეს ორგანიზმში, ასტაბილურებს PH , კალიუმის და ნატრიუმის ბალანსს, აძლიერებს ელემენტებს, რომლებიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის სწორად ფუნქციონირებისათვის, ზრდის ფერმენტების რაოდენობას, რაც ეხმარება ორგანიზმს უკეთ აითვისოს მიღებული საკვების სასარგებლო თვისებები. ვარდისფერი მარილი აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უშლის რესპირატორული პრობლემების წარმოშობას, არეგულირებს ძილს, ხელს უწყობს კუნთის სიმტკიცეს და უკეთ განვითარებას, აფერხებს ასთმის განვითარებას, ანელებს დაბერების პროცესს და გამოიყენება როგორც ანტიჰისტამინური საშუალება.

mkurnali.ge

სელის თესლი გამოიყენება კულინარიაში და მედიცინაში. მასში წარმოდგენილია B2, B3. B4, B5, B6, B9, D, E ვიტამინები, ტოკოფეროლი და ბეტაკარიტინი, მიკრო და მაკრო ელემენტები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, სპილენძი, მანგანიმი, ქრომი, სელენი, ალუმინი, ნიკელი, იოდი, ბორი და თუთა. სელის თესლი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისაგან, მასში შემავალი ომეგა-3 მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ორგანიზმის სწორი განვითარებისათვის. სელის თესლი მრავალი დაავადების განკურნებას უწყობს ხელს, როგორიცაა : ქრონიკული შეკრულობა, ათეროსკლეროზი, პარატიზული ინვაზია, ღვიძლის და ნაღველის ბუშტის დაავადებები, შარდსასქესო სისტემის ანთებანი, წელის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები. სელის თესლი განსაკუთრებით ქალების ჯანმრთელობისათვის არის სასარგებლო, რადგან შეიცავს ჰორმონების მცენარეულ ანალოგებს, ამცირებს კლიმაქსის გამოვლინებას და არის მკერდის და საშვილოსნოს კიბოს პროფილაქტიკა. სელის თესლი მშვენიერი პროდუქტია ვეგეტარიენელებისათვის. იგი ასევე ინფარქტის, ინსულტის, მიუკარდიუმის პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა და ხელს უწყობს წონაში კლებას.

mkurnali.ge

ყავისფერი შაქარი მზადდება შაქრის ლერწმისაგან, მას ინდოეთში უძველესი დროიდან მოიხმარდნენ. იგი თეთრი შაქრისგან გასხვავებით ბევრად სასარგებლოა ორგანიზმისათვის, შეიცავს აუციელებელ ნივთიერებებს -რკინას, კალციუმს, კალიუმს და ფოსფორს.

mkurnali.ge

შავი ბრინჯი პროტეინით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მარცვლეულია, იგი ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზმში, ასევე ღვიძლში ლიპიდების დაგროვებას. შავი ბრინჯი ხელს უშლის ორგანიზმში ანთებითი პროცესების, ალერგიის და ასთმის განვითარებას და ხელს უწყობს წონაში კლებას.

mkurnali.ge

შირბახტის თესლი გამოიყენება კულინარიაში, კოსმეტიკაში და მედიცინაში. იგი შეიცავს ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9, მცენარეულ ცილას, A,B,B2 ვიტამინს, ლეციტინს, რკინას. შირბახტის თესლი სასარგებლოა ძვლოვანი სისტემის განვითარებისათვის, წონაში კლებისა და ასევე ინფაქტისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის გაძლიერებისათვის.

mkurnali.ge

წითელი ბრინჯი შეიცავს გამა-ამინოზევან მჟავას და მონოკოლინ - K -ს რითაც არის განპირობებული მისი სასარგებლო თვისებები, რომელიც ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ასევე, მეცნიერული კვლევების თანახმად, წითელი ბრინჯი გულის ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებს, ამცირებს სიმსივნური უჯრედების წარმოშობას და გულის დაავადებების რისკს, ეფექტურია მეტაბოლური სინდრომის მკურნალობისას.

mkurnali.ge

კინოა ინკების კულტურაზე უძველესია, მისი ისტორია 6000 წელს ითვლის. იგი შეიცავს B1, B2, B9, E ვიტამინს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ცილებს, მინერალებს, მაგნიუმს, სპილენძს, მანგანუმს და რკინას. კინოა ხელს უწყობს შაკიკის დროს ტკივილის შესუსტებას, ამცირებს კიბოს რისკს, ასტიმულირებს კარგ განწყობას, ხელს უწყობს წონაში კლებას, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, რეკომენდირებულია ცელიაკიას (გლუტეინის აუტანლობა) და კანდიდოზური ინფექციების დროს.

სასარგებლო პროდუქტი - ჯანსაღი და ძლიერი ორგანიზმი !!!

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ორაგული ყველა ადამიანის საკვები რაციონის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს. თევზი რომ სასარგებლო
ადრეული კვლევებით დადასტურებულია, რომ მარილის სიჭარბე ორგანიზმში
წონის კლება იოლი არ არის. თანამედროვე ცხოვრების არანორმალური რიტმიდან გამომდინარე ადამიანებმა მიმართეს
სპეციალისტებმა გაარკვიეს, როგორ გამომუშავდება ორგანიზმში დღეგრძელობის ცილა. ამისათვის თურმე
იაპონელი მეცნიერების აზრით, კვირაში სამჯერ სოკოს მიღება, პროსტატის კიბოს განვითარების
ყავა ცნობილია, როგორც მრავალი სასარგებლო ნაერთებით მდიდარი სასმელი, თუმცა ის ყველასათვის
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად