ხილი და ბოსტნეული, რომელთა კანიც სასარგებლოა
და აიტორ სანჩესი ალერის კვების ცენტრიდან ასახელებენ იმ ხილსა და ბოსტნეულს, რომელიც კანიანად უნდა მივირთვათ. როგორც მკვლევარები ასკვნიან - ამ პროდუქტების კანს (ქერქს) მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე რბილობს.
უფრო კონკრეტულად, მედიკოსები არ გვირჩევენ ბადრიჯნის კანისგან გასუფთავება-გარჩევას. ამ ბოსტნეულის მუქი გაჯერებული შეფერილობა იმაზე მიანიშნებს, რომ კანში უხვადაა ნასუნინი, მძლავრი ანტიოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა.
მეტად სასარგებლოა აგრეთვე ციტრუსების კანი (ქერქი), რადგან მდიდარია ანტიოქსიდანტური თვისებებით გამორჩეული ქლოროფილით, C ვიტამინით, ფენოლის შენაერთებითა და უჯრედისით, რომლებიც უჯრედების ჟანგვას აფერხებს. ფორთოხლის, ლიმნისა და გრეიპფრუტის ქერქის ჭამა რამდენადმე სასიამოვნო რომ გახდეს, უმჯობესია ის გახეხილი ან დაქუცმაცებული სახით დავუმატოთ ხაჭოს, მაწონსა და გამოსაცხობს.
სპეციალისტთა აზრით სასარგებლოა ასევე კიტრისა და კარტოფილის კანიც (მწვანე უბნების არიდებით, რადგან ამ უკანასკნელში ბევრია შხამიანი სოლანინი). დიეტოლოგები საზოგადოდ რეკომენდაციას უწევენ კანიანად მოხარშული კარტოფილის ჩართვას საკვებ რაციონში.
სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარია აგრეთვე მანგოს, კივისა და ატმის კანიც.