ფრუქტოზა ორსულებისა და მეძუძურებისათვის საშიშ პროდუქტად აღიარეს
მის ცვლით პროცესებსა და დედის რძეში შეიძლება აღინიშნოს სხვადასხვა ძვრები, რაც ბავშვის მეტაბოლიზმის შეცვლას გამოიწვევს.
მეცნიერები ფრუქტოზას უმატებდნენ დედალი ზღვის გოჭების რაციონში მათი ორსულობის დროს, რაც იწვევდა შთამომავლების სისხლში და დედის რძეში მოცირკულირე თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების მაჩვენებლების მნიშვნელოვან ცვლილებას.
დედების ნივთიერებათა ცვლის ცვლილებები იწვევდა ცხიმების მეტაბოლიზმის მდგრად ცვლილებებს, რაც ზრდის სიმსუქნის, ინსულინის რეზისტენტობის, ტიპი 2 დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს.
ამასთან ფრუქტოზის მოხმარების შემდეგ, ცალსახად იზრდებოდა ცხიმოვანი მჟავების სინთეზი. მეცნიერების თქმით, ამ მანკერი წრის გაწყვეტა მომავალ და მეძუძურ დედებს შეუძლია ფრუქტოზის და რაფინირებული შაქრის (ბევრია ტკბილ გაზიან სასმელებსა და სხვა მავნე პროდუქტებში) ჭარბად მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში.