რომელი პროდუქტებია დიაბეტით დაავადებულთათვის საშიში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

რომელი პროდუქტებია დიაბეტით დაავადებულთათვის საშიში

რომელი პროდუქტებია დიაბეტით დაავადებულთათვის საშიში
პირველ რიგში რაციონიდან უნდა ამოვიღოთ მაღალი გლიკემიური ინდექსის პროდუქტები. პრობლემა იმაშია, რომ ხშირად ვერც კი წარმოვიდგენთ, კონკრეტული პროდუქტი რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითად, დიაბეტით დაავადებულებისათვის არ შეიძლება ლორის, სოსისის, სარდელის მიღება, რადგანაც მათში ხშირად უმატებენ სახამებელს. გარდა ამისა, ისინი ბევრ ქოლესტერინს შეიცავენ. არ შეიძლება ასევე სოუსების მოხმარება. ისინი შეიცავენ ბევრ შაქარს, შემასქელებელს იგივე სახამებლის სახით.

დიაბეტით დაავადებულებისათვის აკრძალულია ტრანსცხიმები, რომლებიც სისხლძარღვის კედელებზე დამანგრეველად მოქმედებს. ისინი შეიძლება რძის პროდუქტებშიდაც კი იყოს, ამიტომ შეძენისას ყურადღებით უნდა შევისწავლოთ შემადგენლობა.

შავ სიაში ასევე მოხვდა უმაღლესი
სორტის ფქვილი, შაქარი, სიროფები, ტკბილეული ხილი და ზოგიერთი ბოსტენულიც კი. უმი სტაფილო და ჭარხალი სასარგებლოა, მაგრამ ხარშვისას მათი გლიკემიური ინდექსი იცვლება, ამდენად დიეტური ვინეგრეტიც კი შეიძლება დიაბეტით დაავადებულებისათვის ტაბუდადებული აღმოჩნდეს.

იმუნიტეტის ასამაღლებლად დიაბეტით დაავადებულებმა უნდა მიიღონ მწვანილი, ხახვი, ნიორი და ხარისხიანი რძის პროდუქტები. სისხლში გლუკოზის
მკვეთრი ცვალებადობის თავიდან ასაცილებლად რაციონში უნდა ჩავრთოთ უჯრედისით მდიდარი პროდუქტები.

აუცილებელია ცილის მიღება. სასარგებლოა ქათმის, ინდაურის ფილე, კურდღლის ადვილად ასათვისებელი და ნაზი ხორცი. ასევე აუცილებელია თევზი, რომელიც შეიცავს იმუნიტეტის გამაძლიერებელ ვიტამინებს D და  С.

აუცილებელია წყლის რეჟიმის დაცვაც, რაც დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე და ორგანიზმიდან ტოქსინებისა და შლაკების გამოყოფაზე.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
კუნთოვანი ბოჭკოების ზრდისათვის აუცილებელია ცილები და ამინმჟავები. არსებობს პროდუქტები, რომლებიც
სიმსუქნისას, სხეულის მასის 5%-იანი კლებაც კი გააუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას,
ნავარას უნივერსიტეტის მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კვების ულტრადამუშავებული პროდუქტები ნაადრევ უჯრედულ დაბერებას იწვევენ.
ორსულის ან მეძუძური დედის მიერ დიდი რაოდენობით ფრუქტოზის მოხმარების შემთხვევაში,
ვაშლი ყველასთვის ნაჩვენები არ არის. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას,
ამერიკელი ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებას არ გვირჩევენ. ისინი ასახელებენ იმ პროდუქტებს,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად