რა მივირთვათ ახალგაზრდობის შესანარჩუნებად - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

რა მივირთვათ ახალგაზრდობის შესანარჩუნებად

რა მივირთვათ ახალგაზრდობის შესანარჩუნებად
ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, უპირველესად, საჭიროა საკვებად ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომლებიც აგვარიდებს მელატონინის დეფიციტს.
მელატონინს ახალგაზრდობის ჰორმონს უწოდებენ, ის მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმს დღეგრძელობას უნარჩუნებს. ნეირონები მელატონინს სხვადასხვა ღირებულ რეაქციათა წარმართვისათვის იყენებენ. აღნიშნული ჰორმონის დეფიციტი იწვევს უძილობას, იმუნიტეტის დაქვეითებას. რომელი პროდუქტები უნდა გამოვიყენოთ მისი დეფიციტის ასარიდებლად?

1.    სიმინდი, ბრინჯი, შვრია - მელატონინის გამომუშავებისათვის აუცილებელია ე.წ. ნელი ნახშირწყლები, უჯრედისი და მინერალები. ყველა ამ ნივთიერებას უხვად შეიცავს ჩამოთვლილი პროდუქტები; ტყუილად კი არ უყვართ იაპონელებსა და ჩინელებს  ბრინჯი. სპეციალისტები გვირჩევენ, რეგულარულად ჩავრთოთ ის საკვებ რაციონში, ასევე
ხშირად  მივირთვათ შვრია და ტკბილი ჯიშის სიმინდი, რადგან ამ პროდუქტებში ბევრი სასარგებლო ნაერთია;

2.    პომიდორი – მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ორგანიზმს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში  ესაჭიროება. თავისუფალი რადიკალები კი, როგორც ცნობილია, აფერხებს უჯრედთა განახლებას (რეგენერაციას) და აჩქარებს დაბერების პროცესს;

3.    ნიგოზი – შეიცავს ე.წ. ახალგაზრდობის ნივთიერებებს,
ვიტამინებსა და ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს. ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და დღეგრძელობისათვის რეგულარულად უნდა მიირთვათ დღეში 4-5 ცალი ნიგოზი.
ასევე უჯრედთა განახლების სტიმულაციისა და ორგანიზმის ახალგაზრდობის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ბანანი და ალუბალი.  ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი აუცილებლად  უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში დაბერების პროცესთა გადავადებისათვის და მხნეობის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად.




გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
კუნთოვანი ბოჭკოების ზრდისათვის აუცილებელია ცილები და ამინმჟავები. არსებობს პროდუქტები, რომლებიც
სიმსუქნისას, სხეულის მასის 5%-იანი კლებაც კი გააუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას,
ნავარას უნივერსიტეტის მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კვების ულტრადამუშავებული პროდუქტები ნაადრევ უჯრედულ დაბერებას იწვევენ.
ორსულის ან მეძუძური დედის მიერ დიდი რაოდენობით ფრუქტოზის მოხმარების შემთხვევაში,
ვაშლი ყველასთვის ნაჩვენები არ არის. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას,
ამერიკელი ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებას არ გვირჩევენ. ისინი ასახელებენ იმ პროდუქტებს,
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად