დიეტოლოგები ყავის ალტერნატივას ეძებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიეტოლოგები ყავის ალტერნატივას ეძებენ

ნაჩვენები არ არის. სპეციალისტები ალტერნატივის მოძებნისკენ მოგვიწოდებენ. კერძოდ ყავა ჩავანაცვლოთ პროდუქტებით, რომლებიც ამ აქტიურ ნივთიერებებს შეიცავენ. განსაკუთრებით სასარგებლოა ყავის მარცვლებში არსებული ორი ნაერთი- კოფეინის მჟავა და ქლოროგენის მჟავა.

კოფეინის მჟავა არის ასევე ფინიკში, შავ ქლიავში, ზეთისხილში, კარტოფილში, მუსკატის კაკალში, კოჭაში, პიტნაში, ორეგანოში, სალბსა და როზმარინში. ქლოროგენის მჟავას შეიცავს შავი ქლიავი, მოცვი, ვაშლი, მსხალი, ატამი, არტიშოკი, კარტოფილი, მზესუმზირა, პიტნა, სალბი და ორეგანო.

კვლევები აჩვენებს, რომ კოფეინის და ქლოროგენის მჟავა მოქმედებს იმ სასიგნალო გზებზე, რომლებიც ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების, მათ შორის კიბოს განვითარებას. ნაერთები ხელს უშლის კიბოს განვითარებას, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს. ამას გარდა, თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ კოფეინის მჟავა და ქლოროგენის მჟავა თრგუნავდა ჭამის შემდეგ, სისხლში შაქრის დონის მომატების პროცესს.

სხვა სასარგებლო ნაერთებიდან ყავაში არის კვერცეტინი და გლუკოზინოლატი. კვერცეტინის ნაერთი ყვავილებს, ხილსა და ბოსტნეულს გარკვეულ ფერს ანიჭებს. კვერცეტინი მცენარეს ადგილობრივ პირობებთან ადაპტაციაში ეხმარება და არეგულირებს მის ზრდა განვითარებაზე მოქმედ ჰორმონებს. კვერცეტინის წყაროა კაკაო, შტოში, წიწიბურა, შავი ქლიავი, პარკოსნები, ქლიავი, ვაშლი, წითელი ხახვი, მაყვალი, ჟოლო, ბროკოლი, წითელი ღვინო, მწვანე ლობიო, ორეგანო, მაიორანი, მიხაკი. კვერცეტინს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება. ის აფერხებს კიბოს უჯრედების განვითარებას, ზრდასა და გავრცელებას, ანადგურებს მათ და აქვეითებს არტერიულ წნევას.

გლუკოზინოლატები მცენარეებს სპეციფიკურ სუნს ანიჭებენ. მას შეიცავს ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ვასაბი, რუკოლი, მდოგვი. გლუკოზინოლატის ბიოაქტიურობა მცენარეებს დაავადებებისაგან და მავნე მწერებისაგან იცავს.