კუნთოვანი მასის გასაზრდელად აუცილებლად უნდა მიირთვათ კვერცხი და სვათ რძე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

კუნთოვანი მასის გასაზრდელად აუცილებლად უნდა მიირთვათ კვერცხი და სვათ რძე

კუნთოვანი მასის გასაზრდელად აუცილებლად უნდა მიირთვათ კვერცხი და სვათ რძე
კუნთოვანი ბოჭკოების ზრდისათვის აუცილებელია ცილები და ამინმჟავები. არსებობს პროდუქტები, რომლებიც
გარდა იმისა, რომ ადვილად შესათვისებელ საკვებს წარმოადგენს, აუცილებელია კუნთოვანი მასის, ორგანიზმის გამძლეობისა და ძალის ზრდისათვის.

ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორია პროტეინის შეთვისების დონეც სხვადასხვა პროდუქტიდან. ამის შესაფასებლად გამოიყენება კოეფიციენტი - PDCAAS (Protein Digestibility Corrected Amino Acid Score).

ის გვატყობინებს, რამდენად სრულფასოვნად ხდება ორგანიზმის გაჯერება საჭირო ნივთიერებებით. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის 1. ამ კოეფიციენტის მქონე საკვები იდეალურია კუნთოვანი მასის გასაზრდელად, თუმცა, ასეთი პროდუქტების მიღება სპორტული აქტივობის გარეშე, რა თქმა უნდა, უეფექტოა.

კუნთოვანი მასის ზრდისათვის
საუკეთესოა კვერცხი და რძე.

რძე – 100 გრამი ძროხის რძე (1%-ანი ცხიმიანობის) შეიცავს 3 გრამზე მეტ ცილას და 43 კკალ-ას. მისი შეთვისების კოეფიციენტია -1. რძე ხელს უწყობს კუნთოვანი მასის აღდგენას, აძლიერებს ცილის სინთეზს. მეცნიერული კვლევით დადასტურებულია, რომ ძროხის ახალმოწველილი ნატურალური რძე 80 % - ით
მეტი ფენილამინით ამარაგებს ორგანიზმს, მის ცხიმგაცლილ ანალოგებთან შედარებით. აღნიშნული ამინმჟავა შედის სხეულის ცილების შემადგენლობაში. ასევე ნატურალურ რძეში 2,8-ჯერ მეტია ტრეონინი- ამინმჟავა, რომელიც ცილების სინთეზში მონაწილეობს.

კვერცხი – 100 გრამი კვერცხი 13 გრამ ცილას და 158 კკალ-ას შეიცავს. ამასთან ამ პროდუქტში დაახლოებით 1300 მგ ლეიცინია – ამინმჟავა, რომელიც ორგანიზმში არ სინთეზდება, მხოლოდ საკვებით ხვდება, გამოიყენება ანემიების მკურნალობაში. კვერცხი განაპირობებს კუნთოვანი მასის ზრდას და მისი PDჩAAშ კოეფიციენტი უდრის 1-ს. ლეიცინი აქვეითებს ცილის დაშლას. სპორტსმენთა საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული კვერცხი, რადგან ის თუთიითაც მდიდარია. თუთია კუნთოვანი მასის ზრდის პროვოცირებას ინსულინისმაგვარი ფაქტორის წყალობით ახდენს, რაც მეცნიერული კვლევებითაა დადასტურებული.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
სპეციალისტებმა გაარკვიეს, როგორ გამომუშავდება ორგანიზმში დღეგრძელობის ცილა. ამისათვის თურმე
იაპონელი მეცნიერების აზრით, კვირაში სამჯერ სოკოს მიღება, პროსტატის კიბოს განვითარების
ყავა ცნობილია, როგორც მრავალი სასარგებლო ნაერთებით მდიდარი სასმელი, თუმცა ის ყველასათვის
სიმსუქნისას, სხეულის მასის 5%-იანი კლებაც კი გააუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას,
ნავარას უნივერსიტეტის მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კვების ულტრადამუშავებული პროდუქტები ნაადრევ უჯრედულ დაბერებას იწვევენ.
ორსულის ან მეძუძური დედის მიერ დიდი რაოდენობით ფრუქტოზის მოხმარების შემთხვევაში,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად