რა მივირთვათ ახალგაზრდობის შესანარჩუნებად
მელატონინს ახალგაზრდობის ჰორმონს უწოდებენ, ის მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმს დღეგრძელობას უნარჩუნებს. ნეირონები მელატონინს სხვადასხვა ღირებულ რეაქციათა წარმართვისათვის იყენებენ. აღნიშნული ჰორმონის დეფიციტი იწვევს უძილობას, იმუნიტეტის დაქვეითებას. რომელი პროდუქტები უნდა გამოვიყენოთ მისი დეფიციტის ასარიდებლად?
1. სიმინდი, ბრინჯი, შვრია - მელატონინის გამომუშავებისათვის აუცილებელია ე.წ. ნელი ნახშირწყლები, უჯრედისი და მინერალები. ყველა ამ ნივთიერებას უხვად შეიცავს ჩამოთვლილი პროდუქტები; ტყუილად კი არ უყვართ იაპონელებსა და ჩინელებს ბრინჯი. სპეციალისტები გვირჩევენ, რეგულარულად ჩავრთოთ ის საკვებ რაციონში, ასევე ხშირად მივირთვათ შვრია და ტკბილი ჯიშის სიმინდი, რადგან ამ პროდუქტებში ბევრი სასარგებლო ნაერთია;
2. პომიდორი – მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ორგანიზმს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში ესაჭიროება. თავისუფალი რადიკალები კი, როგორც ცნობილია, აფერხებს უჯრედთა განახლებას (რეგენერაციას) და აჩქარებს დაბერების პროცესს;
3. ნიგოზი – შეიცავს ე.წ. ახალგაზრდობის ნივთიერებებს, ვიტამინებსა და ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს. ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და დღეგრძელობისათვის რეგულარულად უნდა მიირთვათ დღეში 4-5 ცალი ნიგოზი.
ასევე უჯრედთა განახლების სტიმულაციისა და ორგანიზმის ახალგაზრდობის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ბანანი და ალუბალი. ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში დაბერების პროცესთა გადავადებისათვის და მხნეობის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად.