რომელი პროდუქტებია დიაბეტით დაავადებულთათვის საშიში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი პროდუქტებია დიაბეტით დაავადებულთათვის საშიში

კონკრეტული პროდუქტი რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითად, დიაბეტით დაავადებულებისათვის არ შეიძლება ლორის, სოსისის, სარდელის მიღება, რადგანაც მათში ხშირად უმატებენ სახამებელს. გარდა ამისა, ისინი ბევრ ქოლესტერინს შეიცავენ. არ შეიძლება ასევე სოუსების მოხმარება. ისინი შეიცავენ ბევრ შაქარს, შემასქელებელს იგივე სახამებლის სახით.

დიაბეტით დაავადებულებისათვის აკრძალულია ტრანსცხიმები, რომლებიც სისხლძარღვის კედელებზე დამანგრეველად მოქმედებს. ისინი შეიძლება რძის პროდუქტებშიდაც კი იყოს, ამიტომ შეძენისას ყურადღებით უნდა შევისწავლოთ შემადგენლობა.

შავ სიაში ასევე მოხვდა უმაღლესი სორტის ფქვილი, შაქარი, სიროფები, ტკბილეული ხილი და ზოგიერთი ბოსტენულიც კი. უმი სტაფილო და ჭარხალი სასარგებლოა, მაგრამ ხარშვისას მათი გლიკემიური ინდექსი იცვლება, ამდენად დიეტური ვინეგრეტიც კი შეიძლება დიაბეტით დაავადებულებისათვის ტაბუდადებული აღმოჩნდეს.

იმუნიტეტის ასამაღლებლად დიაბეტით დაავადებულებმა უნდა მიიღონ მწვანილი, ხახვი, ნიორი და ხარისხიანი რძის პროდუქტები. სისხლში გლუკოზის მკვეთრი ცვალებადობის თავიდან ასაცილებლად რაციონში უნდა ჩავრთოთ უჯრედისით მდიდარი პროდუქტები.

აუცილებელია ცილის მიღება. სასარგებლოა ქათმის, ინდაურის ფილე, კურდღლის ადვილად ასათვისებელი და ნაზი ხორცი. ასევე აუცილებელია თევზი, რომელიც შეიცავს იმუნიტეტის გამაძლიერებელ ვიტამინებს D და  С.

აუცილებელია წყლის რეჟიმის დაცვაც, რაც დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე და ორგანიზმიდან ტოქსინებისა და შლაკების გამოყოფაზე.