თევზი ხორცთან შედარებით ადვილად შეთვისებადი პროდუქტია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თევზი ხორცთან შედარებით ადვილად შეთვისებადი პროდუქტია

იმაზე, რამდენად ითვისებს მას ორგანიზმი.

ისიც ცნობილია, რომ ყველა საკვები პროდუქტი ადვილად და სწრაფად არ შეიწოვება, მით უფრო არ შეიწოვება სრულად. ჩვენს საკვებ რაციონში შემავალ პროდუქტებს შორის ზოგიერთის მოსანელებლად საჭმლის მომნელებელ სისტემას განსაკუთრებული ძალისხმევა უხდება.

ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა, ჩვეულებრივ, უმკლავდება ამ დატვირთვას. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, ხანდაზმულ ადამიანებს, ან კიდევ იმ კატეგორიას, რომელსაც საჭმლის მონელების ესა თუ ის დარღვევა აღენიშნება და ამის გამო დიეტური კვება ესაჭიროება, აუცილებელია საკვების მონელებისა და შეწოვა-შეთვისების თავისებურების გათვალისწინება და უპირატესობა ყველა შემთხვევაში ენიჭება ადვილად შეთვისებად პროდუქტებს.

თევზეულს ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თევზს ორგანიზმი ადვილად ითვისებს მისი ქსოვილების განსაკუთრებული სტრუქტურის გამო. საქმე ის გახლავთ, რომ თბილსისხლიანი ცხოველების ხორცი კუნთოვანი ქსოვილის გარდა შეიცავს უხეში შემაერთებელი ქსოვილის მნიშვნელოვან პროცენტს, აგრეთვე გარკვეული რაოდენობის ელასტინს, რომელიც თერმული დამუშავებისას არ რბილდება და შესაბამისად, არ შეითვისება ორგანიზმის მიერ. მაშინ როცა, ცხოველურ ხორცთან შედარებით, თევზის ხორცი 5-ჯერ ნაკლები რაოდენობით შეიცავს შემაერთებელ ქსოვილს (0,6%–დან 3,5 %-მდე), ხოლო ელასტინი თევზში პრაქტიკულად არ არის.

აღსანიშნავია ისიც, რომ თევზი მოხარშვისას ხორცთან შედარებით გაცილებით ნაკლებ წყალს კარგავს, ამის გამო მისი ხორცი ბევრად ნაზი და ფაფუკი რჩება.