კუნთოვანი მასის გასაზრდელად აუცილებლად უნდა მიირთვათ კვერცხი და სვათ რძე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუნთოვანი მასის გასაზრდელად აუცილებლად უნდა მიირთვათ კვერცხი და სვათ რძე

გარდა იმისა, რომ ადვილად შესათვისებელ საკვებს წარმოადგენს, აუცილებელია კუნთოვანი მასის, ორგანიზმის გამძლეობისა და ძალის ზრდისათვის.

ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორია პროტეინის შეთვისების დონეც სხვადასხვა პროდუქტიდან. ამის შესაფასებლად გამოიყენება კოეფიციენტი - PDCAAS (Protein Digestibility Corrected Amino Acid Score).

ის გვატყობინებს, რამდენად სრულფასოვნად ხდება ორგანიზმის გაჯერება საჭირო ნივთიერებებით. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის 1. ამ კოეფიციენტის მქონე საკვები იდეალურია კუნთოვანი მასის გასაზრდელად, თუმცა, ასეთი პროდუქტების მიღება სპორტული აქტივობის გარეშე, რა თქმა უნდა, უეფექტოა.

კუნთოვანი მასის ზრდისათვის საუკეთესოა კვერცხი და რძე.

რძე – 100 გრამი ძროხის რძე (1%-ანი ცხიმიანობის) შეიცავს 3 გრამზე მეტ ცილას და 43 კკალ-ას. მისი შეთვისების კოეფიციენტია -1. რძე ხელს უწყობს კუნთოვანი მასის აღდგენას, აძლიერებს ცილის სინთეზს. მეცნიერული კვლევით დადასტურებულია, რომ ძროხის ახალმოწველილი ნატურალური რძე 80 % - ით მეტი ფენილამინით ამარაგებს ორგანიზმს, მის ცხიმგაცლილ ანალოგებთან შედარებით. აღნიშნული ამინმჟავა შედის სხეულის ცილების შემადგენლობაში. ასევე ნატურალურ რძეში 2,8-ჯერ მეტია ტრეონინი- ამინმჟავა, რომელიც ცილების სინთეზში მონაწილეობს.

კვერცხი – 100 გრამი კვერცხი 13 გრამ ცილას და 158 კკალ-ას შეიცავს. ამასთან ამ პროდუქტში დაახლოებით 1300 მგ ლეიცინია – ამინმჟავა, რომელიც ორგანიზმში არ სინთეზდება, მხოლოდ საკვებით ხვდება, გამოიყენება ანემიების მკურნალობაში. კვერცხი განაპირობებს კუნთოვანი მასის ზრდას და მისი PDჩAAშ კოეფიციენტი უდრის 1-ს. ლეიცინი აქვეითებს ცილის დაშლას. სპორტსმენთა საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული კვერცხი, რადგან ის თუთიითაც მდიდარია. თუთია კუნთოვანი მასის ზრდის პროვოცირებას ინსულინისმაგვარი ფაქტორის წყალობით ახდენს, რაც მეცნიერული კვლევებითაა დადასტურებული.